კავკასიის ჩემპიონატის ისტორიიდანკავკასიის პირველი ჩემპიონატი ქართულ კრივში ჩატარდა 2005 წლის მაისშისრულიად კავკასიური ტურნირის გამართვა დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენდა ხრიდოლის ფედერაციის ხელმძღვანელებისათვის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მისი ორგანიზება. 2005 წლის მაისის თვეში ფედერაციამ ისარგებლა კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელის, კახაბერ ბასილიას შემოთავაზებით, რომ ფედრაციას მონაწილეობა მიეღო „კავკასიის თასის“ სახელწოდებით გამართულ საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალზე, რათა მოეხდინა ხრიდოლის საბრძოლო სიტემის წარდგენა და ამასთან ერთად ორგანიზება გაეწია ერთერთ ხალიჩაზე ხელჩართულ ბრძოლაში კავკასიის პირველობის ჩატარებისთვის, რაზეც ფედერაცია დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
აღნიშნულ ტურნირზე ერთროულად ხუთ ხალიჩაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეჯიბრი, სადაც საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები არკვევდნენ საკუთარ სახეობაში საუკეთესოთა ვინაობას. საბრძოლო ხალიჩაზე გამოვიდნენ: შოტოკანის, შიტორიუს, ტაიკვანდოს, კოსიკი კარატეს, ჯიუჯიცუს, კიოკუშიკაის და ხრიდოლის წარმომადგენლები. ტურნირის ორგანიზატორები თავდაპირველად გაეცვნენ ქართული კრივის წესებს. როგორც აღმოჩნდა „ქართული კრივი“ თავისი მრავალფეროვანი და დახვეწილი წესების წყალობით მისაღები იყო საბრძოლო ხელოვნების ნებისმიერი სახეობის წაემომადგენელთათვის, რადგან „ქართული კრივი“ თავის თავში აერთიანებს როგორც კრივის ხელოვნებას - დარტმებს ხელით და ფეხით ასევე ჭიდაობის ფანდებს, ბრძოლა შეზღუდული დროის განმავლობაში გრძელდება ჩოქბჯენშიც. შეგახსენებთ, რომ „ქართული კრივი“ ხრიდოლის საბრძოლო ხუთჭიდში შემავალ უმთავრეს სახეობას წარმოადგენს და ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხ უძველეს სახეობასთან ერთდ ქმნის ერთიან საბრძოლო სისტემას. იმის გამო, რომ ხრიდოლის საბრძოლო სიტემაში შემავალი დანარჩენი ოთხი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, ფარიკაობა და შვილდოსნობა უცხო იყო თავისი ბრძოლის წესით დანარჩენი სახეობების წარმომადგენლებისათვის, საბოლო გადაწყვეტილებით ხრიდოლის ფედერაცია მხოლოდ ერთს - „ხელჩართული ბრძოლის ხალიჩას“ უმასპინძლებდა.
მართლაც დიდი ინტერესი გამოიწვია ზემოთ აღნიშნულმა წესებმა, რადგან საკუთრივ ხრიდოლის ფედერაციის მიერ წარდგენილი გუნდების გარდა ათამდე სახვადასხვა სახეობამ წარმოადგინა მებრძოლები. ხრიდოლის ფედერაციიდან ასპარეზობაზე წარდგენილი იყო ხუთი გუნდი: „იბერიელი მგლები“, „ხვამლი“, „ხოგაის მინდი“, “თორი“ და „ქიბორჯი“.
განსაკუთრებით დიდი გუნდი წარადგინა ხელჩართული ბრძოლების კლუბმა „მიზანმა“, ხელმძღვანელი მიხეილ პოზოევი, ასევე დიდი ჯგუფით იყო წარმოდგენილი კავშირი „ქართული საბრძოლო ხელოვნების“ გუნდი ხელმძღვანელი ლაშა კობახიძე, რამდენიმე მებრძოლით იყო წარმოდგენილი ხელჩართული ბრძოლების კლუბი „ლელო“ ხელმძღვანელი გოჩა კახაბრიშვილი, ასევე მონაწილეობა მიიღეს მებრძოლებმა კარატეს სახვადასხვა სახეობებიდან, აქედან ცხრა კარატისტი აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრების წარმომადგენლები იყვნენ. საერთო ჯამში საკმაოდ დიდი რაოდენობის მებრძოლებმა მოიყარეს თავი „ხელჩართული ბრძოლის ხალიჩაზე“, შეხვედრებმა ძალზე დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ მაინც ხრიდოლის გუნდებმა დაამტკიცეს, რომ იმ მომენტისათვის „ხელჩართულ ბრძოლაში“ მსგავსი სიძლიერის გუნდის გამოყვანა არცერთ ფედერაციას და კლუბს არ შეეძლო. განსაკუთრებით ძლიერი მებრძოლები წარმოადგინეს ხრიდოლის სადროშო „იბერიელმა მგლებმა“, 17 პირველი ადგილიდან 9 გამარჯვება და გუნდური თასი სწორედ ამ გუნდმა დაისაკუთრა, ამის გამო გაზეთ მსოფლიო სპორტის მიერ „იბერიელი მგლების“ ხელმძღვანელს ნუკრი მჭედლიშვილს კავკასიურ ტურნირზე საუკეთესო შედეგების ჩვენებისთვის გადაეცა ტურნირის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო.
„იბერიელი მგლებიდან“ ჩემპიონები გახდნენ: რომან ხუნდაძე, ალექსი გონგლიაშვილი, ჯიმი გოგიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, აკაკი კაპანაძე, ომარ ნაროზაული, ანგი ქავთარაძე, გიგა გელაშვილი, ალექსი დიხამინჯია.
აღსანიშნავია, რომ „იბერიელი მგლები“ წარმოადგენს ხრიდოლის ფდერაციის მეწინავე სადროშოს, მასში ნუკრი მჭედლიშვილის გარდა იმ დროისათვის კიდევ ხუთი მწვრთნელი ეწეოდა სამწვრთნელო მოღვაწეობას: მანუჩარ ბესელია, ლადო მეცხვარიშვილი, დავით ჩორგოლიანი, კახაბერ ქიტიაშვილი, თორნიკე ნიკოლაიშვილი.
იბერიელი მგლების შემდეგ დარჩენილი რვა პირველი ადგილი სხვადსხვა გუნდების წარმომადგენლებმა გაიყვეს. ოთხი პირველი ადგილი აიღო ხრიდოლის სადროშო „ხოგაის მინდმა“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ზურაბ ჩაჩანიძე და გიორგი კოკოშაშვილი.
ჩემპიონები გახდნენ: ლევან პეტრიაშვილი, ნიკა ლეკიაშვილი, ილია ლეკიაშვილი, გიორგი ლათიბაშვილი.
სამი გამარჯვებული ჰყავდა ხრიდოლის სადროშო ხვამლს: თორნიკე ხარანაული და გიორგი ყალაბეგაშვილი, გიორგი ბასილაშვილი ამ გუნდის დამფუძნებელს და მწვრთნელს წარმოადგენს ზაზა დავითულიანი.
ერთი ჩემპიონი ჰყავდა კარატეს ერთერთ გუნდს - ვანო გუჩუა.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის მონაწილეთა ნახევარზე ნაკლებს წარმოადგენდნენ ხრიდოლის მებრძოლები, მაინც 17 პირველი ადგილიდან 16 გამარჯვება ხრიდოლის მებრძოლებს დარჩათ.
კავკასიის მეორე ჩემპიონატი ქართულ კრივში2010 წლის 25 აპრილს დიღომში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა კავკასიის მეორე ჩემპიონატი ქართულ კრივშიპირველი კავკასიური ტურნირის შემდეგ ხრიდოლის ფედერაციამ გადაწყვიტა გაეგრძელებინა კავკასიური ტურნირის ტრადიცია ხელჩართულ ბრძოლაში „ქართული კრივის“ წესებით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო 2010 წლამდე ვეღარ მოახერხდა ტურნირის ჩატარება, ამიტომ წლევანდელი ტურნირი რიგით მეორეა.
შეჯიბრება ჩატარდა 25 აპრილს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში. შეჯიბრებას ორგანიზებას უწევდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაია „ხრიდოლი“ და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია.
წლევანდელ ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება ითქვას რომ გაორმაგდა. კავკასიის მეორე ჩემპიონატისთვის წინასაშეჯიბრო შერჩევაში მონაწოილეობა მიიღო 500 ზე მეტმა ხრიდოლიონმა. ფედრეაციის დაქვემდებარებაში მყოფი 18 ცენტრიდან, თერთმეტმა მოიპოვა ტურნირზრე მებრძოლთა გამოყვანის უფლება. თერთმეტიდან შვიდი ცენტრის მებრძოლებით წარმოადგენილი იყო სადროშო „იბერიელი მგლები“: "ხრიდოლის აკადემია", "მთაწმინდელები", "თეთრი გიორგი", "შავნაბადა", "ალავერდი", "ქურმუხი", "არშა".
თითო გუნდით იყო წარმოადგინილი ფედერაციის დანარჩენი ოთხი სადროშო: ხოგაის მინდი, ხვამლი, დიდგორი და თორი.
ხრიდოლის გუნდების გარდა შეჯიბრებაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან ისე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდა და ჩეჩნეთიდან. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩეჩნეთისა და სომხეთის გუნდები ვერ ჩამოვიდნენ, სამაგიეროდ ძალზე ძლიერი ნაკრებით იყო წარმოდგენილი აზერბაიჯანის გუნდი, რომელსაც თან ჩამოჰყვა აზერბაიჯანის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი რასიმ ეივაზოვი.
სანდას ფედერაციის გუნდი წარმოადგინეს: ფედერაციის პრეზიდენტებმა ოლეგ ფანჩულიძემ და ვიცე პრეზიდენტმა რეზო ზარნაძემ, სანდას ფედრაციას წარმოადგენდა აგრეთვე როლანდი ცნობილაძე. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს კლუბებმა: თბილისიდან, რუსთავიდან, ტყიბულიდან: „ვინჩუნი“, „ლოტოსი“ და ჯიუჯიცუს კლუბი „ბოკვერი“, საბოლოო ჯამში ასპარეზობაზე 150 მებრძოლი ჩაება ორთაბრძოლებში.
შეხვედრებმა ძალზე დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. მთლიანად ყველა ასაკობრივ ჯგუფში 38 მედალი გათამაშდა, აქედან 14 პირველი ადგილი და გუნდური თასი მოიპოვა სადროშო „იბერიელი მგლების“ ცენტრალურმა დარბაზმა, რომელიც „ხრიდოლის აკადემიის“ სახელს ატარებს.
ოთხ-ოთხი პირველი ადგილი დაიკავეს სადროშო „იბერიელი მგლების“ მეორე გუნდმა „შავნაბადამ“, სადროშო „ხოგაის მინდმა“ და აზერბაიჯანის ნაკრებმა, მაგრამ მეტი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების წყალობით მეორე ადგილი დაიკავა „ხოგაის მინდმა“, მესამე შედეგი აჩვენა აზერბაიჯანის ნაკრებმა.
საბოლოო ჯამში, ხრიდოლის სადროშოებს შორის 22 პირველი ადგილით საუკეთესო შედეგი აჩვენეს „იბერიელმა მგლებმა“, მეორე ადგილი დაიკავა „ხოგაის მინდმა“ 4 პირველი ადგილით, 2 პირველი ადგილით მესემე ადგილზე გავიდა სადროშო „თორი“ ერთი გამარჯვებული ჰყავდა სადროშო დიდგორს, ხვამლის წარმომადგენლებმა მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
„იბერიელი მგლების“ დასებიდან ჩემპიონები გახდნენ:
„ხრიდოლის აკადემიიდან“: ფარცხალაძე მიხა, გვიმრაძე ტარიელ, ნეფარიძე პაპუნა, ჭინჭარაული ვეფხია, გოგალაძე ბექა, ხუნდაძე რომან, ბუჩუკური ნიკოლოზ, ბარბაქაძე გოგიტა, ხიზანიშვილი საბა, რუსიტაშვილი გიორგი, ჯოჯუა ზურაბ, გიგა გელაშვილი, არჩილ კაპანაძე, ნიკოლაიშვილი ბაქარ, ავსაჯანიშვილი გიორგი.
დასი „შავნაბადა“: გერგეშელიძე გიორგი, ჭუმბურიძე საბა, ბახია გიორგი, ადამია ნიკოლოზ. დასი ქურმუხი: ელიზბარაშვილი სანდრო, ლომიძე გიგა, ინასარიძე გიორგი.
დასი თეთრი გიორგი - ლუარსაბიშვილი ოთარ,
სადროშო ხოგაის მინდიდან ჩემპიონები გახდნენ:
ჯანგვალაძე ნიკა, გოგოლაშვილი იოანე, ჟორჟოლიანი იმედო, შუბითიძე ბადრი,
სადროშო თორი: გუნდაძე დავით, ოქროპირიძე ომარ.
სადროშო დიდგორი: ზაალიშვილი დავით.
გუნდური მესამე ადგილი, ოთხი პირველი ადგილის ხარჯზე აზერბაიჯანის გუნდმა დაიკავა. ჩემპიონები გახდნენ: გასიმოვი მურად, ალილი ფარიზ, ჩირაგოვ ჯეიჰუნ, ვუგარ ქერიმოვ.
სამი ჩემპიონი ჰყავდა სანდას კლუბ რატის: ვაჩაძე ოთარ, ტურაშვილი გიორგი, გურგენიძე ტარიელ.
ერთი გამარჯვებული ჰყავდა ორთაბრძოლების კლუბ „ლოტოსს“ – მამაცაშვილი შალვა
ერთიც ჯიუჯიცუს - მზარეულაშვილი ავთანდილ.

პირველ სურათზე, უფროსი ასაკის მებრძოლები შეხვედრის დაწყებამდე. ბაქარ ნიკოლაიშვილი და მამუკა ჩიტაური.
მეორე სურათზე, ომარ ნაროზაული შეხვედრას ატარებს აზერბაიჯანელ კარატისტთან.

არჩილ კაპანაძე ხვდება ტაიკვანდოს წარმომადგენელს.

შუბითიძე - გელაშვილის შეხვედრა.

პირველ სურათზე ვალერი ღოლიჯაშვილი ჩხუბობს აზერბაიჯანელ მებრძოლთან
მეორე-მესამე სურათებზე მძიმეწონოსანთა შეხვედრა. ბანცური - ბაბუხადია
მესამე სურათზე: ბაბუხადია - ავსაჯანიშვილი

ორგანიზატორთა მიერ ტურნირის საუკეთესო მებრძოლად დასახელებული რომან ხუნდაძემ ზედიზედ ორი აზერბაიჯანელი მებრძლი დაამარცხა.