მოკლედ გადავხედე ამ წიგნს და ყველაფერი გასაგებია , ერთხელაც გადაუხვევ თემიდან და ამ კაცის წარმომავლობის შესახებ აღარ ღირს საუბარი. მეც მომბეზდა უკვე რა ყელში ამოვიდა. სხვებზე გვინდა თუ არა მოგვიწევს ამათი გადამკიდე პერიოდულად
პირდაპირ დავდებ ნაწყვეტ-ნაწყვეტ წიგნიდან ამოღებულს, თორე იმდენი მასალაა 350 გვერძე მეტი.
ჯერ იმით იწყება რო ბევრი ერი ცდილობს სტალინი თავისიანად წარმოეჩინათ , რუსული ვერსიით ის იმპერატორ ალექსანდე III ის თბილისში მოგზაურობისას მეფისნაცვლის სასახლეში ყოფნისას, როცა შეზარხოშებული იყო ერთი მოახლე გოგო მოეწონა და ჩაუწვინეს. როდესაც შემდეგში მეფის უკანონო შვილი დაიბადა, ის სასწრაფოდ დედამისთან ერთად წაიყვანეს გორში და ვინმე ბესო ჯუღაშვილს შერთეს ცოლად. ეს ვერსია ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას ალექსანდრე III საქართველოში მოგზაურობა 1888 წელს მოხდა, ამ დროს სოსო კი უკვე 9 წლის იყო.
ასევეა არსებობს პოლონური ვერსია მოგზაურ პრეჟევალსკიზე სრული სისულელეა.
სომხური ვერსია ეყრდნობა მარტო იმ ფაქტს , რომ მამამისი ბ. ჯუღაშვილი ოდესღაც მუშაობდა სომეხი მრეწველის ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში. ეს ვერსიაც არასწორია როცა ბესომ ადელხანოვის ქარხანაში დაიწყო მუშაობა სოსო უკვე 5 წლის იყო.
რაც შეეხება სტალინის ოსურ წარმოშობას , იგი დამყარებულია მარტო იმაზე, რომ ოდესღაც ჯუღაშვილთა გვარის ერთი შტო ცხოვრობდა სამაჩაბლოში. რომელსაც შემდგომში ეწოდა სამხრეთ ოსეთი.
სტალინის ოსობაზე მითქმა-მოთქმა და ჭორები ძირითადად გამოიწვია და წამოვიდა ა. რიბაკოვის (დედით ოსი) ყბადაღებულ წიგნში ,, არბატის შვილები'', სადაც წარმომავლობაზე მარტო ამას წერს: ,, დედა მკაცრი ქალი იყო, სუფთა წყლის ქართველი, მამა კი თითქოსდა, სამხრეთ ოსებისგან რომლებიც ცხოვრობდნენ გორის მაზრაში. მისი წინაპრები გაქართველდნენ, ბაბუამ ოსური ,,ევი'' თავის გვარში ,,ჯუღაევი'' შეცვალა ქართული ,,შვილით'', აი ასეთი მარტივი გზით გაჩნდა ჯუღაშვილთა გვარი . მას ამის გარდა მის ოსური წარმომავლობის დასამტკიცებლად არაფერი უწერია , არანაირი საარქივო მასალა ან დავთარი, რომელიც ყოვლად გამორიცხულია მებატონეთა რომელემი დავთარში არ აღრიცხულიყო. წიგნში ამის მერე დეტალურადაა ახსნილი და აღწერილი მისი მოღვაწეობა , აღზრდა, განათლება და ასშ.
(ტექსტის მიხედვით) რიბაკოვის ამ აბზაცში თითოეული სიტყვა ტყუილია. ჯერ არის და ეჭვით წერს ,, თითქოს-და სამხრეთ ოსებისგან'' იყოვო, შემდეგ წინადადებაში უკვე გადაწყვეტილად მიუთითებს, რომ მისი ,,წინაპრები გაქართველდნენ'' ბოლოს კი ,,მეცნიერულად '' ამტკიცებს , რომ მისმა ბაბუამ გვარის დაბოლოება ,,ევი'' შეცვალა ქართული ,,შვილით'' და ამრიგად შეიქმნა ქართული გვარი ჯუღაშვილი.
დავიწყოთ იმით რო არ არსებობს ერი სამხრეთ ოსებისა. ოსი -ოსია კავკასიონის სამხრეთით იცხოვრებს თუ ჩრდილოეთით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ , რომელიც საბჭოთა რუსეთმა ორჯონიკიძის მეშვეობით მისცა სამაჩაბლოში მცხოვრებ ოსებს, როგორც ,,საფასური'' ოთხი აჯანყებისთვის საქ დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ოსთა გვარის დაბოლოება არის არა ,,ევი'' და არამედ ,,თი'' გვარის დაბოლოება ,,ევ'' და ,,ოვ'' არის სუფთა წყლის რუსიციზმი, რომელიც ოსებში გავრცელდა XIX საუკუნეში, მათ შორის ქართველებშიც, ციციანოვი, ბარათოვი დჟავახოვი.
ა. რიბაკოვის ლოგიკას რო მივყვეთ გვარის ეტიმოლოგია მიგვიყვანს არა მარტო სამხრეთ ოსეთში , არამედ ყაზახეთშიც და უზბეკეთშიც. რადგანაც შუა აზიაშიც ზუსტად ასე მოხდა გვარებზე ოვის დამატება და დღევანდელ შუა აზიელებს , ოსებთან გვარის ზუსტად მსგავსების 40 % აქვთ. აგაევი, კუნაევი, ბელდაევი, და სხვა.
ქართველ მეცნიერთაგან ყველაზე სრულად ჯუღაშვილების გვარის წარმოშობა აღწერილი აქვს ივანე ჯავახიშვილს 1939 წელს თავის ნაშრომში , რომლის ქართული და რუსული ვარიანტის ავტორისეული ვერსია ინახება საქ პატარქივში- ფონდი-8, აღწერა-14, საქმე 147, ფ 1-16
ჯავახიშვილის ნაშრომის იდენტურია საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ნაშრომებიც, ლასლო ბელადი და ტომას კრაუსის წიგნში სტალინი, მოსკოვი 1989 წ გვ. 15 (რუსულ ენაზე) რ. ტაკერი სტალინი, გზა ძალაუფლებისაკენ გვ 76.
სიღნაღის რაიონში ძველ ქიაიყში დღესაც არის ძლიერი სოფელი ჯუგაანი. რომლის სახელიც დაედო ჯუღაშვილთა გვარს. კახეთის სამეფოს მე-18 საუკუნის დასაწყისის აღწერის მიხედვით, ჯუღაშვილთა გვარი აღნიშნულია სოფლებში ჯუგაანი, მატაანი, მარილისი.
სოფელ მარილისის აღწერაში მითითებულნი არიან ბერო ჯუღაშვილი და მისი ძმა დიაკვანი გრიგოლი, ამრიგად დოკუმენტურად დგინდება ჯუღაშვილთა გვარის არსებობა 18 საუკუნის დასაწყისში.
ძმები ბერო და გრიგოლი იყვნენ თავისუფალი მოლაშქრეები, რომლებმაც არაერთხელ გამოიჩინეს თავი მტერთან ბრძოლაში. ერთი მათგანი, ბეროს სახელი გახდა საფუძველი ახალი გვარის, ბერიშვილების გვარის წარმოსობისა.
სოფელ ჯუგაანში წმინდა გიორგის ეკლესიაში დავთრებში და აღაპებში დაფიქსირებულია , ვახტანგ VI მიერ ეკლესიის აღდგენის დროს , სოფელში მცხოვრები და მასში მონაწილე ერთ-ერთი მჭედელი იორდანე ჯუღაშვილი.
მე-18 საუკუნეში ლეკთა კახეთზე ხშირი თარეშის გამო, თავდასხმები აიძულებდა ხალხს თავშესაფარი ეძებათ ქართლის შიდა რაიონებში. სწორედ ამ პერიოდში ჯუღაშვილთა გვარის ერთი ნაწილი აღმოჩნდა სამაჩაბლოში.
სამაჩაბლოში ჯუღაშვილები დასახლდნენ დიდი ლიახვის მაღალმთიან სოფელ გერში, ჯუღაშვილთა გვარის ცხოვრება გერში დამოწმებულია არაერთი დოკუმენტით, ნინა წიკლაური- ჯუღაშვილი თავის მოგონებებში წერს: ,, ჩემი შვილი გიორგი ჯუღაშვილი ამბობდა, რომ მისი წინაპრები გადმოსული არიან სოფელ გერიდან, გადმოსახლებულები სოფელ დიდ ლილოში''
ალექსანდრე ჯუღაშვილი წერს: ,, წინაპრები ცხოვრობდნენ სოფელ გერში გორის მაზრა ლიახვის ხეობა,ამ ხეობის სხვა გლეხებთან ერთად ისინიც თავად მაცაბლი ყმები იყვნენ.''
თვით ი. სტალინის დედა ე. გელაძე იგონებს; , ჩემი მეუღლის სიტყვით , მათი წინაპრები გერიდან იყვნენ''
1861 წელს ბატონ-ყმობის გაუქმების შედეგად , უფრო აქტიურად გაჩაღდა და მასიური ხასიათი მიიღო ბრძოლამ სამაჩაბლოს მთიანეთში ოსების მიერ, მიწების მისაკუთრების გამო, ხშირი იყო სოფლებზე დაცემა , სახლების გადაწვა ყაჩაღობა და ასშ.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში გვარის უფროსმა ზაზა ჯუღაშვილმა თხოვნით მიმართა თავად მაჩაბელს, ჩაებარებინა ჯუღაშვილის ადგილ-მამული სოფელ გერში და მათვის მიეცა სამაგიერო ქართლის ბარში.
მაჩაბელმა ეს თხოვნა შეუსრულა და ივანე ჯუღაშვილს მისცა სამოსახლო სოფელ დიდ-ლილოში.
ი.სტალინის დედა ეკატერინე გელაძე წერს: ,,სოფელ გერში მცხოვრებლებს ძლიერ ავიწროებდნენ ოსები, იყო დიდი სისხლისღვრაც, სანამ მაჩაბელმა არ დააკმატოფილა მათი თხოვნა და არ დაასახლა ჯუღაშვილის ოჯახი სოფელ დიდ ლილოში.''
სოფელ დიდ ლილოში დასახლდა ივანე ჯუღაშვილი , რომელსაც სოფლის აღმოსავლეთ განაპირა უბანში გამოეყო ადგილი , დასახლების ნებართვის ფული გადაუხადა თავადმა მაჩაბელმა, დიდი ლილოს სოფლის მამასხლისის გერმანე სონღულაშვილის დავთარში გატარებული არიან ქართველებად, ივანემ ააშენა თავის ადგილზე მიწური სახლი . აქ დაიბადა მისი ორი ვაჟი გიორგი და ბესარიონი (ბესო)
ივანე ჯუღაშვილს ქონდა სახნავ-სათესი მიწა, მცირე ბაღი და ვენახი. ურმით დადიოდა თბილისში სავაჭროდ, ერთ სარამოს გზაში დაყაჩაღებულ იქნა წაართვეს თუ რამ გააჩნდა , თვით ივანე მოკლეს.
მამის დაღუპვის შემდეგ ძმებმა გიორგიმ და ბესომ მემკვიდრეობა გაიყვეს, გიორგი მანგლისში წავიდა და იქ გახსნა სამიკიტნო, შემდგომსი მასაც მამის ბედი ეწია , ყაჩაღებმა გაზარცვეს სამიკიტნო გიორგი მოკლეს.
ბესო თბილისში ჩამოვიდა , მიეკედლა ხაზართა საამქროს სადაც შეისწავლა ხელობა. იმ პერიოდში გორში ოსეპ აბრამოვმა გახსნა სახარატო სახელოსნო, ჩამოიყვანა თბილისიდან 30 ხელოსანი, მათ შორის ბესოც.
გორში დაქორწინდა იგი ეკატერინე გიორგის ასულ გელაძეზე, მამამისი იყო მეთუნე თავად ამილახვრის ყმა.
ბესოს და კეკეს ქორწილში მეჯვარეებად იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხა ციხითარაშვილი. პირველი შვილი მათ შეეძინათ გიორგი ერთი წლის მერე ბავშვი გარდაეცვალათ, დაებადათ მეორე ვაჟიც მიხეილი მონათვლაც ვერ მოასწრეს ორი კვირის თავზე გარდაეცვალათ. 1879 წლის 21 დეკემბერს შეეძინათ იოსები

5 წლის ასაკში დაავადდა ყვავილით და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, თუმცა ავადმყოფობამ ჭორფლიანი დატოვა. შემდეგში იატაკქვეშეთში ყოფნის დროს მეტსახელი იყო ჭორფლიანა.
თვითონ ოჯახი გორში ცხოვრობდნენ მღვდელ ჩარკვიანის სახლში,რომლის ორი ვაჟი სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, სწორედ კეკეს თხოვნის შემდეგ მოაწყო მღვდელმა ჩარკვიანმა სოსო სემინარიაში.
1885 წელს ბესომ დატოვა ოჯახი გორში და გადავიდა თბილისში , სადაც მუშაობა დაიწყო ადელხანოვის ფაბრიკაში.
ა. რიბაკოვი წერს რო ბესო მძიმედ დაუჭრიათ თელავში სამიკიტნოში მომხდარი ჩხუბის დროს, რომლის შემდეგაც იგი გადაუყვანიათ საავადმყოფოში სადაც გარდაიცვალა კიდეც 1890 წელს, საზოგადოდ ხალხშიც ასეა მიღებული სტალინის მამის გარდაცვალების ამბავი.
რაც არ წარმოადგენს სიმართლეს და უამრავი ფაქტით დასტურდება, შაქრო მამულაშვილის მოგონებებში ნათქვამია , 1905 წლის რევოლუციის წლებში, ბესოს ერთმა ამხანაგმა, ხელოსანმა ვანომ , თბილისიდან ამბავი ჩამიტანა, რომ ბესო თბილისში გარდაიცვალა და იქაა დაკრძალული.
სოფელ დიდი ლილოს მამასახლისი გოგლა ტაბუცაზე და გადასახადების ამკრეფი ნიკო თინაშვილი იგონებენ; მიუხედავად იმისა რო ბესო წასული იყო ჩვენი სიფლიდან იგი კვლავ ითვლებოდა ჩვენს საზოგადოებაში. ბესო ყოველ წლიურად იხდიდა სოფლის გადასახადს. შემდეგ კი აღარ გადაუხდია და დავალიანება დაუგროვდა რამოდენიმე წლის,
ნიკო თინაშვილის მონაცემებით 12 მანეთი 4 წლის განმავლობაში. როდესაც ნიკო თინაშვილმა იპოვა ბესო თბილისში მან გადახდაზე უარი განაცხადა და თქვა,, ჩემო ბიჭი 18 წლის არის და ის გადაგიხდითო, მაგრამ ბესოს შვილმაც უარი თქვა გადახდაზე, მაშინ თინაშვილმა მიმართა მაზრის უფროს თავად ჯანდიერს, მან გააგზავნა ჩაფრები და იოსები მოიყვანეს. მან განაცხადა რო ფული არ ქონდა გადაეხადა, მაშინ მას წაართვეს პალტო და უთხრეს , როდესაც ფულა მოიტან მაშინ მიიღებო. მეორედრეს მოიტანა 7 მანეთი და მიიღო თავისი პალტო. 1897 წლის 28 იანვალი.კიდე უამრავი მასალებიდან ირკვევა ბესო ცოცხალი იყო.
საარქივი მასალები ადასტურებენ , რომ თბილისის მიხეილის საავადმყოფოსი(ამჟამად ქალაქის მე-5 საავადმყოფო) 1909 7 აგვისტოს თავად მივიდა ავადმყოფი ბესო ჯუღაშვილი, მასალებში წერია ეროვნებით ქართველი, ასაკით 55 წლის, დაბადების ადგილი, თბილისის გუბერნიის, თბილისის მაზრის სოფელი ლილო. წერა-კითხვის უცოდინარი, თბილისში საცხოვებელიადგილი, მე-3 უბანი, ღამის თავშესაფარი, ხელობით ხარაზი. დოკუმენტები ფული არა აქვს, გარდაიცვალა 1909 წლის 12 აგვისტოს.
1909 წელს საავადმყოფოს კანტორამ, თბილისის მაზრის უფროს გაუფზავნა წერილი 1909 15 აგვისტოს, რო გარდაიცვალა ბესო ჯუღაშვილი. ადმინისტრაცია მოითხოვს რო ბესო ჯუღაშვილზე დახარჯული 7 მანეთი, 90 კაპ, აქედან 4 მანეთი მკურნალობის და 3მან 90კპ, უნდა იქნას გადარიცხული თბილისის ხაზინაში.
ასევე შემონახულია გაკვეთის ოქმი, ორი ექიმ პათოლოგმანტის იაკობ ემელიანის და გრიგოლ მარტინის ძე მარქარიანის მიერ.
ცნობილია რო თვითონ სტალინი ამაყობდა თავისი ქართული წარმოშობით და არაერთხელ აღუნიშნავს, რუზველტთან, ჩერჩილთან, დეგოლთან შეხვედრისას.
არსებობს დოკუმენტი 1931 წლის : ეს არის მოსკოვის ზამოსკვორეჩიეს რაიონული პარტკონფერენციის დელეგატის ანკეტა, სადაც სტალინი წერს რო ეროვნებით ქართველია. ხოლო მშობლიური ენაა რუსული.
მოკლედ გვინდა თუ არ გვინდა ეს ტირანი ბიჭუნა ქართველი იყო. აუ რამდენი დავწერე კარგი ნაშრომი გამოვიდოდა
ვსო მე მეტი ხელის გამტოკებელი არა ვარ.
This post has been edited by roko-toko on 19 Jul 2010, 12:52