#23723799 · 29 Jan 2011, 23:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავალიანი ყოჩაღ.გულიანად იჭიდავა და დამსახურებულადაც მოიგო.ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ქართული ძიუდო რომ მკვდარი იყო კი ვიცოდი,მაგრამ რაც დღეს ვნახე ასეთ დაბალი დონის ტურნირზე ჩვენი მოჭიდავეების ასეთი უსუსური გამოსვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო.თითონ მოჭიდავეები ხომ უჯიგროდ ჭიდაობდნენ,არანაირი ჟინი და თავდადება მათ ჭიდაობაში არ იგრძნობოდა.წაგებას ისე მშვიდად და უემოციოდ ხვდებიან,როგორც ზოგადად ამ ქვეყნის მცხოვრებთ დამარცხებულის და უიმედოს მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ,ისეთივე წაგებულის და გაფარჩაკებული ადამიანის ხასიათი ჩამოუყალიბდათ ჩვენს მოჭიდავეებს.არც საკუთარი თავის და არც საკუთარი მაყურებლის პატივისცემა არ გააჩნიათ.გამარჯვება მხოლოდ ისეთი თავდადების ხარჯზე მოდის,როგორც ბაქოს ტურნირზე სრულიად ახალგაზრდა იაპონელმა ძიუდოისტმა-ნაკაიმ გამოავლინა,რომელიც არ ეგუებოდა წაგებას და ხელმოტეხილმა იჭიდავა. მოჭიდავეებს თავიანთი გაჭირვება ჰყოფნით,თავიანთი საუკეთესო წლები ვიღაცების კინკლაობის გამო ქარს უნდა გაატანონ.ადრე თითქოს ხაბულიან-ხაბარელის პირადი შუღლი და დაპირისპირება არ კმაროდა,რამაც უდიდესი როლი ითამაშა დღევანდელი გულისამრევი სიტუაციის შექმნისთვის და ახლა ვარძელაშვილ-ლიპარტელიანის მხარე აშკარად უპირისპირდება ნაცვლიშვილ-ზაიზენბახერსი მხარეს,ან შეიძლება პირიქითაც იყოს,ესენი უპირისპირდებიან.არადა არ დამთავრდა ბინძური ურთიერთობები.გასაკვირიც არ უნდა იყოს სადაც ვარძელაშვილი და მინისტრის სავარზელსი იქნება იქ უკეთესობის იმედი არცუნდა გვქონდეს,იგივე სეიძლება ითქვას ნაცვლიშვილზე და საინტერესოა რა წარსულის დიდი სპორტული დამსახურებისთვის ჩააბარეს ამ ორ ადამიანს ქართული სპორტი.ვარძელაშვილი ისეა სპორტთან,როგორც მე ჩინურთან,მე ჩინურს ენას პატივს მაინც ვცემ და შეურაცყოფას არ მივაყენებ და ამან კიდევ გააბახა ქართული სპორტი.შეიძლება კმარაში რამე გესმოდათ და ამიტომაც ხართ თქვენ და ნამგალაური დღეს დაკავებულ თანამდებობებზე,,მაგრამ სპორტი კმარა და ინტრიგანობა არ არის.თქვენ ისევ იმ ძველი მეთოდებით გინდათ მართოთ ქართული სპორტი,რომელიც კმარადან გადმოგყვათ,მაგრამ თქვენ ადგილი შეგეშალათ,ეს კმარა არაა.სპორტი და კერძოდ ჭიდაობა ცხოვრების ჯანსაღი სტილის და რაინდული სულის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა და სანამ თქვენ ამ დარგის ხელმძღვენელები იქნებით,თქვენსა და სპორცმენებს შორის ყოველთვის ანტაგონისტური დამოკიდებულება იქნება.ბატონო ლადო:მიმიფურთხებია ყველა იმ მოჭიდავითვის,რომელიც თქვენს მიერ სასტუმრო ბატესტაში მოწყობილ შეხვედრაზე,თქვენგან მათი მეგობრის მიმართ დაუმსახურებელი და ზღვარგადასული ლანძღვა მოისმინა და იმის მერე თქვენთან ერთობის მოსურნე იყოს.მაგრამ ამ გაუბედურებულ და დაქცეულ ქვეყანაში,თქვენ ვისაც გგონიათ რომ ხართ ზლიერნი ამა სოფლისანი,საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ,თორემ თქვენც და იქ მყოფმა ყველამ ხომ იცის რომ თქვენ იმ ბიჭის ფეხის ნაბანიც არ ხართ.. ამ ქართველმა მწვრთნელებმა კიდევ გადამრიეს დღეს:დაუჯდებიან თავიანთ მოსწავლეებს და ვერანაირ მითითებას ვერ აძლევენ,(თუმცა რა უნდა უჯიკონ,თითონ საჯიკებელი არიან) და ერთადერთი რასაც გაიზახოდნენ ეს იყო დაიღალა უნდა გამაგრდეო. ასეთ სიტუაციაში ძაღლისშვილი ვიყო თუ გულით არ მეცოდებოდნენ ჩვენი მოჭიდავეები.
--------------------
კაპიტალისტი თავად მოგყიდის თავის ჩამოსახრჩობ თოკს. - სტალინი რომის პაპი? განა რამდენ დივიზიას ფლობს იგი? - სტალინი მოკვდი და არ უკუიქცე. - სტალინი საბჭოთა არმიაში უკანდახევას მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე შეტევას. - სტალინი
|