ყოჩაღ ბიჭებს ყველაზე მეტად გოგოჭურის და ჭრიკიშვილის გამარჯვება გამიხარდა, ნამდვილად დროული იყო და გამარჯვების გემოს გაგება უფრო მოაფერიანებთ.
განსაკუთრებით წაადგება გოგოჭურს, რიგი მიზეზების გამო საკმაოდ დაიჩაგრა  და ბევრ რამეში არ გაუმართლა კიდეც,  ამ მოგებით კი მსოფლიოზე წასვლა თითქმის გაინაღდა, შეთანხმება ასეთი იყო პიტერასთან.
შეიძლება ეხლა სუბიექტურიც ვარ მარა, ორივე თანაბარ ფორმაში მყოფი ლიპო და გოგოჭური რო აჭიდაო, არაა ლიპარტელიანი მომგები. ამას ვიძახი მათი ჭიდაობის სტილის , მანერის გათვალისწინებით, გოგოჭური ფიზიკურად უფრო ძლიერია, სასწაულად ძლიერი ხელები აქვს, გამძლეობაზეც არანაირი პრობლემა არა აქვს, ილეთების მრავალფეროვნებითაც ჯობია, თითქმის ყველაფერი ეხერხება, კისრული გინდა, მოგვერდი , მაჯებიდან წამოკიდება თუ გარე ფეხი. უბრალოდ საჭირო ყურადღება აქვს მისაქცევი და მარტო ლიპოზე ან პირველ ნომერზე გადართვა არ შეიძლება. რითიც მოიკოჭლებს ნაკლები გამოცდილება აქვს საერთაშორისო ტურნირებზე. 
ყოჩაღ თან საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო რანდალს, საკმაოდ ძლიერი ბიჭია როტერდამის მსოფლიოზე ჯარჯის მოუგო მეორე შეხვედრა, ეხლანდელ სტამბოლის ევროპაზეც ლიპომ ძლივს მოუგო ჰანტეიზე. ის რუსიც არ იყო ხელწამოსაკრავი პესანას მოუგო.
http://www.youtube.com/watch?v=ziapbQt27EQ...player_embeddedეხლა ეს მოგება კი გარკვეულ კონკურენციას უეჭველი გააჩენს წონაში , რაც ნამდვილად წაგვადგება. 
 
   
   
 





 This post has been edited by roko-toko on 6 Jun 2011, 11:58
 This post has been edited by roko-toko on 6 Jun 2011, 11:58  “Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.