მადლობა, ლევან ამ სიხარულისთვის რაც ჩვენ გვაჩუქე.....
მე რაც შემეძლო, როგორც მთიულს, რომელსაც ყველა შენი წარმატება მახარებს, ვერ დავიძინე რომ რაღაც ჩემებური (მთიულები ხშირად ლექსად ვამბობთ ხოლმე სათქმელს) არ დავწერე... ყანწით დალეულ ჟიპიტაურზე.. ასე ქვია ამ ... ლექსი სავარაუდოდ პრეტენზიული იქნება და...ამას...

))
დიდი იმედები მქონდა, რომ დაიწყო ჰაცუ ბაშო,
გული რაღაცას მიგრძნობდა-ბევრი რომ არ ვითამ,აშო
პირველი დღე- შოდაისთან
არც ვიცინი არც ვტირი
უკვე ბედნიერი ვარ -ეგეც იორიკირი.
მეორე დღეს სუფრაზე მაქვს თან ხაში და თან ლავაში
დოჰიოზე გაგორდება ლევანისგან არავაში.
მესამე დღესაც იორიკირით იაპონელმაც ფეხი გაშვირა
ოკინოუმი იყო ამჯერად, თანაც მეხუთე მაეგაშირა.
მეოთხე დღეს გაურთულეს და ოძეკი შეხვდა ტოჩის,
ცუკიოტოშით იგებს და იახლოვებს კაჩი-კოშის.
ოთხი ბრძოლა კი მოვიგეთ მაგრამ მთელი გზა წინ იდო
მეხუთე დღეს შეახვედრეს კვლავ ოძეკი-გოეიდო.
დილიდან ვნერვიულობდი არ გამიღო დანამ პირი,
გოეიდო გადადგა და კიდევ ერთი იორიკირი.
მეექვსე დღეს ისევ იგებს და გიოძი რო ყვიროდა
კომუსუბი მიაბრძანა ჩვენმა ტოჩიმ დოჰიოდან,.
აქამდე ვისაც მოგწონდათ, ცოტა უნდა ავურიო
მეშვიდე დღეს დაამარცხებს ის მონღოლი კაკურიუ,
და აი, დადგა ნაკაბი, ნაკაბი-ეს მერვე დღეა
იოშიკაძეს მოუგებს მე კი არც გამკვირვბია
მერვე ბრძოლა რომ მოიგო სეკივაკეს რომ ეკვეთა
სუმოს მამებს და მონღოლებს მემგონი ცოტა ემცხეთა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
უკვე კაჩი-კოშია და კარგ ხასიათზე გვაყენებს
კოტოშოგიკუს ლევანი,, ასე ვთქვათ გადააყენებს))))) (იორიკირი იგულისხმება)
ცუკიოტოში ისე დახატა რომ არ დასჭირდა მოლბერტი, ფუნჯი
თუ არ გინახავთ გირჩვთ რომ ნახოთ როგორ ათრია ტაკარაფუჯი.
აი, ისევ სეკივაკე გასქელებული გავაში,
ისევ იორიკირი და გადადგმული ტამავაში.
მეცმეტე დღე არი და ძლივს უშოვეს მას საკბილო,
ტიკჭორასავით გადადგა მან ორასთხუთმეტი კილო.
დღევანდელზე რა უნდა ვთქვა,,,, ყველა ვხარობთ,, ვერა ვაკე....
შემდეგ ბანძუკეში ვნახავთ რომ გამხდარხარ სეკივაკე.
This post has been edited by winters on 27 Jan 2018, 23:15