შრომა საკუთარ თავზე თუ არ ვისწავლეთ, არაფერი გამოვა.
სუმოისტს ისეთი რეჟიმი აქვს და იმდენი თვალი ამოწმებს, რომ რეჟიმი არ დაარღვიოს, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ დაარღვევს.
აგერ შედეგიც!
ურეკიდან მატარებლით მოვდიოდი ერთხელ(ისევ ძველი - ჩინურები იყო მაშინ, 2 სართულიანები არ იყო ჯერ შემოყვანილი).
ლანჩხუთის ,,გურია" -ს ფეხბურთელები ჩაგვისვეს გზაში, ლანჩხუთში დამთავრებული მორიგი თამაშის შემდეგ, 12 კაცამდე.
ამოიტანეს ლუდი და გასკდნენ სმით.
ტუალეტში ვეღარ შეხვიდოდი, იმდენს ეწეოდნენ შიგ სიგარეტს.
ისე დათვრნენ, რომ ლეგიონერები იყვნენ ორნი, უკრაინელები თუ ბელორუსები, აღარ მახსოვს, სამტრედიაში თუ რიონის სადგურში
უნდა ჩამოსულიყვნენ კოპიტნარიდან გასაფრენად სამშობლოში, ის დაავიწდათ. ხაშურში რომ გაახსენდათ, გუნდის უფროსს დაურეკეს და
თბილისის აეროპორტში გადაატანინეს ბილეთები ამათთვის.
ყვირილი და სირბილი ვაგონში, გინება.
იმას შეგაზიზღებენ ადამიანს, რომ შენც ადამიანი გქვია.
ინტელექტი - 0, ზრდილობაც - 0.
არადა, სპორსტმენს ინტელექტის გარეშე, რაიმეს მიაღწიოს სპორტში და სპორტისათვის თავისდანებების შემდეგ ცხოვრებაში, უნახევრდება ამისი შანსი.
თუ გახსოვთ, იაპონიაში ჩვენი ძიუდოისტები რომ იყვნენ შეკრებაზე, რომელიღაც უნივერსიტეტის კომპლექსში.
დებოშისა და ხმაურის გამო რომ გამოაძევეს იქიდან.
ეგ იცის ზუსტად 21-ე საუკუნეში რომ ისევ ,,ძველბიჭობა", ჩაცუცქული პირები და ჩვენი ე.წ. ,,ბომონდი" რომაა ყველასათვის მისაბაძი.
ამ დროს ერთეული მეცნიერები და ინტელექტუალები კი სადღაც არსებობენ თავისთვის ყველასაგან მივიწყებულნი.
წიგნის ხელში დაჭერა რომ ეზარება ყველას.