გმადლობ ვიდეოსთვის.

გუსტას რესპექტ. არ მეგონა მაგდენს თუ შესძლებდა. მუშტი-კრივში ჯობდა, თუმცა ლოუ-კიკებში დაიჩაგრა. ასევე უფრო მეტი მოძრაობის გამო დაიღალა კიდეც,
თუ კარდიოს გააუმჯობესებს კარგი იქნება. ასევე აკლდა აგრესია და თავდაჯერებულობა, ბევრი კონტრშეტევა შეწყვიტა იმის მაგივრად რომ გაეგრძელებინა.
როგორც ჩანს თავიდანვე ძალზედ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, არადა რამდენიმე შანსი გაუშვა. რამდენიმე მომენტში ჯონსი თავს გვერდზე ცუდად წევდა და წესით ამას ფეხი უნდა დაეყოლებინა, მაგრამ ფეხი გუსტას კოზირი არის როგორც ჩანს.
მაინც კარგია რომ ამ წონაში რაღაც გამოჩნდა, თუნდაც საჭორაო. თუ გუსტამ გამოასწორა შეცდომები ვფიქრობ შანსი ექნება.
ასევე მაინტერესებს ფილ-დევისი რას გაახერხებს ჯონსთან.
ჰო მართლა, ტიტის ტაკებას არ მივესალმები და კარგი იქნება თუ რამე საჯარიმოს დააწესებენ იმიტომ რომ უკვე იშვიათობა აღარ არის, და რაღაც მოუხშირეს ამ ბოლო დროს...
28.02.2025 - ახალი ქვეყანა დაარსდა. სახელად აშუშუ!!!