http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/t...i-erthveba.htmlიქნება პირველი მედალი? საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვლი ერთვება20 მარტს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და დებიუტანტი გიორგი ედიშერაშვილი (55) ჭიდაობენ.
გუშინდელისა არ იყოს, მასპინძლებს ახლაც ცუდი წილისყრა ერგოთ - კვლავაც ფავორიტთა ანუ აზერბაიჯანელთა და რუსთა გარემოცვაში არიან, რომლებსაც თურქი და კიდევ სხვა ძლიერი სკოლების წარმომადგენლებიც ემატებიან.
ედიშერაშვილი პირველ წრეში სულაც აზერბაიჯანელ იაშარ ალიევს ხვდება, რომელიც წლეულს დოგუს მემორიალზე ასევე მესამე იყო.
ბადის ამავე ნახევარშია რუსი არტემ გებეკოვიც. ხინჩეგაშვილი მეორე წრიდან იწყებს გამოსვლას - ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს შეხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი უნგრელ იოზეფ მოლნარსა და აზერბაჯანელ გაჯი ალიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ალიევიც დოგუს წლევანდელი მესამე პრიზიორია, შარშან კი ბაქოში "ოქროს დიდი პრიზი" მოიგო.
ვფიქრობთ, ის არაა დაუძლეველი ზღუდე, ნახევარფინალში ხინჩეგაშვილის სავარაუდო მეტოქეთა შპორის კი რუსთა ტუვინი ორგზის ევროპის ჩემპიონი ოპან სატიცაა.
გიორგი ედიშერაშვილი (55)
დაიბადა: 1988-03-17, თბილისი
მწვრთნელები: ლერი ძაგანია, დავით ხურცია
ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში (2005); კარტოზია-ბალავაძის ტურნირის გამარჯვებული (2011); "ოქროს დიდი პრიზის" მეორე (2011) და მესამე (2012) პრიზიორი; იაშარ დოგუს მემორიალის მესამე პრიზიორი (2013).
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60)
დაიბადა: 1991-04-18, გორი
მწვრთნელი: ნუგზარ სხირელი
ევროპისა (2011) და ოლიმპიადის (2012) ვიცე-ჩემპიონი; ახალგაზრდებში ევროპისა (2008, 2011) და მსოფლიოს (2010, 2011) ორ-ორგზის ჩემპიონი; ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი (2008); არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
მიმაგრებული სურათი