http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/d...erspeqtiva.htmlთან კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ბევრი უცხოელი ლიდერი არ იასპარეზებს.
60 კგ.
მაგალითად, ამ წონაში პაპინაშვილს რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი უსწრებს, მაგრამ ის არ ჭიდაობს.
ასევე არ იქნება რუსთა მეორე ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი, ვისთანაც ჩვენებური კარიერაში ოთხჯერვე დამარცხდა. ამდენად, გალსტიანის არყოფნაში პაპინაშვილი ბუდაპეშტში პირველ ნომრად იქნება განთესილი.
საევროპო გუნდში ბეთქილ შუკვანიც (თუმცა როგორც ამბობენ, ამ ბიჭის საქმე სულაც გაურკვეველია) რომ მოხვედრილიყო, მაშინ მეორე ნომერი იქნებოდა, რადგან ევროპულ რეიტინგში მეოთხეა.
ახლა ბუდაპეშტში მეორე ნომრად ფრანგი ევროპის ექსჩემპიონი სოფიან მილუ იქნება, მესამედ - ავსტრიელი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ლუდვიგ პაიშერი.
თუმცა ამათ ჯერ ნახევარფინალში ერთმანეთთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, ჩვენებურს კი ფინალამდე ვერ შეხვდებიან.
პაპინაშვილს ნახევარფინალში ებრაელი არტიომ არშანსკი ელოდება, ან მისი არგამოსვლის შემთხვევაში - ბრიტანელი ეშლი მაკენზი (ცხადია, ისინი მანამდე თუ არ წააგებენ). პაპინაშვილი არშანსკის ერთხელ შეხვდა და მოუგო, მაკენზისთან კი სამი ბრძოლიდან ბოლო ორში იმარჯვა.
66 კგ.
ფინალამდე ვერც შავდათუაშვილი შეხვდება ლაროსეს, ნახევარფინალში კი შეიძლება, ძველ ნაცნობს, ებრაელ გოლან პოლაცკის გადაეყაროს. თუ ესეც დაისვენებს, მაშინ მისი გზა ისევ მასპინძელ მიკლოშ უნგვართან გადაიკვეთება.
ოღონდ ამ წონაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთი საყურადღებო გარემოება - აქ ამოინაცვლა უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ქართველმა ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ.
ახალ წონაში მან მხოლოდ ორგან იასპარეზა და ორივე ტურნირი მოიგო - ვარშავაში და სამსუნში, თუმცა ჯერ მაღალი რეიტინგი არ აქვს.
რაც ამ წონაში ევროპაზე გამომსვლელთა თუ დამსვენებელთა სიები ვიცით, მისი მიხედვით ზანთარაია მეცხრეა ანუ განუთესავებში იქნება, ამ შემთხვევაში კი ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეხვდეს შავდათუაშვილს.
73 კგ.
რეხვიაშვილის წინ მდგომი ევროპული ხუთეულიდან რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი მანსურ ისაევი და ფრანგი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი უგო ლეგრანი არ ჭიდაობენ, რის გამოც ჩვენებური მეოთხე ხდება ანუ ნახევარფინალში ჰოლანდიელ მსოფლიოს ორგზის და ევროპისა ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტზე გადის.
იმ შემთხვევაში, თუ არც ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი დირკ ვან ტიხელტი გამოვა, მაშინ რეხვიაშვილი მესამე გახდება და რუს მურად კოძოკოვზე გავა, მისთვის კი რომელი ვარიანტი ჯობია, თავად განსაჯეთ.
ცოტა ძნელია ტატალაშვილის შანსებზე საუბარი, რადგან მას ძლიერებთან უფრო ადრე მოუწევს პაექრობა.
81 კგ.
ჭრიკიშვილს გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფი და რუსი მურატ ხაბაჩიროვი ფინალამდე ასცდებიან, განთესილთაგან კი ნახევარფინალში მეორე რუსს - ივან ვორობიოვს შეიძლება შეხვდეს.
ამ წონაში რუსთა ლიდერი მაინც სხვები არიან და არა - ვორობიოვი, რომელსაც ჯერ გამოცდილებაც აკლია.
ჭრიკიშვილი მას ორჯერ შეხვდა და ერთხელ მოუგო. წიკლაური განთესილთა შორის ვერ მოხვდება და თავიდან ბოლომდე მედგრად უნდა იბრძოლოს.
90 კგ.
პირველი ადგილის დამსახურებით, ლიპარტელიანი ფინალამდე ასცდება ილიას ილიადისს და რუსთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, მისთვის უხერხულ კირილ დენისოვს.
ლოგიკით, ესენი ნახევარფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ჩვენებურს კი იმ ეტაპზე მეორე რუსი - კირილ ვოპროსოვი ელოდება.
ვფიქრობ, ქართველმა მას უკვე მოუძებნა გასაღები - შარშან ჩელიაბინსკში ევროპის პირველობის ფინალში ისე დამაჯერებლად მოუგო, იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა და პირად შეხვედრებში ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.
100 კგ.
სამწუხაროდ, ამ წონაში განთესვაზე ზედმეტია ლაპარაკი. აქ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ და ვიზრუნოთ ქულების მოპოვებაზე, მაგრამ კადრები?
+100 კგ.
ოქრუაშვილი ევროპელთა შორის რეიტინგით მესამე კია, მაგრამ მეორე ნომრად მყოფი რუსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ალექსანდრ მიხაილინი ბუდაპეშტში არ იქნება.
ამდენად, მეორე ნომრად ოქრუაშვილი განითესება ანუ ნახევარფინალში მისთვის უხერხული მეტოქე, გერმანელი ანდრეას ტოლცერი დაეჯახება...
მთლად კარგი პერსპექტივა არც ესაა, თუმცა ფრანგ ტედი რინერიზე უკეთესი ვარიანტი ნამდვილადაა.