მეტოქე დასაფასებელია,მაგრამ დავითმა უნა გაიმარჯვოს უეჭველი!
* * *

ინტერვიუ დავით ქირიასთან
- მოგესალმებით, დავით!
ჩვენ - შენი გულშემატკივრები - თვალს ვადევნებთ შენს ცხოვრებას და რა თქმა უნდა ჩვენც გვიჩნდება კითხვები.
დავით: მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას უკლებლივ ვინც მგულშემატკივრობთ მე დ აასევე ყველა ქართველ სპორტსმენებს. სიტყვები ცოტაა იმის გამოსახატავად, რასაც თქვენი გულშემატკივრობისას ვგრძნობ. მადლობა ამისათვის!
- ბოლო წელიწადი საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა შენთვის, მაგრამ შენ ბევრი ცვლილებაც მოახდინე. რა კომენტარს გააკეთებ იმის შესახებ, რომ შენ ორჯერ შეიცვალე გუნდი? ჯერ საქართველოში დაბრუნდი, ანუ დატოვე დეივ იონკერსის და სემი სჰილთის გუნდი და შენდეგ საქართველოდანაც წახვედი და შეუერთდი ნიკი ჰოლცკენის გუნდს. გაგვიმხილე საიდუმლო: რა მოხდა სინამდვილეში? შენი აზრით, რა იყო შენი წარუმატებელი გამოსვლების მიზეზი?
დავით: საერთოდ ხდება კარიერაში ვარდნები რაგაც ცვლილებების დროს. სამწუხაროდ ეს მეც შემეხო. შევეცადე საქართველოში გამეგრძელებინა კარიერული სვლა, მაგრამ არ გამოვიდა ისე,როგორც მოველოდი. ასევე ჯანმრთელობამაც შემიშალა ხელი, დაახლოებით ორი თვის წინ გავიკთე ცხვრის ოპერაცია და თავს უკეთ ვგრძნობ ეხლა. თან ნიკი ჰოლცკენთან ვემზადები საშეჯიბროდ, კარგი კლუბია, ბევრი გამოცდილი სპორცმენებით და ზუსტად ვიცი ჩემს შედეგზეც აისახება. უფლის მადლით ყველაფერი კარგად იქნება.
- შენი ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა იყო ქართველი მებრძოლის - ენრიკე გოგოხიას წინააღმდეგ. რა იგრძენი, როდესაც გითხრეს, რომ შენი თანამემამულის წინააღმდეგ უნდა გებრძოლა რინგზე?
დავით: ენრიკე კარგი სპორტსმენია, რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც გავიგე, რომ მასთან უნდა მებრძოლა. მაგრამ როდესაც პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, სათანადოდ უნდა მოიქცე.
- ალბათ იცი, რომ ენრიკო გადავიდა კლასიკურ ბოქსში. მაგრამ, რომ არ გადასულიყო, მოინდომებდი თუ არა მატჩ-რევანშს?
დავით: რა თქმა უნდა დავთანხმდები ბრძოლაზე დიდი სიამოვნებით და ყველაფერს გავაკეთებ გასამარჯვებლად. ეს არ არის რამე პირადული, ეს პროფესიონალური სპორტია. რინგის გარეთ ჩვენ ძმები ვართ. მაგრამ ერიკე დღეს კრივში ასპარეზობს და ვუსურვებ უამრავ წარმატებებს.
- საერთოდ ქართველი მებრძოლებიდან ვის გულშემატკივრობ?
დავით: ყველა ქართველ მებრძოლს ვგულშემატკივრობ და არამარტო მებრძოლს, ზოგადად ყველა სპორტსმენს, ვინც საქართველოს წარმოადგენს და დროშას აფრიალებს.
- რა კომენტარს გააკეთებ ლევან მაყაშვილის UFC-ს მებრძოლთა სიიდან დათხოვნაზე? (ერთი თვის წინ იგი სხვა პრომოუშენში გადავიდა.)
დავით: მე როგორც ვიცი, ლევანი UFC კონტრაქტოსანია, უბრალოდ ნებართვა აიღო, რომ სხვა ორგანიზაციაში ებრძოლა. ეს ნორმალური შემთხვევაა, თუ მოქმედი ჩემპიონი არ ხარ.
- გულშემატკივრებს აინტერესებს დაბრუნდება თუ არა ჩვენი ჩემპიონი! რა გეგმები გაქვს? ველოდოთ შენს GLORY-ში დაბრუნებას თუ ისევ KUNLUN FIGHT-ზე გიხილავთ?
დავით: მე არსად არ წავსულვარ, მე ისევ ვარ აქტიურ სპორტში. თუ გულისხმობთ იმას, რომ დავბრუნდები თუ არა ისევ წარმატებულად და ჩემპიონის ქამრით, ამის პირობას გაძლევთ, რომ დავბრუნდები! ბევრს ვშრომობ. უფრე მეტს ვიდრე მანამდე და ჩემი უდიდესი მიზანია ისევ გავიმარჯვო ბევრჯერ! Glory-შიც დასაბრუნებელი არაფელი მჭირს, მეორე ნომერი ვარ რეიტინგში (კონტრაკტი მაქვს) და ველოდები როდის მომიწევს ბრძოლა. ეხლა ვერ გეტყვით დაზუზტებით როდის მომიწევს, ზუსტად არ არის დაგეგმილი ჯერ. ამ თემაზე მენეჯერი მუშაობს. რაც შეეხება Kunlun Fight-ს, 31 ივლისს მექნება ბრძოლა ჰოლანდიელ Robbie Hageman-თან და მაქსიმალურად ვემზადები წარმატებული სერიის დასაწყებად!
- და არ შეგვიძლია, რომ არ გკითხოთ, როგორ შეეგუა შენი ცოლი მარისა საქართველოში ცხოვრებას? შეეჩვია სხვა კულტურას?
დავით: როგორ შეიძლება ჩვენი კულტურა ადამიანს არ მოეწონოს და არ შეუყვარდეს? ჩვენ ყველაფერი გვაქვს ... ზღვა, მთა, ბუნება, მზე, თოვლი, უსაყვარლესი საჭმელები, და ყველაზე მთავარი მობყრობა, სტუმართმოყვარეობა. და თან მე ვყავარ (იცინის). რა თქმა უნდა მოწონს! განსაკუთრებით ზაფხულში ზღვის სეზონზე და ზამთარში თოვლის სეზონზე. ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს სამომავლოდ საქართველოში განსანხორციელებლად!
-დიდი მადლობა, დავით, რომ უყურადღებოთ არ დატოვე ჩვენი ინტერვიუ! წარმატებებს გისურვებთ!
დავით: დიდი მადლობა თქვენ, რომ მგულშემატკივრობთ და თვალ-ყურს ადევნებთ ჩემს კარიერას! მე მალე ისევ გაგახარებთ! წარმატებებს გისურვებთ.
ინტერვიუ სპეციალურად ჯგუფისთვის
https://vk.com/davitkiria