ასეთი კითხვა მაქვს: ჯარგი ზვიადაური რომ საქართველოს სახელით გამოსულიყო მთელი ეს წლები, ასეთივე შედეგი ექნებოდა, როგორც საბერძნეთის სახელით აქვს?
ამ კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ძიუდოისტებს (ვინც საქართველოს სახელით გამოდიან), რაიმე ხომ არ აკლდებათ ისეთი, რაც ჯარჯის აქვს?
მაგალითად, ჯარჯის შეიძლება არ ჰქონდეს ის, რაც დასაშვებია, რომ ზურაბ ზვიადაურს აღმოაჩნდა (ალბათ ის მენტალიტეტი, რომ როდესაც ოლიმპიადის მერე მისი კარიერა შეიძლება წლობით წარმატებული ყოფილიყო როგორც ჯარჯისი, დაღმასვლისკენ წავიდა. ჯარჯიმ, აგერ ისევ მოიგო მსოფლიო და შემდეგ ოლიმპიადასაც შეუტევს).
მეორე კითხვაც მაქვს!

)
მეორე კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ძიუდოს სკოლა, როგორც იაპონიის, როგორც საფრაგეთის, რუსეთის თუ ჰოლანდიის ცნობილია და ძლიერია!
და საბერძნეთში როგორ ინარჩუნებს კაცი ასეთ ფორმას, რომ ამდენი წელია უკვე ლამის უპირველესი ძიუდოისტია მთელ მსოფლიოში თავის წონაში?
ანუ, გასაგებია რო ძალიან ნიჭიერია, და დიდი პროფესიონალიც, მაგრამ ხომ არსებობს საჭიდაო სკოლის მნიშვნელობაც და დონეც და წვლილიც მის კარიერაში?
დიდი მადლობა წინასწარ