მოდით, ბიჭების რაც არ მოგვწონს ის დავწეროთ, პატრიოტები და ლომები რომ არიან და უდარბაზობის პირობებშიც რომ მათი უმრავლესობა ძალიან მაღალ შედეგს დებს, ეს ერთი წუთით დავივიწყოთ.
ადამა.
ეს კაცი არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. მთელი წელი ველოდით, რომ როგორმე წონას დაიკლებდა და მსოფლიოზე შედეგს დადებდა, თან რინერს ისე ემუქრებოდა, რომ შიშით როჟამ ვარჯიშს მოუმატა, მსოფლიოს მგელივით ფორმაში შეხვდა და ყველა ძვლებში დაამტვრია.
ადამამ?
ჭამას მოუმატა.
სამარცხვინოა, ოქრუაშვილი როცა ისეთი დონის მოჭიდავეებთან აგებს როგორიც ყაზახია და თან ვერანაირ ილეთს ვერ აკეთებს.
რაც ტატამი 10/10-ზე გახადეს, მოწინაარმდეგის ჯაჯგურით გარეთ გაგდებაც უჭირს.
მისი მიზანი ეტყობა მარტო მატიაშვილისა და კიბორძალიძის დაჩმორიკებაა და ასე თუ გააგრძელა, ცოტა ხანში აქაც დაუჭერენ მუღამს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გინდა 300 კილო იყოს, ოღონდ შედეგი დადოს.
თუ შედეგი არ იქნება, აქცენტი სხვა უფრო პერსპექტიულ ძიუდოისტებზე უნდა გაკეთდეს.
მე ვთვლი, რომ ასეთ კადრად თავისუფლად შეიძლება მატიაშვილის ჩათვლა.
მატიაშვილი.
როგორ ფიქრობთ, ადამა უფრო მალე წააგებდა პასკევიჩუსთან თუ მატი?
მატიაშვილში მე პოტენციალს ვხედავ. მისთვის ახლა მთავარია, დეკლასირებულ ადამას ნაკრების პირველი ნომრობა ჩამოართვას და იგი უფრო განვითარდება.
ბექასი არ იყოს, მატიაშვილი ტოპძიუდოისტების გარდა, ყველა დანარჩენს უკვე ცალი ხელით უგებს და თუ არ იზარმაცებს ადამას გაგორების ძალიან დიდი შანსი აქვს.
როცა მატიაშვილი დარბაზში ადამას დაუმტკიცებს საკუთარ უპირატესობას, ოქრუაშვილი ან მართლა მიხედავს წონას, ან ჭიდაობას თავს დაანებებს.
ლიპო.
სტაბილურია, კლასნი ტიპია, მაგრამ უკვე მეტისმეტადაა გაშიფრული. თითქმის ყველამ ისწავლა მისი საფირმო გდებები და ჩავლებები. ახალი გჭირდება ლიპო რამე. თან ისეთი, რომ ყველა გააოცო. არაუშავს წააგე ერთი-ორი ტურნირი, მაგრამ სცადე და ჭიდაობის დროს უჩიმატა საერთოდ არ გამოიყენო.
ეს გრანპრიები და გრანდსლემები მაგისთვის უნდა გამოიყენო. სხვანაირად მომავალში მესამე ადგილზე გასვლაც გაგიჭირდება. სხვანაირად ბექა იმაზე ადრე ჩაგანაცვლებს ვიდრე შენ გგონია.
ღვინიაშვილი.
სანამ ეს ახალგაზრდა მწვრთნელებთან ერთად ყოველი ტურნირის წინ საკუთარი პოტენციური მეტოქეების დადებით და უარყოფით მხარეებს არ შეისწავლის, წინასწარ არ დაგეგმავს თითოეულთან ჭიდაობის სტრატეგიას, დიდ შედეგებს ვერ მიაღწევს. არა და რა უნდა იუთუბიდან სხვატკების გადმოწერას და გაანალიზებას? მხოლოდ საკუთარი ძალისა და ტექნიკის იმედად ყოფნა მაგონებს ერერას დროინდელ ბრაზილიის ნაკრებს ფეხბურთში, მათი დევიზი იყო, "მოწინააღმდეგეები გაგვიტანენ იმდენს რამდენსაც შეძლებენ, ჩვენ გავუტანთ რამდენიც საჭიროა". ფეხბურთისგან განსხვავებით ძიუდოში შეცდომის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია.
მიუხედავად ყველაფრისა, ბექა მე ნაკრების ყველაზე ნათელი წერტილი მგონია და 2015-ში მასზე 1 წლით უფროს ტოტზე არანაკლები სიტყვა უნდა თქვას.
ჩირიკა.
ჩირიკამ 2 რამის გამო წააგო დღეს ნაგასესთან.
1. 2:0-ს ვაგებდით და ბიჭების სულისკვეთების ასამაღლებლად სწრაფად და ეფექტურად უნდოდა მისი დამარცხება. მთელი ენერგია შეხვედრის პირველ ნახევარს მიახარჯა და აი შედეგიც.
2. ის ტაქტიკა არ გამოიყენა, რამაც ინდივიდუალურში წარმატება მოუტანა.
რატომ არ გამოიყენა?
იმიტომ რომ მაქსიმალისტია. ჩათვალა რომ გაფრთხილებებით მოგება და ჩემპიონატის მანძილზე 6 შეხვედრაში გაკეთებული
2 გდება, საკუთარ და გულშემატკივრის თვალში მას ღირსებას, არ მატებდა.
ამ შემთხვევაში უზნაძეს უნდა ემუშავა მასთან და პირველ რიგში შედეგი უნდა მოეთხოვა.
ასევე არ მომეწონა, რომ 4 წუთისთვის ასე სასტიკად დაიღალა.
ჭრიკის შემთხვევაში ისევ გამოჩნდა ჩვენი ძველი სენი - კარდიო.
ვინ არის ნაკრებში პასუხისმგებელი ჩვენი ბიჭების ფიზიკურ გამზლეობაზე?
მარგიანი.
მანაც ბექასთან ერთად უნდა იჭიდაოს ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები.
მისი მთავარი ნაკლია რომ წინიდან გდებები ვერ თუ არ აკეთებს.
მხოლოდ ბრუნის იმედზე ყოფნა, არაპერსპექტიულია.
ზებედა.
შეიძლება კარგი პიროვნება და ძალიან მაგარი ძმაკაცია, მაგრამ კალათბურთის ანალოგია რომ მოვიყვანოთ, ნაკრებში ტოლიკა ბოისას მაგონებს.
საჩკავიკი და ცნობილი ზარმაცია, ამიტომ მასზე ხელი მაქვს ჩაქნეული და საუბარს არ ვაპირებ.
ტატალა.
ეს არის კაცი, რომელიც სხვებთან შედარებით ნიჭის ნაკლებობას წარმოუდგენელი შრომით აკომპენსირებს. დღესაც კარგად იჭიდავა. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტ-ცოტათი ის ყოველ წელს მოუმატებს და არ გაგეცინოთ და შესაძლებელი 30 წლის ასაკში მსოფლიოც მოიგოს. ტატალასნაირ შრომისმოყვარე ტიპებს უფრო ვაფასებ, ვიდრე ზებედასნაირ "ტალანტებს".
შავი.
ამ ბიჭის იმედიც მაქვს.
ზებედა 73-კგდან საბოლოოდ გააძევა და ახალ წონაში 2015 წელს უკვე პირველ შედეგებს დადებს. ამ წონასა და 90-ში შედარებით მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ბიჭებს შორის უსერიოზულესი კონკურენცია არსებობს.
ქარდავა.
25 წლისაა და არაფერი მოუგია. ეტყობა ძალიან კარგი პიროვნებაა და ნაკრებშიც ყველას უყვარს, მაგრამ როცა ნაკრებს დასჭირდა ვერასოდეს გვერდში ვერ დაუდგა. შესაცვლელი კადრია.
პაპინა.
ეს არის კაცი.
მე არ მახსოვს ქართველს იუკო და ვაზარი ჯერ გაებათილოს და მერე იპონით მოეგოს. მერე ვისთან? ევროპის ჩემპიონთან.
დღესაც 4 წუთი ღირსეულად ებრძოლა ზედა წონის მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონს.
პაპინა მიუხედავად ასაკისა ვითარდება. მასთან მიმართებაში შენიშვნები, არ მაქვს.

ჩემი აზრით, ჭრიკისთან და ლიპოსთან ერთად პაპინა ამ ფორმაციის ნაკრების ყველაზე სტაბილური და შესაბამისად კლასიანი მოჭიდავეა.
წარმატებები ამირან

ეს არის ჩემი როგორც არაპროფესიონალის ხედვები ჩვენ ბიჭებთან მიმართებაში.
თუ რამეში არ მეთანხმებით, ნუ დამძრახავთ
This post has been edited by VoK on 31 Aug 2014, 19:39
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...