#42111301 · 2 Sep 2014, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
morielia7777
QUOTE | ვინც ლიპოს და ჩირიკას ამზადებდა ფიზიკურად ბაკურიანში ის მელაპარაკა,ტიროდა !ლიპო ისეთ მაგარ ფორმაში იყო ჩირიკას ათი თავით სჯობდაო და ეს რა გაუკეთესო!ბაკურიანში ლიპო რომ გარბოდა თვალს ვერ ვაყოლებდიო და ჩირიკას უკანიდან ვაწვებოდი და ისე მიმყავდაო!მწვრთნელმა ტაქტიკა არ შეაცვლევინაო,მოსყიდული ხომ არ იყოვო!გაგიჟებულია,თვითონ ძიუდოსთან შეხება არა აქვს და უკვირდა ნუთუ დარბაზში ერთი კაცი არ იყო ლიპოს გულშემატკივარი რომ სწორი მთითება მიეცაო!ეს რო მცოდნოდა მე გავყვებოდიო!კაცი შოკშია, ესენი ვინ არიანო!ჯერ იყო შარშან დააკარგინეს ოქროს მედალიო!დოპინგზე ჩავარდნილ გონსალესს ბულკივით შეარჩინეს ლიპოს ოქროვო!არც გაუპროტესტებიათო!მე მივწერეო საპროტესტო წერილი მსოფლიო ძიუდოს ფედერაციას და და ამათმა ფდერაციამ რა გააკეთაო! |
ჰო, აე ეგ ძიუდოსთან შეხება რომ არ აქვს, აი ეგ კაცი უნდა დაესვათ ლიპარტელიანის სეკუნდანტად და ეგ თუ მოაგებინებდა უეჭველი, ეგ მისცემდა ყველა ძიუდოს სპეციალისტზე სწორ მითითებებს.
QUOTE | ჩირიკას მაგრა გაუმართლა!ჯერ ერთი რუსი არ იყო მაგის ქვეჯგუფში,მეორე მართლა სამართლიანი მსაჯი შეხვდა! |
მართალი ხარ, ჩირიკას გაუმართლა, იმაში გაუმართლა, რომ მაგარია. მსაჯი, რომელმაც მოხსნა შმიტი, ობიექტური ნაღდად არ იყო, არარსებული იუკო მისცა და მანამდე ორჯერ გასაფრთხილებელი კაცი კიდევ კაი ხანს არ გააფრთხილა. უბრალოდ ჩირიკა იმდენად მაგარი აღმოჩნდა, რომ აიძულა მოეხსნათ ფრანგი, მთელი შეხვედრა მუხლებზე ათრია. ლიპომ კი საერთოდ ვერაფერი ვერ მოუხერხა ტოთს, ერთი გაფრთხილებაც კი ვერ მიაღებინა, ერთი მომენტიც კი არ იყო იქ ისეთი, როცა ტოთისთვის მეორე გაფრთხილების იცემა შეიზლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ლიპოს 3 წუთი ჰქონდა გასამწვავებლად და ილეთის გასაკეთებლად ან პასიურობის საიძულებლად. მოკლედ, ლიპო მაგ წაგებას ვერავის ვერ დააბრალებს, თვითონ იყო ტატამზე, ვერაფერს გახდა საერთოდ და მის მაგივრად იქ უზნაძე ნაღდად ვერ იჭიდავებდა. * * * rockforever
QUOTE | იაპონიამ რა მაგრად მოუმატა არა? ,ავთოს დამარცხებით ნაგასემ სერიოზული განაცხადი გააკეთა |
მწყობრში მყოფი ავთოსთვის ნაგასე კონკურენტი ვერ იქნება და ეგ გამოჩნდა პირად ჩათვლაში მაგათ შეხვედრაში, როცა ავთომ სრულიად უპრობლემოდ და დამაჯერებლად წაიყვანა შეხვედრა და ისე მოიგო, საფრთხის შექმნის საშუალებაც არ მისცა ნაგასეს. უბრალოდ საჩემპიონო გზა რთული გამოდგა, განსაკუთრებით მომაკვდინებლად რთული იყო ნახევარფინალი და ფიზიკურად აღარ ეყტო ადამიანს ძალები. მოკლედ, ნაგასეში მე ჯერ ვერ ვხედავ რეალურ კონკურენტს, მერედამერე თუ მოუმატებს არ ვიცი, მაგრამ ჯერ ავთო ნაგასეზე საგრძნობლად ძლიერია. ეგრე ებინუმამაც წააგო ხანმაგომედოვთან, მაგრამ ეგ იმას ნაღდად არ ნიშნავს, რომ ხანმაგომედოვმა სერიოზული განაცხადი გააკეთა და ებინუმას კონკურენტობას შეძლებს. ადამიანი რომ მსოფლიოს ჩემპიონატს იგებს, იქ ფიზიკურადაც იმდენად იხარჯება და ემოციურადაც იმდენად ეშვება, რომ მერე ძაან ძნელია დამარცხებულ და მშიერ მეტოქესთან ჭიდაობა.
--------------------
Представляется мне мрачных виселиц ряд: И на них от версты до версты Либералы висят. ЛИБЕРАЛЫ ВИСЯТ..., И молчат их поганые рты!
|