ჩემი შვილები მინდა ჩამოვიყვანო საქართველოში ამ ზაფხულს იმ იდეით, რომ ქართულ ძიუდოს გაეცნონ და ისწავლონ.
ძალიან მინდა ქართული ჭიდაობა დაამუღამონ.
ზაფხული ერთადერთი შანსია... არის კლუბები, სადაც მუშაობა მიდის ზაფხულში ძალიან სერიოზულ დონეზე?
საფრანგეთს ძალიან კარგი სკოლა აქვს ძიუდოში, მაგრამ ქართული მაინც სხვაა. კონტაქტური, აბსოლიტურად განსხვავებული ფრანგულისაგან, ათასი სიურპრიზით...
ძალიან მინდა რომ აითვისონ.
გუშინ გავიდა ჩემი პირველი ბიჭი ჟუნიორებში (თვითონ ასაკით პატარაა, მაგრამ დართეს ნება) და გაიმარჯვა ლა მანშის ჩემპიონატზე.
რაღაც რაღაცეები არ მომწონს მიუხედავად წარმატებისა, დასახვეწი აქვს ბევრი და ქართული სტილი მასში სასწაულს მოახდენდა.
დავდებ გუშინდელ ვიდეოს და მიხვდებით...
პირველი ბრძოლა (შავი ქამრით)
მეორე ბრძოლა, წამებში მოიგო (წიტელ შავი ქამრით)
ესეც მესამე, ასევე წამებში (შავი ქამრით)
ნახევარფინალი, (შავი ქამრით)
ფინალს ხვალ დავდებ, დღეს მეზარება ატვირთვა... გაგუდვით მოიგო

ყველაზე სანტერესო, რადგან მოადუნა ყურადღება და დაისაჯა, თან შეცდომები დაუშვა.
არის ზაფხულში რაიმე პრასვეტი?
მადლობა