მოწინააღმდეგეზე ზემოქმედების მოხდენის ოსტატი როა ყველამ კარგად ვიცით, ეგ ცხადია. შეუძლია მებრძოლები ბრძოლამდე ფსიქოლოგიურად გატეხოს და "დააჩმოროს". ეს მისი წარმატების დიდი შემადგენელი ნაწილია. ამის გარეშე, ჩემი აზრით კონორა დღეს იქნებოდა საშუალო მებრძოლებს შორის. ასევე, მის მოწინააღმდეგეებს აშკარად ეტყობათ ხოლმე, რომ ამდენი დამცირების გამო შურის ძიება უნდათ და თითქოს გამწარებულ გულზე ჩხუბობენ. ეგ უფრო ბოლო ბრძოლებს ეხება.
ალდოს მაგალითი არის უდიდესი გაკვეთილი რაც სხვა მებრძოლებმა უნდა ისწავლონ. კონორასთან არ შეიძლება ჩუმად ყოფნა და თავმდაბალი მებრძოლის პოზიციის დაჭერა.
კონორა სხვანაირი მოვლენაა. მას არ აინტერესებს ვინ ხარ და რისთვის მიგიღწევია ცხოვრებაში. შეიძლება მამა ღმერთი იყო. მაგას #ლეზე კიდია.
იმისთვის, რომ ეგ დაამარცხო უნდა მოიქცე ასე ( ჩემი აზრით

)
შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ კონორს უნდა დასცინო, უნდა დაამცირო ვერბალურად რაც შეიძლება ძალიან ბევრი. მე ვგულისხმობ არა უბრალოდ ბანალურ გინებას, არამედ რასაც ქვია დამცირება. დამცირება კი ის არის, რომ ვისკენაც ის არის მიმართული მან თავი იგრძნოს არაკომპეტენტურად.
თუ დამცირების ობიექტი ოდნავ მაინც დაიჯერებს შენ ნათქვამს ე.ი შენ მიზანს მიაღწიე. თუ ამას მიაღწევ მაშინ დამცირებაც შეიძლება დაერქვას შენ ქმედებას.
მოკლედ თუ ვინმეს რეალურად სურს, რომ კონორი დაამარცხოს მან მისი
თავისი თავის რწმენა და იმიჯი უნდა შელახოს.
შეიძლება არ იყო ე.წ. "თრეშთოქერი" მარა შეგიძლია იყო ჭკვიანი. მე, მაგალითად კონორას წარსულში და აწმყო ცხოვრებაში რაღაცეებს გამოვიკვლევდი და შევეცდებოდი მის ბიოში ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია მეპოვნა. მე ამას ჩემ სასიკეთოდ გამოვიყენებდი, რა თქმა უნდა. მაგალითად,
კონორს პატრიოტის იმიჯი აქვს, ყველამ იცის. თავისი ქვეყანა ირლანდია უყვარს. ძალიან უყვარს თავისი ცოლი და არის მისი ერთგული და ა.შ. "სუსტ წერტილებზე დავაჭერდი ფეხს პირველ რიგში. მოკლედ დაახლოებით მიმიხვიდით

მე მიმაჩნია, რომ კონორი არ მსახიობობს, არამედ მართლაც სჯერა რასაც ამბობს. ანუ მართლა სჯერა, რომ უძლეველია. ამით ის უამრავი რიგირთი თრეშთოქერისგან გამოირჩევა. რიგირთი თრეშთოქერი უბრალოდ მსახიობობს დროის რაღაც მონაკვეთში. გამოდის სცენაზე ამბობს რომ მაგარი ბიჭია და ყველას დახოცავს ცემაში. მერე სახლში მიდის და ტკბილი სიზმარივით ავიწყდება წეღანდელი თავისი სიტყვები.
კონორი რასაც ამბობს მართლა იჯერებს. მაგისი ფილოსოფიაა "რეალობა არ არსებობს. ის შენ წარმოსახვაშია. თუ გჯერა ე.ი. არსებობს. " ამით კიდე მისი თავდაჯერებულობა ღმერთისას უტოლდება.
კონორი უნდა დაამარცხო თავისივე იარაღით. უნდა დაამცირო და დააჩმორო; უნდა გააბრაზო და თავი შეაჯავრო.