JBonesშეიძლება ამ წონაშიც გაატრაკოს მალე, უბრალოდ დრო დასჭირდება მაგას

კრივის სერიოზული სქილები ვისაც არ აქვს, მაგრად გაუჭირდებათ ქონორთან.
მარტო პარტერის იმედზე რომ ყოფილიყო დიაზი, მიუხედავად იმისა, რომ საბმიშენით მოიგო, ვინმეს მაინც ჰგონია, რომ მოიგებდა ამ ბრძოლას?
პირველი სერიოზული ჩხუბი იყო ქონორასთვის და ბევრი რაღაც ვერ გათვალა უბრალოდ.
"პირველ სერიოზულში" ვგულისხმობ შემდეგს, პირველად იჩხუბა ისეთ მეტოქესთან, რომელსაც ამდენად მაგარი გაძლება ჰქონდა, ვინც მასზე მაღალი იყო, ვისაც მასზე გრძელი ხელები ჰქონდა და ა.შ..
ამას გარდა, ფსიქოლოგიურადაც ვერ უქნა ვერაფერი, ვერ შეჭამა ალდოსავით.
ფსიქოლოგიურად ვერც სერონის, ან დოს ანჯოსს უზამდა რამეს, პეტისს არ ვიცი.
მოკლედ, Welterweight, ჩემი აზრით, ადრეა ჯერ ქონორასთვის.
და პრინციპში, ეს საერთოდ არ აკნინებს ქონორს, წარმატება ყველგან ეგრევე არ მოდის.
აქ სხვა დარტყმებს არის ხალხი მიჩვეული, და თვითონაც სხვა ძალით გირტყამენ.
გასაგებია რომ დარბაზში ვიღაც მაღალწონიანთან ვარჯიშობდა და ლოულერს აშინებდა, მოვდივარო, მაგრამ ვარჯიში სხვა არის და ბრძოლა სხვა.
ამ ყველაფერს ბრძოლაში მიჩვევა უნდა.
რასაც ლოულერმა კონდიტთან გაუძლო, მაგას დაბალი წონიდან ვერცერთი ვერ გაუძლებდა.
This post has been edited by Manuelo Costa on 6 Mar 2016, 12:05