არსებულ სიტუაციაზე მე ჩემი აზრი მაქვს...
ადრე წაგებას თუ მსაჯებს, გეგმის მიხედვით მზადებას, წესების არა სწორ ინტერპრეტაციას, წონის შეცვლას და ათას სხვა მაიმუნობას ვაბრალებდით, ახლა ყველაფერ ამას დაემატა - მეტოქეების გადაზრდილობა და რუსების წარმოუდგენლად დიდი ფინანსური შესაძლებლობები..

ჩემი აზრით, მიზეზი უმარტივესია.
კერძოდ,
რუსებს ჩვენზე უკეთესი მწვრთნელები ყავთ, შესაბამისად ყველა ასაკის ნაკრებებს უფრო თანამედროვე მეთოდიკით ამზადებენ, ვიდრე ჩვენ..
ჩვენ გვყავს ჭრიკიშვილი, ლიპო და ტაისონა...
ანუ ხალხი, რომელთა ტალანტი იმდენად განუზიმელია, რომ მწვრთნელიც კი არ ჭირდებათ.
ხოლო მათ იქით უფსკრულია...
რუსებს არ ყავთ ასეთი ნიჭიერი ძიუდოისტები, მაგრამ გამბას მეთაურობით იმდენად ძლიერი მწვრთნელები ყავთ, რომ ერთდროულად ყველა ასაკში 5 თანაბარძალიანი ნაკრების გამოყვანა შეუძლიათ....
ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს და მოაქვს კიდეც..
დაღლილი, ენაგადმოგდებული და მეკარის პოზაში მოხრილი რუსი მე არ მინახავს და ალბათ, ვერც ვნახავ...
შესაბამისადაც სამიდან ორ შეხვედრაში ბოლო წამზეც დაგვაიპონეს...
ცოტა რომ დავწყნარდები, შევეცდები თითოეულ ძიუდოისტზე რაღაც დავწერო, მაგრამ გამახსენდა რომ უკვე დაწერილი მაქვს და რაღა აზრი აქვს..
This post has been edited by VoK on 9 Aug 2015, 18:55
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...