ანალიზის მცდელობა...
თუ ოლიმპიადაზე ლაშას გასროლას არ ჩავთვლით, პატარა წონებში - 60,66,73 უკვე წლებია სასტიკი ჩავარდნა გვაქვს და ამას ვერც პაპინას და იგივე ლაშას კინკილა ევროპული ოქროები ვერ აბათილებენ.
ვაბრალებთ - მსაჯებს, ტრავმებს, გეგმის მიხედვით წაგებებს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ფიზიკის არ არსებობას.
ამ ჩემპიონატზე ხომ საერთოდ გაპრავების მწვერვალზე ავედით, თურმე გენეტიკურად არ გვაქვს შანსი აზიელებს რომ რამე დავუპირისპიროთ.
არადა, ყველაფერი არის ძალზე მარტივი.
1. ამ წონაში ნაკრების პირველი ნომრების პიკმა გადაიარა და დადგა შედეგების თანდათანობით თუ მკვეთრი გაუარესების მომენტი.
2. ჩვენ მწვრთნელებს არ ყოფნით შესაბამისი კვალიფიკაცია, რის მაგალითია ის, რომ პენსიონერი უნგვარი ახალგაზრდასავით ჭიდაობს და ახალგაზრდა შავდათუაშვილი - პენსიონერივით...
მე რაც ამ ჩემპიონატს ვუყურე, ერთს ვიტყვი, ამ ოლიმპიადაზე თავს ვერ დავდებ. მაგრამ კორეელი მწვრთნელები ისე მუშაობენ, რომ მომდევნო 2017-ში ჩინელებს ერთი მსოფლიო ჩემპიონი მაინც ეყოლებათ...
რატომ დაიკიდეს ფედერაციაში წონის კურატორების იდეა ჩემთვის გაუგებარია...
თუ თითოეულ წონაში არ გამოვა დაბალ 3 წონას მაინც დაუნიშნეთ კურატორი, რომელიც პასუხიმგებელი იქნება სპორტსმენის მომზადებასა და ნაჩვენებ შედეგზე.
მათთან დადებული ხელშეკრულება უნდა იყოს მაქსიმუმ 1 წლიანი, შემდეგი გაგრძელების პერსპექტივით...
მწვრთნელების შემადგენლობაში ახალი სისხლია საჭირო.
ზანზიბახერის მოღვაწეობას უარყოფითი შედეგის მიუხედავად დადებითიც ქონდა.
რატომღაც მგონია, რომ არა მისი ვარჯიშები, დღეს ის ჩირიკა არ გვეყო;ებოდა ვინც გვყავს...
ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ კორეელ ან იაპონელ სპეციალისტს ჩამოვიყვანთ.
ოღონდ მონღოლი არ გამაგონოთ..
და დაველოდოთ ახალი თაობის გაზრდას.
მანამდე ჩირიკა, ბექა, მარგიანი და ნაწილობრივ მატიაშვილი აი ის ხალხი, ვისაც მომდევნო ოლიმპიადამდე ლიდერის ჭაპნის წევა მოუწევთ...
ლიპომ ბრაზილიაში თუ ვერ იჩემპიონა, მე ჩავთვლი რომ მერე შანსი აღარ ექნება.
თუმცა ადრე დავწერე და ბარემ ახლაც გავიმეორებ, როცა დრო მოვა, რატომღაც მგონია, რომ ლიპო ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი იქნება...
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...