ვეჭვობ ცოტა ვრცლად კი გამომივა, მაგრამ ჩამოვწერ, ჩემი რა მიდის.
60 - პაპინა -კარგია, რამდენიმე წონადი ძიუდოისტი აცდა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა, რომ მასპინძელი, იბრაევი ჩაუჯდა. სმეტოვის ბადე კანფეტი იქნებოდა. ვფიქრობ, მურენს თავისუფლად მოუგებს, აი ყაზახთან კი უფრო წააგებს. 1/4 ფინალამდე რომც მივიდეს, ლუტფილაევთან ძალიან გაუჭირდება. სხვათა შორის მგონია, რომ განბატი ჩაისვრის, შეიძლება ოზლუსთან კი წააგოს.
პროგნოზი: პაპინა მაქსიმუმ 1/4 ფინალმდე მივიდეს, მედალს ალბათ ვერ შეწვდება. თუმცა თუ ყაზახს გაცდა, დიდი ალბათობით უზბეკსაც მიაყოლებს.
73 - ტატალა - ერთის გარდა ყველა ძლიერს ავცდით ბადეში. მთავარია მოგუშკოვს მოუგოს და 1/2 ფინალშიც უპრობლემოდ გავა (ჰონგი და კონტინი დიდი ვერაფერი მეტოქეები არიან).
პროგნოზი: ტატალა 1/2 ფინალში გავა და სავარაუდოდ მედალსაც შეწვდება, ოღონდ ოქროს ვერა.
73 - შავი - პირველივე შეხვედრაში დუპრასთან დაჯახება ცუდია, მაგრამ ვფიქრობ, შავი რევანშს აუღებს. შემდეგ ორი ადვილი შეხვედრა უწევს, მაგრამ მუკის ვერ გაცდება. კარგი იქნება მუკი ვან ტიშელტმა გააგოროს, ბელგიელთან ბევრად მეტი შანსი გვექნება.
პროგნოზი: შავი რამდენიმე ეტაპს გაივლის, მაგრამ მედალს ვერ შეწვდება.
81 - ჩირიკა - ავთოს ერთადერთი შმიტი ყავს აღსანიშნავი მეტოქე, თუმცა არა მგონია საქმე ნერვიულობამდე მივიდეს, ადვილად მოუგებს ფრანგსაც და შემდეგ გერმანელ მარეშსაც. მოკლედ ავთო 1/2 ფინალში კი გავა, მაგრამ იქ ნაგასე-ნიფონტოვთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
პროგნოზი: ავთო მედალს უცილობლად აიღებს, მაგრამ რატომღაც მგონია (ნეტა ვცდებოდე), რომ წელს ოქროს ვერ შეწვდება.
81 - მარგიანი - უჩას ჯერ იმამოვთან უწევს, შემდეგ პენალბერ-ტომას შორის გამარჯვებულთან, რთული ბადეა ნამდვილად. ვფიქრობ, იმამოვს მოუგებს, აი პენალბერთან, უფრო მეტად ტომასთან კი გაუჭირდება.
პროგნოზი: უჩა გაიბრძოლებს, მაგრამ 1/4 ფინალამდე ვერ მივა.
90 - ლიპარტელიანი - ნუ ლიპოს მშვენიერი ბადე აქვს, იდირი-ბოზბაევს შორის გამარჯვებული ადვილი მეტოქე არ იქნება, მაგრამ ლიპოსთვის არა მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენდეს. 1/4 გვაკთან (ძალიან ადვილი ბადე აქვს) რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ მგონია, რომ ლიპო ერთ ამოსმულს მაინც შეუსრულებს და ვაზარით მოუგებს. 1/2 ფინალში თუ გონსალეს-ილიადისი მოუწია, წააგებს, დანარჩენებს მოუგებს.
პროგნოზი: წესით მედალი უნდა აიღოს, მაგრამ ოქრო არა მგონია.
90 - ღვინიაშვილი - ბექასაც ნორმალური ბადე აქვს, არც ძლიერი და არც ძაან სუსტი.1/4 ფინალამდე აუცილებლად მივა და ვფიქრობ, ბეიკერსაც გააგორებს. 1/2 ფინალში ბექას შეჩერება ჩათლახ დენისოვს ხელეწიფება, დანარჩენებს, მათ შორის ტოთსაც, მოუგებს.
პროგნოზი: ბექასგან ოქროს ველი, თუმცა უფრო სხვა სინჯის მედალს აიღებს.
+100 - ოქრუაშვილი - ადამა თუ ფორმაშია 1/2 ფინალში უპრობლემოდ უნდა გავიდეს, არც სარნაცკია სერიოზული მეტოქე და არც დღევანდელი ჯაბალა. იქ კი გააჩნია ვის შეხვდება, მაგალითად საიდოვს მოუგებს, შიჩინოეს ვერა.
პროგნოზი: ადამამ მედლისთვის უნდა იჭიდავოს, ბრინჯაო ან მეხუთე ადგილი.
+100 - მატიაშვილი - აქ ალბათ ბევრად მარტივადაა საქმე, მატი 1/4 ფინალამდე მივა, იქ რინერთან წააგებს და რეპეშაჟში გადაერთვება. აი იქ კი გააჩნია ვის შეხვდება, მაგალითად ბორს და ნატეას მოუგებს, მეირთან უფრო წააგებს, კორეელთან კი რთული სათქმელია.
პროგნოზი: მატი რეპეშაჟში მოხვდება, მაგრამ მედალს ვერ აიღებს.
This post has been edited by solo-solo on 23 Aug 2015, 14:46