გაუმარჯოს ყველას
ძალიან ცუდად დაიწყო ეს მსოფლიო, არადა დიდი იმედებით კი ველოდებოდი. 2 ოქროს და 1-2 ბრინჯაოს იმედი მქონდა მაგრამ ხვალაც ასეთი მოუმზადებლები გამოვდნენ დავრჩენვილვართ საერთოდ მედლის გარეშე და ეგაა. ცოტა ვეცდები ჩემი აზრები დავწერო აქამდე გამოსულ სპორტმენებზე.
პაპინაშვილისგან მეტს არც ველოდი ამ მსოფლიოზე მაქსიმუმ კიდე ერთი შეხვედრის მოგებას და შემდეგ დამამშვიდებელში წაგებას. მისი გამოსვლა რა თქმა უარყოფითია და აწი არც უკეთესი შედეგის დამდები ჩანს, პირიქით რეგრესს განიცდის. აქ ბევრი მიიჩნევთ რომ პაპინას "აზიელების სინდრომი", რადგან თითქმის ყველა შეხვედრას აგებს მათთან მაგრამ მგონი დარწმუნდით რომ ეს იმის გამოა რომ აზიელები ძალიან ძლიერები არიან ამ წონაში( საპრიზო ადგილებზე გადახედვაც საკმარისია ამ მსოფლიოზე) და შესაბამისად მასზე ძლიერებთან უჭირს და აგებს. ჩემი აზრით ფსიქოლოგიური პრობლემა ნაღდად აქვს პაპინას, თითქოს ბრძოლის ჟინი და სურვილი არ აქვს, არადა რამდენაც გუნდურში დააყენეს -66–ში საკმაოდ კარგად იბრძოლა კორვალთან და ებინუმასთან, როგორც მახსოვს 3-3 წუთი მაგრად გაუძლო ამათ მაგრამ პირადში თითქოს არ უნდა მოგება. უკვე ისეთ ასაკშია საეჭვოა ამ ყველაფერის გამოსწორება მოახერხოს, კარგი იქნება თუ ჩხვიმიანი ისე მოუმატებს რომ ოლიმპიადაზე მოხვდება თორემ ამ წონაში არათუ მედალს არამედ მედალისთვისაც ვერ ვიბრძოლებთ რიოში.
შავდათუაშვილზე რა ვთქვა, 3 წლის წინ უდიდესი სიხარული მოგვიტანა ამ ადამიანმა და დიდ სირცხვლისაც გადაარჩინა ნაკრები. მაგრამ არაფრით არ ვეთანხმები იმას რომ რადგანაც ოლიმპიური ჩემპიონი ამის გამო რაიმე უპირატესობა მიინეჭოს და დამსახურების გარეშე გაუშვან ოლიმპიადაზე. სამწუხაროა რომ წონის შეცვლა მოუწია და ვერაფრით ვერ მოახერხა ფორმაში შესვლა, არადა ბევრი არ აკლდა რომ არა ტრავმა იმისშემდეგ კიდევ აერია. ახლაც სულელურად გამოვარდა პირველივე შეხვედრაში და ვერ მოახერხა ვერაფრის დამტკიცება. ყველა ამბობს რომ ძალიან მშრომელი ბიჭია და იმედია მოახერხებს ფორმაში შესვლას, მაგრამ უკვე საეჭვოა ტატალას აჯობოს და რიოში წავიდეს.
თვითონ ტატალაშვილის დიდი იმედიც არ მაქვს ოლიმპიადაზე, რაღაც სასწაულად უნდა გაუმართლოს რომ ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის მაინც იჭიდავოს, ეგ ეხლა ახალი ილეთების მსწავლელი არ არის და სტილის მთლიანად შემცვლელი. სამწუხაროდ ამ სტილით აზიელებთან შანსი არ აქვს, ევროპიდანაც ბევრი მოუგებს. მომატების მხვრივ ლაშას მეტი შანსი აქვს მაგრამ მოასწრებს კი ოლიმპიადამდე, თან ვერაფრით ვერ მოიმატა ძალა რაც ამ წონისთვისაა საჭირო.
დღეს დიდი იმედები მქონდა, ოქრო ნაღდი მეგონა მაგრამ ჩამიშხამდა დღე

მარგიანის ტრავმიანის და ფორმაში არ მყოფნის წაყვანა არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ ეტყობა რადგან სხვისი იმედი არ ჰქონდათ სხვა წონებშიც, გარისკეს და მისცეს შანსი.
წინა გვერდებზე დაწერეთ და გეთანხმებით მეც თუ შეიძლება მსოფლიოზე წაგებაში კარგი დაინახო ისაა რომ აქ წავაგეთ და გამოჩნდა ავთოს მინუსები და არა ოლიმპიადაზე. უკვე კარგად უნდა დაენახათ უზნაძესაც და თვითონ ავთოსაც რომ არ ამართლებს ასე მხოლოდ შიდოებზე ჭიდაობის ტაქტიკა, კი 2 წლის წინ ილეთებზე დაგეშილი ჭრიკი დაჩაგრეს ფინალში და წაართვეს ოქრო მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ სულ უნდა დაივიწყო ილეთების კეთება და გადახვიდე მარტო შიდოებით მოგებაზე. ნაგასე ძალიან მაგარია გამოჩნდა და რაც ყველაზე მთავარია ახალგაზრდა და სწრაფად პროგრესირებს. სასწრაფოდ აქვს ავთოს ფორმა დასაბრუნებელი და სტილი შესაცვლელი, ვფიქრობ ამ 2ვე სტილის შუალედი უნდა იპოვოს. არ უნდა იყოს მარტო მსაჯზე დამოკიდებული თუ არადა დაემშვიდობოს მედალს რიოში, არადა ეს ბოლო შანსი მგონია მისთვის.
რავი როგორც ამ დღეებში გამოჩნდა გუნდი ძალიან ცუდადაა მომზადებული, მაგრამ მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მინიმუმ 1 ოქროს ველოდები ხვალ

მოვიდა დრო ლიპომ დადოს მსოფლიო, ნამდვილად ღირსი ამის, ბექასგან კი ამ მსოფლიოზე ბრინჯაოთიც კმაყოფილი ვიქნები. მაგარი ბიჭია და კარგად პროგრესირებს, მაგრამ ლიპოს ჯერ ვერ აჯობებს. რიოში დარწმუნებული ვარ ლიპო წავა და მედალით დაბრუნდება( ოქრო მინდა

)
ისე პირველ დღეს ყაზახური ფინალი იყო, მესამე დღეს იაპონური და ხვალ არ უწევს ქართული ფინალი?

პ.ს. თავიდან ვიფიქრე ცოტა ჩემ აზრს დავწერ-მეთქი და რამდენი დამიწერია

იმედია ძალიან ბევრი არ მომივიდა