ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბექა არის ყველასგან და ყველაფრისგან მიტოვებული.
ეტყობა, მასთან ინდივიდუალურად, არც უზნაძე მუშაობს და არც პირადი მწვრთნელი.
მსოფლიოს წინა ვიდეობშიც ზვიადაური ლიპოს ავარჯიშებდა და ესპარინგებოდა და არა ბექას.
არაფერი პროგრესი ამ ბაშვს არ ეტყობა.
ახლა დააკვირდით,
ბექამ იდდირთან (რომელიც უდაოდ პროგრესირებს), ლიპოსთან და დენისოვთან უჩიმატათი წააგო.
უჩიმატა ეს ხომ რომელიმე კოუჩი არაა უეცრად გამოგისვან და რეაქცია ვერ მისცე?
უჩიმატას ჭირდება:
1. შესაბამისი ჩავლების აღება
2. მოტრიალება.
3. ფეხის ზუსტად ფეხებშორის ამოტარება.
ხანდახან გახანგრძლივებული უჩიმატაც გვაქვს, როცა დამცველი ცალ ფეხზე ასკინკილით იცავს წონასწორობას.
იმის თქმა მინდა, რომ უჩიმატას საწინააღმდეგოდ კონტრის გაკეთების და თავის დასაცავად კოუჩისთან შედარებით უამრავი დრო არსებობს.
თანაც, როგორც დაბლებს აქვთ მაღლების წინაარმდეგ ეფექტური იარაღი - ჩახტომითი კისრული, (რომელსაც ბექა არ თუ ვერ იყენებს), ისე მაღლებსაც დაბლების მიმართ მკვლელი უჩიმატა აქვთ დამხეცებული.
წაართვით რინერს უჩიმატა და მესამედ რინერს მივიღებთ.
ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ბექას,
პირველ რიგში, სუნქვა მოუწესრიგეთ,
მეორე, ავარჯიშეთ ჩახტომით კისრულზე,
მესამე, ავარჯიშეთ უჩიმატისგან ეფექტურ თავდაცვაზე.
რაც შეეხება ტაქტიკას.
ძალიან კარგი ტაქტიკა აქვს პირველი 2.30 წუთის განმავლობაში. ბექა უტევს სანამ სული გაძვრება.
ზემოთ, ჩემ ნათქვამს (უჩიმატა, კისრული) დაუმატეთ კიდევ 2.30 წუთი გამძლეობა და ჩათვალეთ, რომ დაახლოებით 40-50%-ით ძლიერ ბექას მივიღებთ.
ერთნახევარი ღვინიაშვილის მომრევი კაციშვილი არ მეგულება..
This post has been edited by VoK on 29 Aug 2015, 14:40
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...