17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქში იწყება მსოფლიოს ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირი ძიუდოში -
პარიზის გრან სლემი.
ტურნირი, როგორც წესი მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტებს უყრის თავს და ყოველწლიურ შეჯიბრებებში თავისი მნიშვნელობით და პრესტიჟულობით მხოლოდდამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატს, და მასტერსს ჩამორჩება.
შეხვედრები 17-18 ოქტომბერს ჩატარდება მამაკაცებშიც და ქალებშიც "ბერსის" არენაზე (ტევადობა 14.500 ადამიანი).
საქართველოდან ქალებში ეთერ სტამი გამოვა -70 კგ-ში.
მამაკაცებში კი უჩვეულოდ ცოტა, მხოლოდ ერთი ძიუდოისტით, ვარლამ ლიპარტელიანით ვიქნებით წარმოდგენილი, რომელიც ამ ტურნირის 2013 წლის გამარჯვებული და 2014 წლის ფინალისტია (ფინალში ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო ვერ იჭიდავა საერთოდ).
ტურნირის საპრიზო ფონდი 154.000 აშშ დოლარია.
ამ შეჯიბრების პრესტიჟულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით,
წლევანდელი პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ქულების 100% ჩაითვლება (როგორც წესი სხვა ტურნირებზე სპორტსმენებს მოპოვებული ქულების 50% ეთვლებათ) რიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რბოლაში.
ქულები და საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდება:
პირველი ადგილი - 500 სარეიტინგო ქულა და 5.000 აშშ დოლარი (4.000 ძიუდოიტს, 1.000 მწვრთნელს);
მეორე ადგილი - 300 სარეიტინგო ქულა და 3.000 აშშ დოლარი (2.400 ძიუდოიტს, 600 მწვრთნელს);
მესამე ადგილი - 200 სარეიტინგო ქულა და 1.500 აშშ დოლარი (1.200 ძიუდოიტს, 300 მწვრთნელს).
17 ოქტომბერი: კაცები -60kg, -66kg, -73kg. ქალები -48kg, -52kg, -57kg, -63kg
18 ოქტომბერი: კაცები -81kg, -90kg, -100kg, +100kg. ქალები -70kg, -78kg, +78kg.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 20 საათზე დაიწყება.
ქართველთაგან ბოლო წლებში ეს პრესტიჟული ტურნირი
დავით ასუმბანს (2010),
ვარლამ ლიპარტელიანს (2013) და
ავთანდილ ჭრიკიშვილს (2014) აქვთ მოგებული.
გამარჯვებულები 2004 - 2013:

2014 წლის გამარჯვებულები და პრიზიორები:



This post has been edited by ZEUS on 13 Oct 2015, 00:52