ვიცი პატივცემულო, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოსთქვა 
 * * *
 ტურნირებამდე გავერთოთ ცოტა.
აბა სიმბოლური ნაკრები ჩამოვწეროთ: დრიმ თიმი. აი ჩემი ვარიანტი: 
-60 ამირან ტოტიკაშვილი. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89) და მესამე პრიზიორი (1990) 
-66 ლაშა შავდათუაშვილი ევროპის 2013 და ოლიმპიური თამაშების 2012 ჩემპიონი
-73 გიორგი თენაძე. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989)
- 81 ავთანდილ ჭრიკიშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი (2014), მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2013). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2013, 2014, 2015).
-90 ირაკლი ცირეკიძე, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008), მსოფლიოს ჩემპიონი (2007), ევროპის ვერცხლის მედალოსანი
- 100 თემურ ხუბულური, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81), 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981)
+100 შოთა ჩოჩიშვილი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი
ბ ნაკრები
-60 ნესტორ ხერგიანი - ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი. ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, შვიდგზის ბრინჯაოს მედალოსანი.
-66 გიორგი ვაზაგაშვილი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 97), მეორე (1995) და ორგზის მესამე (1999, 2000) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და ორგზის მესამე (1993, 97) პრიზიორი, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი
-73 ვლადიმერ დგებუაძე:  ევროპის ჩემპიონი (1993), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991)
-81 შოთა ხაბარელი.  1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში
-90 ზურაბ ზვიადაური. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ათენი 2004 წელი) მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03)
-100 მიშველეთ ვიღაცამ, აქაც კი გვიჭირვს 
+100 დავით ხახალეიშვილი. 992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1993) და სამგზის მესამე (1991, 93, 95) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 – +95 და აბსოლუტური, 1996) და მესამე პრიზიორი (1990)
ვის შეცვლიდით? რომელზე გწყდებათ გული, ვინ ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა და ა.შ.