როცა პრობლემას და არაპროფესიონალიზმს  ვხედავ არ შემიძლია ამაზე ენის მოჩლექით საუბარი. მით უფრო, იმის მაგივრად დღე და ღამე ნაკლოვანების დაძლევაზე ვიმუშაოთ, ენაგადმოგდებულები თავის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებთ და მთავარი უკან გვრჩება.
სანამ კორეასა და იაპონიას მოსახლეობის რაოდენობითა და მშპ-თი არ დავეწევით, არაფერი გავაკეთოთ? 
ორი წუთის შემდეგ ჩვენი ძიუდოისტები ადამიანებს რომ აღარ გვანან, შტანგისტები რომ არ არიან თავი ამით დავიმშვიდოთ?
ორიოდე წლის წინ ორ წონაში რეიტინგის პირველი ნომრები რომ გვყავდა და ახლა იმ ადგილზე არც ერთი რომ აღარ არის, ესეც გარკვეული გეგმაა თუ  მოწინააღმდეგეებმა გაგვშიფრეს და გადაგვღეჭეს?
ჩვენი ნაკრების ერთერთი ლიდერი და ოლიმპიური ჩემპიონი ვიღაც ორუჯევთან (ეგეც არ მყავდეს წონის რინერი) ამდენი ხანია მშრალი ანგარიშით რომ აგებს, რაშია საქმე?
დაბალ წონებში პერმანენტულ წარუმატებლობას აზიურ სინდრომს და გენეტიკას რომ ვაბრალებთ, ახლა მაღალ წონებშიც, რომ ვკარგავთ პოზიციებს, რა ხდება?
ღვინიაშვილს თუ არ ჩავთვლით ჭრიკიშვილის შემდეგ კადეტებსა და იუნიორებში ერთი მსოფლიო ჩემპიონი რომ არ გვყოლია, ნორმალურია?
არადა, ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად სრულყოფილად მომზადებულ ძიუდოისტს, არაფერი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მომზადება და შელოცვა არ ჭირდება. სათანადო კონცენტრაციის პირობებში მისთვის ტერმინი „უხერხული  მოწინააღმდეგე“, უბრალოდ,  აზრს კარგავს.  
დარბაზი გაქვთ, შეკრებების ადგილზე ჩატარების შესაძლებლობაც, ამიტომ მე როგორც რიგითი გულშემატკივარი  ფედერაციისგან შედეგს თუ არა მისკენ სვლის დადებით დინამიკას ვითხოვ და არა ათასნაირ მაიმუნურ და ზოგჯერ ცინიკური მიზეზების გაჟღერებას.
ზოგადი შეგონებებით თავს არ შეგაწყენთ და მოგახსენებთ ჩემი, როგორც ძიუდოს არაფროფესიონალის მხრიდან დანახული ზოგიერთი პრობლემის გადაჭრის გზებს.
ბოლო პერიოდში, ძიუდოში ისეთ ზეპოპულარულ ილეთებს, როგორებიცაა უჩიმატა, მაკეკომი და მოგვერდი ძირითადად კორეელების დამსახურებით დაემატა ისეთი ე.წ. მულტიფუნქციური ილეთები როგორებიცაა ჩახტომითი კისრული და სუტემი. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ძიუდოს განვითარების ტენდეციებს და ბავშვობიდანვე ეს ორი ილეთი სასწავლო საბაზისო ილეთებად უნდა მივიღოთ, ხოლო ნაკრებში ელემენტარულად კაცი არ უნდა დააყენო, რომელიც ამ ორ ილეთს სათანადო დონეზე არ ფლობს. 
ჩახტომითი კისრულის გარდა, ეს ურენაგე იქნება თუ ამოსმულის გადაგორება. ზემოდჩამოთვლილ ნებისმიერი ილეთის კონტრი არსებობს,  განსაკუთრებით სარისკო სუტემის გაკეთებაა, რომელიც თუ იდეალური ჩავლება არ გაქვს არ უნდა დაიწყო, თორემ ხანჯალიაშვილის უარეს ვარიანტს, ან უსახელო ბელორუსთან გაგორებულ ღვინიაშვილს მივიღებთ. 
რაც შეეხება ჩახტომით კისრულს, უზერმა შურიგემ მისი კონტრები ჯიუ ჯიტსუდან შემოგვთავაზა. თავად კორეელები მის წინააღმდეგ რას იყენებენ ეს რომ გავიგოთ ჩახტომითი მათ უნდა გავუკეთოთ და არა პირიქით.
ლიპოს მიერ იდირისთვის გაკეთებილ კონტრას ილეთად ჩავთვლი და არა იმპროვიზაციად თუ ვარლამი მას სისტემატურად გააკეთებს.
პირველი დასკვნა: უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ჩახტომითსა და სუტემს, ანუ ილეთებს, რომლებსაც არა მარტო მომგებიანი შეფასებების მოტანა შეუძლიათ, არამედ, ეფექტურები არიან, თავდაცვის, მოწინააღმდეგის სტრატეგიის ჩაშლის, ფიქტიური აქტიურობისა და დროის გაყვანის დროს. 
მეორე რაზეც მინდოდა მესაუბრა ეს არის მაჯებიდან გასაკეთებელი ილეთების ათვისება. რატომ გვიჭირს მონღოლებთან? ისინი მაჯებს გვითიშავენ და ჩვეულ ჩავლებებს არ გვაღებინებენ. მე მინდა ვთხოვო აქ მპოსტავ საზოგადოებას იქნებ დაიდოს ვიდეოები, სადაც ნაჩვენები იქნება მაჯებიდან გაკეთებული გდებები,
ერთერთი მათგანი შახბაზოვთან თუშიშვილის მიერ მაჯებიდან გაკეთებული უეფექტურესი ჩახტომითი კისრულია.
მეორე დასკვნა: უნდა ავითვისოთ მაჯებიდან გასაკეთებელი ილეთები, რომლების განსაკუთრებით ეფექტური მონღოლებთან და ყაზახ-უზბეკებთან იქნება.
და ბოლოს, 
პარტერში თუ ფეხით ჭიდაობა, არსებული დადებითი მომენტების განმტკიცება თუ ფიზიკური მომძლავრება, პრობლემები უამრავია, ხოლო დრო მცირე, ამიტომ არის საჭირო კვალიფიციური მწვრთნელების მიერ სპორტსმენებთან საწვრთნელი პროცესის ინდივიდუალური  დაგეგმვა და მათთან ტექნიკაზე დღე და ღამე მუშაობა და არა მხართეძოზე წამოწოლა და შიდოებზე ჩალიჩით მოგებაზე ყიჟინი...
პ.ს.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, ვწერ ჩემ აზრს, რომლის აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე ბუნებრივია პრეტენზიას არ ვაცხადებ. 
ისეთ კომენტარებს, რომელიც მიმითეთებს მომავალში რა და როგორ დავწერო არ ვკითხულობ და შესაბამისად არ ვითვალისწინებ, ამიტომ გირჩევთ ნუ გადაიღლებით.    
 
  It’s nice to be important, but it’s more important to be nice...