ე ბიჯო, რა უნდა უზნაძის და მისი შეგირდების პრემია-ხელფასების რაოდენობის გაგებას?
ძიუდოს ფედერაცია კომერციული ორგანიზაცია არ არის, სპორტსმენ-მწვრთნელების დაფინანსების 90%-ზე მეტი ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილი თანხებით ხდება, ტურნირების საპრიზო ფონდები ცნობილია, ხოლო თუ დამატებით ძიუდოს საერთასორისო ფედერაცია იძლევა რამეს, არც ეს არის დამალვადი ინფორმაცია.
ირაკლი ამბობს რომ ქევხა ფორუმზე დაწერილ მოსაზრებებს ეცნობაო.
ამიტომ
ბატონო დავით,
გთხოვთ გაგვაცნოთ უზნაძისა და სხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების მიერ 2015 წელს მიღებული ჯამური შემოსავალი.
ასევე საინტერესოა როგორც პირველი, ასევე იუნიორთა და კადეტთა ნაკრების წევრების წლიური ანაზღაურებაც.
რამდენს იღებენ წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები და ისინიც ვინც სამეულში ვერ ხვდება,
გვითხარით ბოლო კატეგორიაში მოხვედრილი ძიუდოისტები საქართველოს მომდევნო ჩემპიონატამდე რითი არსებობენ, როგორ ინარჩუნებენ ფორმას და თუ ვითარდებიან?
იქნებ უზნაძე და მისი გუნდი შიმშილობს და ჩვენ კი რაღაც პრეტენზიები გვაქვს, არ უნდა ვიცოდეთ?
ეს ყველაფერი არის საჯარო იფორმაცია და მისი დამალვა თუ არ ვცდები, ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად ითვლება.
This post has been edited by VoK on 16 Jan 2016, 09:25
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...