+10000
გეთანხმებით და დავამატებ - თქვენნაირი კიდე 2-3 უზერი რომ გვყავდეს აქ შემოსვლა გაცილებით საინტერესო იქნებოდა.
პიეტრის მართლა კიდია რეიტინგში პირველობა, მას უფრო დიდი მიზნები აქვს და ის რომ ამ მიზნის მისაღწევად სწორი გეგმა აქვს დასახული და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, ავთოსთან მისი ბოლო შეხვედრაც ადასტურებს, რომლის განხილვაც, როგორც ჩვენ გვჩვევია, ჩირიკას უპირობო გაპრავებით დავასრულეთ.
რეალობა ის არის, რომ მიუხედავად რეიტინგის პირველი ნომრობისა, ამ ეტაპზე ავთოზე ძლიერი მინიმუმ 2 ძიუდოისტი პიეტრი და ნაგასეა და ეს სიძლიერე ციდან არ ვარდება, მიზანმიმართული, დაძაბული შრომის და სწორად დაგეგმილი სამწვრთნელო პროცესის შედეგია.
მეორე ასპექტი.
რა საჭიროა ახალი ილეთების შესწავლა, როცა 1-2 ილეთით შეიძლება მსოფლიო ან ოლიმპიადა მოიგო?
შეიძლება ადრე ასეც იყო, მაგრამ ხვალ ასე აღარ იქნება და თუ ამას დროზე არ მივხვდებით ჩვენი ბიჭების წარუმატებლობის გამართლების მიზეზების ძებნაში მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ სამწუხაროდ ამაში მედლებს არ იძლევიან.
გვაკი?
ის ხომ ერთი ილეთით გახდა მსოფლიო ჩემპიონი?
კი ბატონო, მაგრამ პასუხი ამაზეც არსებობს.
სეიო ნაგე - ეს მულტიფუნქციური - მკვლელი ილეთია,
ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ჩამოვწერ სხვებთან შედარებით მას რა უპირატესობები გააჩნია:
1. ეფექტურია შეტევის დროს,
2. აქვს კომბინაციური გაგრძელების შესაძლებლობები.
3. არსებობს მისი სხვადასხვა ვარიანტები, რომელთა ათვისება და გამოყენება, როცა კარგად ფლობ ძირითად ვარიანტს შედარებით მარტივია.
4. იძლევა დროის გაყვანის და სულის მოთქმის შესანიშნავ საშუალებას.
5. ახშობს მოწინააღმდეგის აქტივობას და ხელს უშლის მას დასახული გეგმის განხორციელებაში.
6, ქმნის აქტიურობის იმიტაციას.
7. ძალზე ძნელია კონტრას გაკეთება.
კიდევ შეიძლება დამატება, მაგრამ მგონი საკმარისია.
როცა ასეთ ილეთს სრულყოფილად ფლობ, შესაძლოა სხვის შესწავლაზე დროებით არც იფიქრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ გვაკს ამ მხრივაც ყველაფერი რიგზე აქვს. საკმარისია მის სეიო ნაგეს გასაღები მოუძებნონ სახელოდან სხვა კოზირს დააძრობს.
ქართველ ძიუდოისტებს, რომელებიც სრულყოფილად არ ფლობენ სუტემსა და სეიო ნაგეს ძალზე გაუჭირდებათ მომავალში ძიუდოს მწვერვალების დაპყრობა.
და თუ მაინცდამაინც 2 ილეთი უნდა იცოდნენ, უჩიმატისა და მოგვერდის სწავლას, არ ჯობს ზემოთნახსენები 2 ილეთი ისწავლონ?
ჩემი აზრით, რაც უფრო ადრე ამოვიგდებთ თავიდან კომუნისტების დროინდელი სამწვრთნელო სკოლიდან წამოსულ პოპულარულ კონსტანტას, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ 2 ილეთია საკმარისი უკეთესი იქნება.
დაიწერა, რომ ძიუდოისტებმა ბევრი ილეთი იციან, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში მათ ვერ აკეთებენ და ფონს მაინც თავიანთი "კორონნი" ილეთებით გადიან.
ასეთ შეფასებასაც არ ვეთანხმები.
2012-ს რუსეთში, ევროპის ფინალში ლიპომ სულემინს გაუკეთა ილეთი, რომელიც არც მანამდე არც მის შემდეგ მისი შესრულებით აღარ მახსენდება. ამ ილეთმა ვარლამი ევროპის ჩემიპონი გახადა. ისმის კითხვა: არის თუ არა ევროპის ჩემპიონატის ფინალი სერიოზული სიტუაცია და თუ არის, რატომ არ გამოიყენა ვარლამმა წარმატების მისაღწევად მაშინ თავისი სანაქებო უჩიმატა, ან მოგვერდი?
აქვე სხვა კითხვაც, რატომ დაანება შემდგომში მან ევროპის ჩემპიონობის მომტან ილეთის გამოყენებას თავი?
მეორე მაგალითი.
შარშან როცა ბექა გვაკთან გარდაუვალი მარცხის წინაშე იდგა, გარისკა და სუტემი გაუკეთა. ეს გვაკისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ხიდზე დადგა და ბექას გამარჯვება მიანიჭეს.
მე არ მახსენდება გვაკამდე ტაისონას მიერ გაკეთებული სუტემი და თუ აკეთებდა, ძალზე იშვიათად, ალბათ "ჭ" კლასის ტურნირებზე.
ასე, რომ როცა პრეტენზია ძიუდოს მესობაზე გაქვს, ბღლარძუნითა და გაფრთხილებებით მოგებებს არ უნდა შეგვაჩვიო,
უქულოდ და გაფრთხილებით მოგება (თუ მოწინააღმდეგეს პასიურობისთვის არ ხსნიან) ეს არის პირველი ზარი იმისა, რომ შენ კონკრეტულ ძიუდოისტთან ვერაფერი კრეატიული ვერ მოიფიქრე და ვერაფერი გააწყვე, ამიტომ თუ ამ მიართულებით არ იმუშავებ, დიდი ალბათობით შემდეგ შეხვედრაში ის დაგამარცხებს.
This post has been edited by VoK on 7 Feb 2016, 12:57