კომპთან ახლა მოვხვდი ექსპრესგადახვევებით რაც ვნახე ვისაც აინტერესებს ჩემს აზრს მოვახსენებ.
1. საერთოდ ვერ ვიპოვე მარგიანის ჭიდაობა...
მერე ippon.org-ზე შევედი და თურმე 4-ჯერ გაუფრთხილებიათ....
ასე იცის გულშემატკივრებთან "კაჩაობამ"..

ერთი ძველი ქართული სიმღერის არ იყოს
"კაცი რომ გაღარიბდება,
ცოლს დაუწყებს ჯავრობასო"...
ასეა მაგის საქმე...
მე მას ღრმა დუბლებში გადავისროდი...
2. არ მეგონა ამას თუ ოდესმე დავწერდი, მაგრამ სხვების ფონზე ძალზე მომეწონა ტატალა.
ჯერ მარტო მისი გაკეთებული უჩიმატა რად ღირს.

(დ ა გ ი ფ ე თ!!!!!)
მე სხვა დროს არ მინახავს.
3. სუსტია შავი. ვერ უმატებს. პიკზეა გასული. დღეისათვის ტატალა ჯობს და ოლიმპიადაზე ეგ უნდა წავიდეს, ტატალას რომ არ ჩამოეძინოს, იმედი მაქვს, ლაშას უზნაძე ბოლო მომენტამდე წონაში დატოვებს, თორემ მგონი ლიპო უკვე 105 კილოა.

4. გიგანი.
ძალზე ტექნიკურია.
ჩვენი სხვა ძიუდოისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ზრდილობის გულისთვის ჩახტომითს ერთხელ გააკეთებენ და მერე ისევ მამაპაპურ მოგვერდის ჩავლების აღებას ეძალებიან, გიგანი ძირძველი კორეელივით, 3-ჯერ, 4-ჯერ და მეტჯერაც დროფ სეიონაგეს გაკეთებას მუდმივად ცდილობს და რომელიღაც ცდაზე აუცილებლად არტყამს, თუმცა არც ეროვნული ილეთების გაკეთება ავიწყდება.
გამოკვირდა მონღოლს რომ ვერ მოუგო.
ეტყობა ფიზიკური ძალით ვერ დაჩაგრა. კარგი იქნება ამერიკაში იმ ტრენერთან თავს მაგასაც თუ უკრავენ.
5. პაპუნაშვილი.
ჩახტომითი იცის.
მაგრამ დებილური გვერდითი დგომის გამო ვერანაირ შედეგს ვერ დადებს. ფიზიკურადაც მოიკოჭლებს.
6. ზებედა.
არ მწამს მაგ კაცის პერსპექტივის და მომკალით.
როცა შედეგები უნდა დაედო და ავტორიტეტი მოეხვეჭა, მუცელს იფხანდა და წონიდან წონაში შლიგინებდა.
7. გუგავა.
თავის წონისთვის ძალზე დაბალი მეჩვენება.
ძირითადი იარაღი - უჩიმატა, რომელიც მაღლებთან თითქმის გამოუყენებადია.
კარგად გამოსდის სუტემიც, მაგრამ დღეს რატომღაც არ უჩალიჩია.
მალე იღლება. ფიზიკურადაც თავის წონასთან შედარებით სუსტი მგონია.
ფინალში მგონი შანსი არ აქვს.
ვნახოთ.
8. კაციაშვილი.
ვერ ვნახე რატომ და როგორ წააგო.
This post has been edited by VoK on 26 Mar 2016, 16:23
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...