ახლაღა მოვხვდი კომპთან და კაციაშვილის მოგებაც ვნახე, ფიზიკაში მომატებული რომ აქვს, ეტყობოდა.
ზოგადად ჩვენი ახალგაზრდების დიდების ტურნირებზე გამოსვლას რაც შეეხება, ვფიქრობ, 1996 წელს დაბადებულების მიმართ (კუპატაძე, ნაგლიაშვილი, კაციაშვილი, კირაკოზაშვილი, მჭედლიშვილი, ქურდიანი, ოზბეთელაშვილი, მუმლაძე) ნელ-ნელა მომთხოვნები უნდა გავხდეთ, იმიტომ რომ ფაქტიურად დიდების ნაკრებში არიან (ერთი ევროპაღა დარჩათ ახალგაზრდებში), დანარჩენებისთვის კი (მათ შორის ბეგლარიშვილი, სანებლიძე, ზაალიშვილს) დიდებში შედეგების კეთება ძალიან ადრეა, ასაკის მიხედვით 2-3 წელი ახალგაზრდებში აქვთ გასატარებელი.
პ.ს მონღოლეთის პრიზის და რუსეთის სლემის შემადგენლობებს გადახედეთ, ჩვენი მეორე-მესამე ნომრებისთვის თავის წარმოსაჩენად იდეალური ტურნირები იქნებოდა, მაგრამ რად გინდა, როგორც ჩანს ნაკრების ექვსივე მწვრთნელი იაპონიაში შვიდ კაცს ავარჯიშებს, დანარჩენები კი სულ ფეხებზე კიდიათ.