დღევანდელი დღე ჩემთვის დამთავრდა.
მინი შეფასება:
1. ვიღებ შენიშვნას და ბეგლარაშვილზე გაცხარებულ გულზე ნათქვამი უკან მიმაქვს, მით უფრო, რომ ჩემთვის საძულველ გვერდით დგომში აღარ დგას და ახალს კი შეგუება და დამხეცება ჭირდება.
მუშკიევთან ძალზე შებოჭილმა იჭიდავა, არადა გასავათებული და გათანგული აზერის დაგდება თავისუფლად შეეძლო...
ფსიქოლოგიის ამბავიცაა ეს...
2. კუპატა. საშუალო დონის ძიუდოისტი იქნება. ლუხუმაზე ოდნავ კარგი, ან ცუდი.
პაპინას შეუძლია მშვიდად იყოს და კუპატასთან მიმართებაში იოქრუოშვილოს.
დღეს თუ ბრინჯაო აიღო კუპატასთვის უდიდესი წარმატებაა..
3. კაცი. მართლა კაცია, რა.

ერთი შეხვედრა შებოჭვით კი მოიგო, მაგრამ ეგ ილეთს მიყოლებული შებოჭვაა, რაც პარტერში კარგ მომზადებას და სიძლიერეს სულაც არ ნიშნავს.
თუ გამოიტანს დღევანდელი მარცხიდან დასკვნებს ხომ კარგი თუ არადა დარჩება ზებედასავით მუდამ პერსპექტიულად..
მაინც დღეს მან მომანიჭა ყველაზე დიდი დადებით ემოციური მუხტი, ამისთვის დიდი მადლობა და წარმატება მომავალში.
4. ცუდია უდესიანმა რომ ვერ იჭიდავა..
იმედია აწონვაზე არ დააგვიანდა...
დღეს გამოსულებიდან ერთი ეგ აკეთებს ნორმალურად დროფ სეიონაგეს და სამწუხაროდ ვერ ვნახე.
თანაც კაცი რომ წონაში ნაგლის და ბაგრატას ჩააჩოჩებს, თეორიულად სერიოზულ ძალას უნდა წარმოადგენდეს.
ხვალ, კირა და ონო...
ესთეტიზმისა და პატრიოტიზმის სინთეზი.
This post has been edited by VoK on 25 Jun 2016, 17:15
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...