წინამდებარე ანალიზი უზნაძის ფორულელ ძმაკაცურას წარმატებით შეუძლია დააიგნოროს, მით უფრო რომ მადლობებისა და სადღეგრძელოების რეჟიმიდან გასვლას ვაპირებ და ევროპის ამ უსუსტეს ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი ნაკრების მიერ რუსეთის მესამე ნაკრების მინიმალური უპირატესობით ძლევა სულაც არ მიმაჩნია „ძლევაი საკვირველად“.
3 პრობლემას გამოვყოფ, სხვამ სხვა თქვას.
პრობლემა 1
1. რატომ წააგეს მარგველამ და მატიმ გუნდურის ფინალში?
პასუხი თითქოს მარტივია - ვერ აიღეს სასურველი ჩავლებები.
იბადება მეორე კითხვა:
2. რატომ ვერ აიღეს სასურველი ჩავლებები?
იმიტომ რომ მათ წინაშე იდგნენ სწრაფი, მოძრავი, გადაადგილებადი და აგრესიული მოწინააღმდეგეენი, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ რა იყო მათი ფიზიკურად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან გამარჯვების შანსი.
რუსების შემხედვარე გამახსენდა 3-4 წლის წინანდელი დრაკშიჩი, რომელმაც თავისი (მაშინ ფაფხურს ვეძახდი) სტილით გაგვიწამა ზებედადან მოყოლებული, ვიდრე ტატალამდე 73-ის ყველა ლიდერი.
და მხოლოდ ასაკისა თუ სხვა რამის გამო, მას შემდეგ რაც დრაკშიჩმა დაკარგა სისწრაფე და მობილურობა დავიწყეთ მასთან უარყოფითი ბალანსის ნიველირება.
ტაქტიკური ჭიდაობა.
ბევრს ის მხოლოდ მოპოვებული უპირატესობის შიდოების ხარჯზე შენარჩუნება გონია. არადა ტაქტიკაა ყველაფერი ის რაც შენ გამარჯვებას (მათ შორის იპონით) მოგიტანს.
ამ კუთხით, მარგველა და მატი ფიზიკურად გაცილებით სუსტი მოწინააღმდეგეების წინაშე სრულიად უმწეონი აღმოჩნდნენ და შეხვედრის დროს თავიანთ ჭიდაობაში ვერც ვერაფერი შეცვალეს.
მათი შემხედვარე რატომღაც კრივში ალვარეს & მეივეზერის შეხვედრა გამახსენდა, სადაც ფიზიკურად გაცილებით დიდი და ძლიერი ალვარესი 12 რაუნდის განმავლობაში ისე გაილახა, რომ მეივეზერს ერთი სერიოზული დარტყმა ვერ მიაყენა.
ჩემი აზრით, თანამედროვე ძიუდოში შეტევითი გეგმა A, B და თუ საჭირო გახდა C -ს გარეშე ასპარეზობა არის სწორედ ტაქტიკის უქონლობა და არა დოღის ცხენივით ტატამის კიდეზე სირბილი.
კორეელი, იაპონელი და მონღოლი მსუბუქების სისწრაფეები გასათვალისწინებელია და ამ კუთხით რაღაცაა მოსაფიქრებელი.
პრობლემა 2.
ისევ და ის ყბადაღებული სუტემი და დროფ სეიონაგე.
ამ ჩემპიონატში ლიპოს და ჩირიკას ქონდათ ჩახტომითი კისრულის წარმატებული მცდელობები, მაგრამ ეს წვეთია ზღვაში.
ტაქტიკური ჭიდაობის ერთერთი გეგმა შეიძლება იყოს 2-3 ჯერ მოწონააღმეგეზე დროფ სეიონაგეზე წასვლა, რაც მაც ამ ილეთის ბლოკირებისთვის გადააწყობს, მერე კი გადასვლა ე.წ. „კორონნი“ ილეთებზე.
იგივე სუტემი.
ჩვემენი მას მხოლოდ დროის გაყვანისთვის იყენებენ, მაგრამ ის ასევე ეფექტურია ის შეტევისას.
იხილეთ, რაც პოლონელმა მძიმეწონოსანმა ქალმა რუსს გაუკეთა.
ყველა ვარიანტში, სუტემსაც და დროფ სეიონაგესაც სათანადო მომზადება ჭირდება, თორემ უსუსურად გაკეთებული ეს ილეთები (მარგველას ქონდა მცდელობა) ან კონტრაზე მოგიყოლებს, ან შიდოს აგკიდებს.
ჩემი აზრით, ნაკრებში ამ ილეთების დახვეწას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
როცა ნულიდან მანქანის აწყობა გინდა და იდეებს იპარავ ისინი ჯობს მერსედესიდან აიღო ვიდრე ლადა კალინადან,
ჭიდაობენ კორეელები და იაპონელები უპირატესად სუტემითა და დროფ სეიონეგეთი?
იჭიდავე შენც, ოღონდ რაც იცი ის არ დაივიწყო.
პრობლემა 3.
ნაკრები პრაქტიკულად არ ჭიდაობს პარტერში.
ლიპოსაც კი, რომელიც ამ კუთხით ყველასგან გამოირჩევა ბევრი აქვს სამუშაო.
გაიხსენეთ გუნდურის ფინალში რამდენიმე მცდელობის მიუხედავად რუსს ვერაფერი მოუხერხა.
სუტემის არ იყოს ჩვენემი პარტერსაც მხოლოდ დროის გასაყვანად იყენებენ და ყველამ მათ შორის მოწინააღმდეგეებმაც ეს ძალზე კარგად იციან.
კიდევ შეიძლებოდა რაღაცეების დაწერა, მაგრამ სამსახურში მაგვიანდება...
პ. ს. ვთვლი რომ ბაქოში ჩვენი ნაკრები აუცილებლად უნდა წავიდეს და რეალურად გაიტესტოს სერიოზულ მოწინააღმდეგგებთან.
პრემიები უკვე გაინაღდეს ახლა განვითარებაზეც იფიქრონ...
This post has been edited by VoK on 25 Apr 2016, 09:05