ინებეთ მომავალი წლის საერთაშორისო კალენდრის ბოლო (2016 წლის 22 სექტემბერი) ვერსია.
http://99e89a50309ad79ff91d-082b8fd5551e97...-1474629109.pdfაღსანიშნავი გარემოებები:
1. თბილისის გრან პრი იგივე დროს, ევროპის ჩემპიონატამდე სამი კვირით ადრე, იმართება.
2. ბაქოს სლემი მაისის დასაწყისიდან 10-12 მარტს გადმოუტანიათ, რაც ძალიან კარგია - ჩვენები პარიზთან ერთად მოსამზადებლად ბაქოს გამოიყენებენ და დიუსელდორფში საერთოდ აღარ წავლენ (ლიდერებზე მაქვს საუბარი).
3. რუსეთის სლემი ივლისიდან 20-21 მაისს გადმოუტანიათ. ევროპის ჩემპიონატიდან ერთ თვეში მთლად ხელსაყრელი დრო ვერ გამოდის (ივნისი ჯობდა), მაგრამ ძველს ნამდვილად ჯობია.
4. ჯეჯუს გრან პრი არც მომავალ წელსაა გათვალისწინებული, როგორც ჩანს კორეელებმა პრიორიტეტებს გადახედეს.
5. მასტერსი საერთოდ არაა გათვალისწინებული, შესაძლოა მოლაპარაკებების წარმოების პროცესში არიან და მოგვიანებით ჩასვან.
6. მომავალ წელსაც 5 სლემი იმართება, მასპინძელი ქვეყნები უცვლელია.
7. კალენდარში ჯერჯერობით შვიდი გრან პრია ჩასმული, ანუ 2016 წელთან შედარებით სამს (ჰავანა, ბუდაპეშტი, ულანბატორი) მოვისაკლისებთ.
8. ივნის-ივლისში ფაქტიურად არცერთი წონადი ტურნირი (სლემი ან პრიზი) იმართება, ძიუდოისტებმა მსოფლიოსთვის პრაქტიკა სად უნდა მიიღონ, გაურკვეველია.
იქნებ ვიჩალიჩოთ და ჩვენი ტურნირი ივნისში გადმოვაწევინოთ, ჩვენი ლიდერებისთვის იდეალური დრო იქნება და ბევრად ძლიერი შემადგენლობაც შეიკრიბება. მარტში ბაქოს სლემის შემდეგ, ასევე სამსუნის პრიზის და ევროპის წინ ცუდად ვართ ჩაკვეხილები.
მთლიანობაში მომწონს ცვლილებები, მათი გათვალისწინებით ჩვენი ნაკრებისთვის სეზონის დაგეგმვა ახლავე შეიძლება:
ფაქტიურად პირველ-მეორე ნომრები 4 ან 5 დიდ სლემზე და მსოფლიო-ევროპაზე უნდა გამოვიდნენ. პრიზებიდან მხოლოდ თბილისში შეიძლება, ისიც გულშემატკივრის ფაქტორის გათვალისწინებით, სხვაგან არაფერი ესაქმებათ. ახალგაზრდებს, ზოგადად რეზერვს, თბილისის გარდა მინიმუმ 6 გრან პრი და უამრავი კონტინენტის ღია პირველობა რჩებათ. როგორც იტყვიან ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
This post has been edited by solo-solo on 23 Sep 2016, 22:42