უზნაძის ფორუმელმა უნიჭო „გამპრავებლებმა“, რომლებიც სიტყვა „სპორტსმენის“ მაგივრად დღემდე „სპორცმენს“ წერენ, უკვე საღადაოდ გამხდარი - „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ „წარმატებით“ შეცვალეს უფრო თანამედროვე, მაგრამ ასევე სულელური - „ბიჭები გეგმის მიხედვით ემზადებიან და პიკზე აგვისტოში გავლენ“-ით.
თითქოს სხვებს მზადების გეგმა ფეხებზე ეკიდოთ და პიკზე გასვლასაც 10 წლის შემდეგ აპირებდნენ.
როცა მოწინააღდეგე, ამ ეტაპზე, გჯობნის აპრიორი რატომ აჯობებ მას 3 თვის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარია.
რატომ არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თუ ისინი ახლა გვამარცხებენ, ასევე არ გაგრძელდება მომავალში?
რა მოხდება ამ სამ თვეში ჩვენთან ისეთი, რასაც ჩვენი ოპონენტები აბსოლუტურად ფეხებზე დაიკიდებენ და განვითარების მაგივრად რეგრესის გზას დაადგებიან?
მომზადების რაიმე ზესაიდუმლო, ზეთანამედროვე და რევოლუციური გეგმა გვაქვს შემუშავებული თუ რაშია საქმე?
რომ ვაკვირდები, 2012-ში ლაშას მიერ ყარაულის თოფივით გავარდნილმა ოქრომ დათვური სამსახური გაგვიწია.
იმის შემდეგ სულ გვგონია, რომ 2016-ის ოლიმპიადაზეც
პაპინა დაძლევს აზიურ, რუსულ და ახლა უკვე დასავლეთევროპულ სინდრომს.
მარგველა გახდება მეორე ლაშა.
იგივე ლაშა აიღებს მეორე ოქროს.
ჩირიკა ფორმის პიკზე ზუსტად 11 აგვისტოს იქნება და ყველას დაღეჭავს.
ორ ილეთა ლიპო, ბოლოს და ბოლოს ოქროს შეწვდება
ბექა, არ გაიჭყლიტება
ადამას ტატამზე არ დაეძინება.
მასე მეც მაქვს ლატარიაში მილიონის მოგების შანსი, მაგრამ ამის გამო სამსახურს თავი დავანებო?
ნურას უკაცრავად.
წლევანდელ იმპოტენტ ევროპაზე აღებული ოქრო-ვერცხლის ელვარება აგვისტომდე კი დაგვაბრმავებს, მაგრამ არსებულ პრობლემებს ვერ გადაფარავს.
რა უნდა გაკეთდეს?
ჩემი აზრით, აუცილებელია ნაკრების ბაქოს გრანდ სლემზე სრული შემადგენლობით გამგზავრება და აი რატომ?
1. უძლიერეს მეტოქეებთან და კონკურენტებთან პაექრობის დროს ნათლად გამოჩნდება, ამ ეტაპზე, სად ვართ, რა გვაქვს მოსამატებელი, ახალი სასწავლი და რა გამოგვდის კარგად,
2. ბაქო ყურისძირშია და ფინანსურად ბევრი არაფერი ხარჯი იქნება.
3. მსუყე ქულებს იძლევა და წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია შორეული მექსიკის მასტერსის გამოტოვება.
და კიდევ,
4. ძალიან მინდა შავიმ ორუჯევი საკუთარი მაყურებლის წინაშე დაამარცხოს.
ეს იქნება მისთვის უდიდესი სტიმული და ამით ის ახალ წონაში თავს საბოლოოდ დაიმკვიდრებს.
ნაკრების შემადგენლობა:
პაპინა, ლუხუმა,
ვაჟა, თათარასა და ნაგლის შორის სპარინგში გამარჯვებული.
ტატალა, შავი.
ჩირიკა, პაპუნასა და კირაკოზას შორის სპარინგში გამარჯვებული,
ლიპო და ნებისმიერი, ყაყიჩასა და პ. ღვინიაშვილის გარდა,
ბექა, თუში თუ ისევ დასჯილია, ტაველა,
მატი, ადამა.
დიახ, ბატონებო.
ბაქო ჩაგვახედებს სარკეში და დაგვანახებს ჩვენს რეალურ სახეს.
გარეგნობა თუ არ მოგვეწონება სარკე კი არ უნდა დავამტვრიოთ, არამედ კუზანოვს უნდა მივმართოთ.
This post has been edited by VoK on 23 Apr 2016, 10:22
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...