ჩვენი მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმია, რასაც, გვინდა თუ არა, მენტალურ პრობლემებთან მივყავართ.
აღნიშნულის მოკლე და ძალზე საინტერესო ისტორიული მაგალითი შემიძლია აქაც მოვიყვანო, მაგრამ თემის გაოფება და ფორუმელი „ღირსების პოლიციელების“ აძარღვიანება რომ არ გამოვიწვიო, მარტო სპორტული კუთხით შემოვიფარგლები.
რას ვგულისხმობ?
მარტო ჩვენთან შეიძლება სპორტსმენის ჩაგდებული ტურნირი „გაპრავდეს“ ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა:
გადაიღალა, ფორმაში არ იყო, ტრავმირებული ჭიდაობდა, ტაშფანდურებსა და ტელევიზიებში გადაღებებს გადაყვა და ა.შ.
წარმოგიდგენიათ იაპონიისა და კორეის ნაკრებში ისეთი სპორტსმენის დაყენება, რომელიც წინასწარ იცი, რომ ფორმაში არაა, გადაღლილია, ტრამვირებულია, ან შოუებში მონაწილეობის გამო მთავარზე ვეღარ კონცერტრირდება?
იცოდა რა საკუთარი არასახარბიელო ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კონდიციები, ტატამზე გამოსვლას და შერცხვენას თავი აარიდა. ამის გამო პაპინა მადლობას იმსახურებს.
როდის უნდა შევიგნოთ, რომ ნახევარი ძალით და ცალი ხელით ფარჩაკ ოუფენებსაც ვეღარ ვიგებთ და თუ სპორტსმენი 100%-ით მზად არ არის მასზე ხარჯები არ უნდა გასწიო და ტურნირზე არ უნდა წაიყვანო?
ამიტომ თუ ძიუდოისტი შეჯიბრზე გამოდის, მე ვთვლი, რომ ის ბოლომდე მზად არის და კრახის შემთხვევაში ზემოთმოყვანილი „გაპრავებები“ ჩემთვის მიუღებელია.
მე მათ რიგებში ვარ, ვინც მარგველას ბაქოში წაყვანას მხარს უჭერდა.
მიზეზი უმარტივესია:
მისმა კასტრირებულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებამ მხოლოდ იმაში დამარწმუნა, რომ ვაჟა მოსაგებ შეხვედრებს იგებს, ხოლო რამდენად ტოპი და ელიტაა, ამაზე პასუხი ევროპაზე ოდნავ ძლიერ ბაქოს გრანდსლემს უნდა გაეცა.
გასცა კიდეც,
დამწყები ძიუდოისტივით, პირველივე შეხვედრაში, პირველივე მისვლაზე, პირველივე განუთესავ აზიელთან წააგო და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ყაზახი გავიდა ფინალში თუ არა.
გუშინ გამოსული სხვა 3 ძიუდოისტის პერსპექტიულობაზე და ნიჭიერებაზე, არაფერს ვიტყვი, არ მინდა რომ მათ ახლობლებს გული ვატკინო.
This post has been edited by VoK on 7 May 2016, 09:17
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...