წლის საუკეთესო ივენთზე გაიწევს ალბათ.
200-ზე უფრო ხმაურიანი გვარებია, მაგრამ ბრძოლებიც იქნება თუ არა შესაბამისი, არავინ იცის.
ჰენდერსონს ყოჩაღ, 45 წლისაა უკვე.
ისე, ასაკში სისწრაფეს და ძალას კარგავენ, მაგრამ ამტანობა ემატებათ მგონი, რა დარტყმებს გაუძლო იმ ცხოველი ლომბარდისგან.
ჰოლოვეი - ლამასმა რომ რამდენიმე წამიან მონაკვეთში დარტყმები გაცვალეს, ალბათ ეგ იყო საუკეთესო ჰაილაითი. არა, პრინციპში, მაგის თქმაც რთულია, ჰენდერსონის ნოკაუტიც პიზდეცი იყო.
დიდწილად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ბრძოლის გარდა.
ამას ჰქვია მეტოქის არ დაფასება, რამდენიმე წამი ველოდებოდი, როდის გააქტიურდებოდა როკჰოლდი და რომ არ გააქტიურდა და ისევ ისე გააგრძელა, მივხვდი, რომ ერთ სერიოზულ პანჩს ვერ აცდებოდა და მანდ დაერხეოდა.
წაქცევის მერე ხელების აწევის თავიც არ ჰქონდა, თორემ სახეზე რომ აეფარებინა, არ გააჩერებდა მსაჯი ეგრევე.
მოკლედ, რემატჩი ალბათ აღარ იქნება, სოუზას აჩხუბებენ ქამარზე და როკჰოლდს აჩხუბებენ ვეიდმანთან და მაგათ შორის გამარჯვებულები იჩხუბებენ ქამარზე.
ამასობაში ვიტეკერმა 1-2 ბრძოლაც თუ მოიგო, 7-მდე აწევს ვინ სთრიქს და მაგის ჯერიც მოვა.
მოვლენების ასეთ განვითარებაზე ჩამოვდივარ ფსონს
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".