#48634181 · 22 Aug 2016, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | 60 კგ. - პაპინა ჩამოყალიბდენა წონის ოქრუაშვილად. რაც იმაში გამოიხატება, რომ ქართველ კონკურენტებს ცალი ხელით მოუგებს, უცხოელებთან კი „სინდრომი“ „სინდრომს“ მიემატება. წონის მეორე ნომერი - ლუხუმა, ვერ ისარგებლებს პაპინას რეგრესით, რადგან ამისთვის, ელემენტარულად, ნიჭი არ ეყოფა, ლუხუმას იქით უკუნი და სიბნელეა. მოზარდი ბეგლარაშვილი, ალბათ, მაინც 66-ის კადრია, მისი 60-ში დარჩენაზე და იქ რამე პერსპექტივაზე საუბარი, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. |
პაპინაზე ვერ დაგეთანხმები, არ არის ეგ ისეთი მოჭიდავე, თუნდაც საქართველოში ყველას ცალი ხელით მოუგოს. რა თქმა უნდა თუ მეორე მესამე და მეოთხე ნომრებს ცოტა ყურადღება მაინც მიექცევა და ყველგან პაპინა არ წავა შეჯიბრი იქნება თუ შეკრება. 2020-შიც პაპინას თუ აჭიდავეს იქნება კატასტროფა.
ლუხუმაზე გეთანხმები, არ ეყოფა არც ტალანტი და არც მონდომება ტოპ ძოიდოისტად ჩამოყალიბებაში. აუცილებლად ახალი კადრია მოსაძებნი, კუპატაძე არ არის ცუდი ბიჭი, ვნახოთ რას იზამს. ბეგლარაშვილიც მგონია 66-ში ავა.
QUOTE | 66 კგ. ერთ დროს ჩვენი ყველაზე პრობლემური წონა გახდება ყველაზე საინტერესო. მარგველა, ბაგრატა, ნაგლი, უდესა, სავარაუდოდ 60-დან ამოსული რობიზონა. კვალიფიციური მწვრთნელების ხელში შესანიშნავი მასალაა ჯანმრთელი კონკურენციისა და სერიოზული შედეგების დასადებად. |
ყველაზე მაგარი კონკურენცია იქნება ამ წონაში და შედეგსაც ძალიან მალე გამოიღებს. ჩემი აზრით, მარგველა 1-2 წელიწადში დაკარგავს პირველი ნომრის ადგილს ამ წონაში. ნინიაშვილი და ბეგლარაშვილი მგონია პირველი ნომრების რეალურ კანდიდატათ.
QUOTE | 73 კგ. ოლიმპიადაზე შავის წარმატების შემთხვევაში ამ წონაში ტატალაშვილის ადგილს ვეღარ ვხედავ. ნუგზარი, ან მეორე ნომრობას უნდა შეეგუოს ან ფსიქოლოგიური პრობლემები გაანადგურებს. მეორე ნომრობას ტატალას ახალგაზრდა კაციაშვილი და ფიქრებით უფრო ხშირად მარსზე მყოფი, მაგრამ მაინც ჩემი ერთერთი საყვარელი ძიუდოისტი - გიგანი შეეცილებიან. სხვებს ჯერჯერობით ვერავის ვხედავ. |
აქ უპირობოდ შავი იქნება ლიდერი თუ რამემ არ შეუშალა ხელი. რაც შეეხება მეორე ნომერს, არამგონია ტატალა იყოს, უფრო კაციაშვილზე ვფიქრობ.
QUOTE | 81 კგ. აქაც საინტერესო სიტუაციაა. თუ კირამ გაცემული ავანსები გაამართლა, ჩირიკა ან კარიერის დასრულების, ან წონის შეცვლის ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდება. რატომ კარიერის დასრულება? იმიტომ რომ ძიუდოს მესი მეორე ნომრობას ვერ შეეგუება, თანაც, როგორც აღმოჩნდა, ფორმის პიკზე გასასვლელად არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს. |
ნაადრევად მეჩვენება ჭრიკის ჩამოწერა. თუ მწვრთნელებმა მისცეს გახსნის საშუალება და ტაქტიკური ჭიდაობიდან ისევ შემტევზე დააბრუნეს, გაუჭიდრდება კირაკოზას პირველი ნომრობა. 2020 წლის შემდეგ კიბატონო, გაეხსნება გზა, მაგრამ 27 წლის ასაკში პირველად ოლიმპიადის ჭიდაობისთვისაც ცოდოა ეს ბიჭი.
არამგონია ჭრიკიმ წონა შეიცვალოს.
QUOTE | 90 კგ. ერთ დროს ჩვენ წონად მიჩნეული წონა, ახალ ოლიმპიურ ციკლისთვის სრულიად გამოშიგნული და გამოფატრული ხვდება. ლიპო 100-ში ადის. ბექა? დღეს თუ 27 წლის ზრდადასრულებულ ლიპოს 6-7 კილოს დაკლება უწევს და ამას დიდი გაჭირვებით ახერხებს, რატომ გააკეთებს იგივეს უფრო მარტივად ჯერ კიდევ მოზარდი ბექა? ვფიქრობ, რომ ბექას ძალზე გაუჭირდება ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების გარეშე 90-ში დაბრუნება, |
რატო ფიქრობ რომ ვერ ჩამოვა ბექა 90-ში? როგორც ვიცი 4-5 კგ აქვს რეალურად ზედმეტი და სავსებით რეალურია სწორი ვარჯიშიც ამ წონის დაკლება უკვე 2017 წლის ტურნირებისთვის. ნამდვიალად უაზრობა იქნება ბექას და ლიპოს 100-ში აყვანა, გაუჭირდება ბექას სიმაღლის გამო 100-ში ჭიდაობა
QUOTE | +100 კგ. აქ უნდა დამთავრდეს ლოტოს კოჭების ეპოქა. |
ამაში სრულიად გეთანხმები. უნდა გამოჩნდეს ვინმე რინერის ტანის, თორე ისე შანსი არ გვაქვს. და ბოლოს, აუცილებლად მიმაჩნია პირადი მწვრთნელების ჩართვა მომზადებაში, განსაკუთრებით მოდებაძე როგორ უნდა ჩამოაშორო მოსამზადებელ პროცესს არ მესმის  დიდი იმედი მაქვს იაპონელ მწვრთნელს ჩამოიყვანენ.
|