ფეისბუქმა ამომიგდო
2012 წლის 3 აგვისტო.
მიმდინარე ოლიპიადაზე რუსეთის ნაკრებს დღემდე 3 ოქროს მედალი აქვს და სამივე ძიუდოში. ამას დაუმატეთ სხვადასხვა წონაში მოპოვებული სხვადასხვა სინჯის მედლები და დღეს, ჯერ კიდევ შეჯიბრებაში ჩაუბმელი მძიმე წონოსანი მიხაილინი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული შეჯიბრება რუსეთის ნაკრების სრული ტრიუმფით მიმდინარეობს.
იბადება კითხვა, ვინ არის ამ წარმატების შემოქმედი?
ეს კაცი, რუსეთის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ენცო გამბაა, წარსულში თვითონაც ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ნაკრებში 2009 წლიდან მუშაობს.
დანიშვნისას გამბამ 2 პირობა დადო:
1. აუცილებლად რუსულს ვისწავლიო.
ისწავლა,
ვარჯიშებს რუსულად ატარებს, პრესკონფერენციებზე რუსულ ენაზე მეტყველებს.
ამას გარდა, შეჯიბრების დროს იმდენად ემოციურია (ალბათ, იტალიური ტემპერამენტი თავისას შვება

) ისეა ჩართული შეგირდის ორთაბრძოლაში, რომ იფიქრებ, ერთი სული აქვს თვითონ როდის შევარდება ტატამზე..
2. შევეცდები ჩემში მოვკლა დიდი სპორტსმენი და მხოლოდ მწვრთნელი და აღმზრდელი დავიტოვოო.
რამდენად შეძლო ენცო გამბამ დადებული ორივე პირობის შესრულება, ამ ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების ფენომენალური გამოსვლაც ადასტურებს...
აქეთ კი ზანზიბახერი.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და.... წერტილი.
ჩემი აზრით, დღეს ოქრუაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობის შემთხვევაშიც კი მან პოსტი უნდა დატოვოს...
ენცო გამბასნაირი, კაცი, ადამიანი და მწვრთნელი გვინდა...
გაიტანეთ ავსტრიელი სფინქსი.
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...