მე უკვე კმაყოფილი ვარ, მთავარია ლიპარტელიანი არ იყოს ჯერ კმაყოფილი.
გახსოვთ 2013 წლის მსოფლიოზე 1/2 ფინალში დენისოვთან გამარჯვების შემდეგ რა ემოციებში იყო, თითქოს უკვე ოქრო ჰქონდა მოგებული.
ახლა პირიქით, სიხარული მინიმალურად გამოავლინა, იცის რომ ჯერ ყველაფერი წინაა და სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ბოლომდე მობილიზებული და შემართული გავა ბეიკერის წინააღმდეგაც.
ბეიკერთან შეხვედრებს რაც შეეხება, ორჯერ შეხვდა, ორივეჯერ ტოკიოს სლემზე, ორივეჯერ უგებდა (მეორედ საერთოდ ორი წამით ადრე გაუშვა იუკო და მერე დამატებითში მტკივნეულზე მოყვა) და მხოლოდ თავისი შეცდომების გამო წააგო.
დარწმუნებული ვარ, ლიპარტელიანი ტაქტიკურ ჭიდაობაში აჯობებს ბეიკერს, მთავარია შემთხვევითი ილეთი არ გაუშვას და ჩემპიონობის ძალიან დიდი შანსი აქვს. ისე კონკრეტულად ლიპოსთვის გვაკი უფრო საშიში მეტოქე მეგონა.
ვნახოთ, იმედია დღესვე გვეყოლება ოლიმპიური ჩემპიონი.
This post has been edited by solo-solo on 11 Aug 2016, 00:18