თუმცა მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ პოსტის დასაწერად მაინც ემოციების დაცხრომას დაველოდე.
პირველ რიგში მივმავრთავ იმ უზერს, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჩემ ფრაზას თითქმის ერთი წელია სიგნიჩად ატარებს:
- იდეალში ლიპოს გაასება ჯობს, რადგან შანსი არაა მას 90-ში რამე გამოუვიდეს@VoK
რადგან უზნაძემ მიზნად ყველა წონაში ლიცენზიის აღება დაისახა, მაშინ ჩავთვალე რომ ასისთვის მსუბუქი და დაბალი ბექას გაასებას, ლიპოს წონაში აწევა ჯობდა.
მიზეზი მარტივია: ადრეც ვთვლიდი და აზრი არც ახლა შემხვლია, რომ ვარლამი არაა ის ძიუდოისტი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ტურნირის მოგება შეუძლია. გუშინდელი გვაკისა და ბეიკერის შემხედვარემ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბექას 90-ში არ დაყენებით საქართველოს თითქმის განაღდებული ოქრო დააკარგვინეს.
ის რომ ვერცხლი, უკვე კარიერის პიკგადავლილი, ლიპოსთვის თითქმის არაფერს ნიშნავს, კვარცხლბეკზე მდგარის ცრემლებიც ადასტურებს. იგივე შედეგი მას 100 კგ-შიც შეიძლება გაეკეთებინა და ქვეყანანს ხვალ ერთით მეტი მედალი ექნებოდა.
ასე, რომ მეგობარო, ეგ სიგნიჩა დიდხანს არ წაშალო და ხანდახან ჩახედე ხოლმე.
მთავარი კითხვა:
ქონდა თუ არა ვარლამის ფსიქოლოგთან მუშაობას შედეგი?
პასუხი ცალსახაა - ქონდა.
კაცი, რომლის დიდი ტურნირების მაქსიმუმი, როგორც წესი, ნახევარფინალი იყო, ამ ოლიმპიადის ფინალში ერთი ამოსუნქვით გავიდა და გზად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გაანადგურა.
მაგრამ
ფინალში რაც მოხდა ეს ცალკე განხილვის თემაა:
1. ლიპოს რომ იუკო აეღო და მერე ბეიკერივით ერბინა, რამდენი თქვენგანი მოითხოვდა მისი გაფრთხილებების გამო დისკვალიფიკაციას?
ასე რომ მსაჯების ფაქტორი გამოვრიცხოთ.
2. ვარლამს სიტუაციის გამოსასწორებლად თავზესაყრელი დრო ქონდა და მან ეს ვერ მოახერხა.
თავი ისევ ძველმა სენმა იჩინა და უკვე მერამდენედ ვერ ახერხებს ლიპო დაწინაურებული მეტოქისთვის პრობლემების შექმნას?
ამიტომ არის შავი ლიპოზე მაგარი და ამიტომაც აქვს მას ლიპოსგან განსხვავებით საჩემპიონო ხასიათი და მენტალიტეტი.
3. ევროპა 2012 წლის ფინალისგან განსხვავებით, ვერანაირი ტექნიკური სიახლე ამ ფინალში ლიპომ ვერ შემოგვთავაზა.
4. კომენტატორებმაც აღნიშნეს და მეც ვეთანხმები, რომ ბეიკერი მას აძლევდა სასურველ ჩავლების აღების შესაძლებლობას, მაგრამ რატომღაც ლიპომ მკვლელი უჩიმატა და მოგვერდი ერთხელაც კი ვერ გააკეთა.
5. ფეხის ტექნიკა ნული. არანაირი აშივაზა და კოუჩი.
6. ნევაზაში მუშაობა ნული. ერთხელ არ უცდია ბეიკერის პარტერში ჩათრევა.
7. ერთი ორჯერ ზურგშექცეულ ბეიკერს არ გამოეკიდა და არ დააგდო, არადა ხომ გახსოვთ ასეთივე სიტუაციაში ბექა იუკოზე როგორ მოსვა?
როგორ, ბექასთან შეიძლება და ბეიკერთან არა?
8. მთელი ჭიდაობა მიდიოდა 21 წლის ბეიკერის სცენარითა და გეგმით, რაც 27 წლის ძიუდოს ჩვენი ტაქტიკოსისა და პროფესორისთვის სრულიად დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა.
და მაინც, შეეძლო თუ არა ლიპოს ოქროს მოგება.
ჩემი აზრით, კი.
ოღონდ ამისთვის ტატალა-შავისა და ადამა-მატის მსგავსად ბოლო ტურნირამდე ბექასთან კონკურენციაში უნდა ემყოფათ და თავი დაენებებინათ ერთი წლით ადრე მისთვის სასათბურე პირობების შეექმნას.
სამართლიანი კონკურენცია დაძლეული ბექა, ან ლიპო გუშინ უეჭველად დადებდა იმ სინჯის მედალს, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდება მთელი ქვეყანა.
დასკვნის სახით:
ვულოცავ ლიპოს ვერცხლს.
ეს მაქსიმუმია რაც მას ამ ეტაპზე შეეძლო, დანარჩენი ახალ წონაში დაამატოს, რომელთან გაშინაურება და ალღოს აღება, არ უნდა გაუჭირდეს.
დანარჩენებს კი გილოცავთ ხვალიდან, 90-ის მომავალი მონსტრის, ბექა ღვინიაშვილის ბუნებრივ წონაში დაბრუნებას.
This post has been edited by VoK on 11 Aug 2016, 09:19
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...