პრუსიელი ოფიცერი, სამხედრო მწერალი და საბრძოლო მოქმედებების თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევეცი ამბობდა, რომ
1 სტრატეგიულ შეცდომას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე 10 ტაქტიკურს.
აქედან გამომდინარე, ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის X პიროვნებით ჩანაცვლების შემთხვევაში თუ რადიკალურად არ შეიცვალა ნაკრებთან მუშაობის მიდგომები, რაც გამოიხატება:
- ტექნიკურ და ფიზიკურ მომზადებაში უახლესი ტრენდების გამოყენებაში;
- სპორტსმენების ფსიქოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესებაში;
- მოწინააღმდეგეთა შეხვედრათა ანალიზში;
- კურატორთა ინსტიტუტის დანერგვაში;
- წონებში კონკურენციის გამძაფრებაში;
- კონკრეტული მოწინააღმდეგისთვის ტაქტიკის ინდივიდუალურად შერჩევა-შემუშავებაში, რაც არანაირად არ გულისხმობს მხოლოდ გაფრთხოლებებზე ჭიდაობას;
- სპორტული ტურიზმის აღკვეთაში;
- ტრამვირებული სპორტსმენების ტურნირებით დატვირთვაში;
- პრემიების გამო დღევანდელი დღით ცხოვრებასა და პერსპექტივის ფეხებზე დაკიდებაში;
- ძიუდოისტების დოპინგზე შესაძლო ჩავარდნაში;
- კლანურობაში;
- ფავორიტი ძიუდოისტების არსებობასა და მათთვის სასათბურე პირობების შექმნაში;
- უაზრო გასვლითი, ვითომ მოსამზადებელი ტურნეებში ფულის ფლანგვასა;
- და სხვა მრავალ მაიმუნობებში;
ჩვენ დავუშვებთ სტრატეგიულ შეცდომას, რასაც კიდევ ერთი 4 წლიანი ციკლის ჩაგდება მოყვება.
არსებობს კი საქართველოში მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მწვრთნელი, რომელსაც არ ყავს ძმაკაც-ახლობელთა მთელი არმია, რომელიც საერთო ჯამიდან მსუყე ლუკმის დათრევაზე უარს იტყვის? ან რა უნდა ასწავლოს საბჭოთა კავშირის დროინდელი ფიზკულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულის მიერ გაწვრთნილმა ყოფილმა, თუნდაც თავის დროზე წარმატებულმა ძიუდოისტმა, რომლის მთელი ფილოსოფია 2 ილეთის დამუშავებასა და „ხელი ზემოდან“-ის იქით ვეღარ მიდის?
გაინტერესებთ რას ჩავთვლი ტაქტიკურ შეცდომად?
ზემოთჩამოთვლილი რეფორმების გატარების შემთხვევაში სასურველი შედეგების არ არსებობას.
მაშინ ვიტყვი, რომ განვითარების გზა სწორია, ხოლო X პიროვნების კვალიფიკაცია - არასაკმარისი.
This post has been edited by VoK on 15 Aug 2016, 22:12
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...