60 კგ:
პაპინაშვილი - ამ ეტაპზე წონის ლიდერია, თუმცა 28 წლის არის უკვე და სავარაუდოდ რეგრესი სახეზე იქნება 2-3 წელიწადში. ტოკიოში გამორიცხულია პაპინა წავიდეს. ზოგადად ევროპის დონის საშუალოზე მაღალი ძიუდოისტია და ნორმალური კარიერაც ჰქონდა, მაგრამ დროა ვიღაცამ ჩაანაცვლოს.
ჩხვიმიანი - მე პირადად ვერ ვხედავ მასში წონის ლიდერს. საქართველოს მასშტაბებით მშვენიერი ძიუდოისტია, მაგრამ საერთაშორისოზე ვერაა კარგი. თან 23 წლის არის უკვე და შედეგები უნდა ჰქონდეს წესით, თუმცა დაველოდოთ, შესაძლოა გამოცდილების ხარჯზე სწორედ მან ჩაანაცვლოს პაპინა, მაგრამ პირადად ჩემი აზრით გაუჭირდება რაიმე შედეგის დადება დიდ ჩემპიონატებზე. ბროლაშვილსაც მის გვერდით გავიყვანდი, 25 წლის ასაკში ძიუდოისტს უნდა ჰქონდეს შედეგები უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ბეგლარაშვილი - ჩემთვის ფავორიტია ამ წონაში, თუ რამე სერიოზული არ მოხდა, სწორედ ის დაიკავებს პირველი ნომრის ადგილს და ტოკიოშიც წავა
არიან კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ამ წონაში, რომლებმაც შეიძლება გაუწიონ კონკურენცია (ნოზაძე, ხუბაშვილი, გეჯაძე, ნიაზაშვილი), მაგრამ მეეჭვება რაიმე გაახერხონ (ამ ოლიმპიურ ციკლში ყოველშემთხვევაში)
66 კგ:
მარგველაშვილი - ამ ეტაპზე ნამდვილად ყველაზე ძლიერია წონაში, თუმცა ნამდვილად არ აქვს მყარი პოზიცია.
ნაგლიაშვილი - მარგველას მთავარი კონკურენტად მიმაჩნია და არ გამიკვირდება ჩაანაცვლოს კიდეც. მე პირადად ძალიან მომწონს ეს ბიჭი.
თოთლაძე მომეწონა ამ ჩემპიონატზე ძალიან. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება შემდეგ წლებში.
73 კგ:
შავდათუაშვილი - აშკარა ლიდერია წონის, თავისი მონდომებით, შრომით და ნიჭით დღეისათვის უკონკურენტოა ჩემი აზრით. თუ ასე გააგრძელა დიდი ალბათობით მესამედაც წავა ოლიმპიადაზე.
ტატალაშვილი - ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისადმი, აშკარად ჩამოუვარდება შავის კლასით და განსაკუთრებით ნიჭით. ვერც იაპონურმა შეკრებამ შემატა რაიმე ღირებული. მყარი მეორე ადგილი უჭირავს ამ ეტაპზე წონაში.
გიგანი - კარგი ბიჭია, თუმცა ჩამოუვარდება მაინც ტატალას და შავის, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან ცოტას აჭიდავებენ და შესაბამისად სათანადო გამოცდილებასაც არ იღებს. ცოტა მეტი გამოცდილება და თავისუფლად ჩაანაცვლებს ტატალაშვილს მეორე ნომრის პოზიციაზე.
ნიაზაშვილი და გიგაური - ესენი კარგი ბიჭები არიან, ასაკითაც დასაღვინებლები არიან ჯერ, ნიაზაშვილი (22 წლის) გიგაური (19 წლის). მაინც გაუჭირდებათ საშინელ კონკურენციაში, ამ ეტაპზე მაქსიმუმი რომელიმეს მესამე ნომრობა იქნება.
81 კგ:
ჩემი აზრით ეს ის წონაა, სადაც ჯერ არ არის გამოკვეთილი წონის აშკარა ლიდერი. რეხვიაშვილი, კირაკოზაშვილი, მჭედლიშვილი, კაციაშვილი სასწაული კონკურენცია იქნება. + მაისურაძემ ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა და თუ პროგრესი განიცადა, თავისუფლად ჩაებმება კონკურენციაში.
ისე ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ავთო უნდა დაბრუნდეს თავის მშობლიურ წონაში. დღეს საშინლად არაათლეტურად გამოიყურებოდა, აშკარად აქვს დაკლების რესურსი და თუ შეუძლია 81-ში დაბრუნება უნდა დაბრუნდეს. ავთოც თუ დაბრუნდა დედა შვილს არ აიყვანს ამ წონაში ისეთი კონკურენცია იქნება

90 კგ:
ღვინიაშვილი - ძალიან დაბალია იმის შანსი, ვინმემ გაუწიოს ამ წონაში კონკურენცია (ავთომაც კი), აშკარად წონის ლიდერი იქნება არამხოლოდ საქართველოში
მარგიანი - სავარაუდოდ სწორედ იგი იქნება ამ ეტაპზე წონის მეორე ნომერი (თუ ავთო დაბრუნდა 81-ში). ტატალაშვილივით კარიერა ექნება უშანგისაც - ყოველთვის ვიღაცის ჩრდილში მყოფი
სანებლიძე - მაინც მგონია, რომ 90-ში იქნება ონისე. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბექას. მარგიანთან ექნება კონკურენცია მეორე ნომრობისთვის (ან მესამე, თუ ავთო დარჩა ამ წონაში)
100 კგ:
ლიპარტელიანი - რატომღაც მგონია, რომ წარმატებულად გამოვა ამ წონაში და სანუკვარ მსოფლიოს ოქროსაც შესწვდება (ოლიმპიურიც თუ იქნება მთლად უკეთესი

). თან კრპალეკი როგორც ვიცი გადავიდა მძიმეში, ლაპარაკი იყო სირილ მარეც უნდა ასულიყო ზემოთ და ვნახოთ. იმედია მალე გაივლის ადაპტაციას ახალ წონაში და ჩამოყალიბდება წონის ლიდერად მსოფლიოს მასშტაბით.
ტაველური - სავარაუროდ სწორედ ლაშა იქნება მყარად მეორე ნომერი და ლიპოს წასვლის შემდეგ, თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს იგი.
ოზბეთელაშვილი - ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ბიჭი, ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ტაველურს.
100+ კგ:
მატიაშვილი - მაინც მგონია ლევანია დღეს წონის ლიდერი, თუმცა სტაბილურობა აკლია. აშკარად აქვს რაღაც ამ ბიჭს, ცოტა ვარჯიშს მოუმატოს და ნამდვილად გამოუვა.
თუშიშვილი - ერთერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ძიუდოისტვია. რესურსი ნამდვილად აქვს, თუმცა როგორ გამოიყენებს ეგ არის საქმე.
ოქრუაშვილი - პირადა ჩემთვის მისი კარიერა დასრულდა. დიდი ალბათობით 1-2 წელში საერთოდ დაანებებს თავს აქტიურ სპორტს.
ცოტა დიდი გამომივიდა, მაგრამ ესაა რასაც ვფიქრობ დეტალურად
P.S: იქნებ ვინმემ იცოდეთ, ავთომ საბოლოოდ გადაწყვიტა 90-ში ასვლა თუ უბრალოდ გამოსცადა ჯერ? თითქოს მომეჩვენა დღეს, რომ აქვს წონის დაკლების რესურსი და რამდენად რეალურია მისი 81-ში დარჩენა?