ბექას ვაზარი რომ აუღო იგოლნიკოვმა ეგრევე გადავარდი პესიმიზმში და დავიწყე ეჰ ამას ლიპოს ვინ გაუკეთებდათქო, და არაა ის კლასითქო, მარა პირველივე შეტევაში დამადუმა

თუ ჩავლება აუღო ვერავინ ვერ დაუძვრება, ამ წონის საიდულაევია ტიპი

ბავშვებივით ატრიალებს უკვე ყველას
ხაბაჩიროვი როგორ დაბეჩავებულა... არადა თავის დროზე ჭრიკიშვილისთვის აქვს მოგებული და ერთ-ერთი პერსპექტიული ჯუდოკა იყო, და დაიყინა ერთ ადგილზე...
ჭრიკიშვილი კლასია, მარა ეტყობა 90 არაა მისი წონა, რაც უფრო მეტს წააგებს, მით უფრო მალე მიხვდება, რომ ჩავიდეს ისევ 81-ში. ასე რომ პოზიტივიცაა მის წაგებაში, ტრაგედიასნუ შექმნით, იმედი მაქვს დაბრუნდება ისევ იქ))
ლიპოს წონა რამდენია? ეგეც ცოდვა მეჩვენება 100 კილოში... არადა შანსი ბევრად მეტი აქვს ვიდრე ავთოს 90-ში. განსხვავება ისაა რომ ლიპოს ოლიმპიადაზე ვერცხლი აქვს, და მშვიდად შეუძლია გარისკოს წონაში, აი ჭრიკიმ კი მეშინია ოლიმპიური მედალის გარეშე დაასრულოს კარიერა, ცოდვა იქნება ასეთი ნიჭის პატრონი...
შავი სტაბილურად კარგია, ნაგლიაშვილის ერთი შეხვედრა ვნახე და მომეწონა.
მოკლედ გილოცავთ და მადლობა ძიუდოისტებს, ფედერაციას, უზნაძესაც (მისი გუნდია ჯერ კიდევ), სამწუხაროდ ერთადერთი პოზიტივი, რაც ქართულ სპორტში არსებობს...
ქართველები ის ხალხი ვართ, რომლებსაც სამშობლო მხოლოდ მაშინ გვახსენდება როდესაც ხელში ყანწი გვიჭირავს...
გერმანია ისე მიყვარს, მირჩევნია ორი იყოს! (c) მართალი კაცი
One Love, One United!
მსაჯის გათრეულ გუნდებს შევაგინე!