მორჩა ევროპა და მგონი დროა გუშინდელი ეიფორიის მერე ყველმა ჩვენ - ჩვენი მცირე შეფასებები დავწეროთ. სპორტის ინდივიდუალური ხასიათიდან გამომდინარე ალბათ სამართლიანი იქნება თითოეულის გამოსვლა ცალ - ცალკე შევაფასოთ, მით უმეტეს იძახდნენ ევროპის ჩემპიონატია პრიორიტეტიო.
60 კგ
პაპინაშვილი - ამ ბიჭმა რაღაც დონეს უკვე მიაღწია და მშვენიერი ტიტულებიც აქვს ასე თუ ისე, მეეჭვება აწი მოუმატოს, მით უმეტეს 2020 წლის ოლიმპიადისთვის. ალბათ მისმა პიკმა უკვე ჩიაიარა და სასიამოვნო იქნება თუ გაგვაოცებს. ნაკრებში კონკურენციის შექმნა შეუძლია, რა თქმა უნდა, ალბათ პირველი ნომერიცაა, მაგრამ სავარაუდოდ საერთაშორისო ასპარეზზე დათმობს პოზიციებს.
ჩხვიმიანი - ამ ბიჭის ჭიდაობაში აშკარად პროგრესი ჩანს, როგორც შედეგით, ასევე ხარისხით. აქტვშია მისათვლელი ოზლუზე მოგება. გარგოსს და მშვიდობაძეს ჯერ ჩამორჩება გამოცდილებით და ალბათ კლასითაც, მაგრამ მანძილს ამცირებს. თან ფორმის პიკი აწი უწევს ასაკით და თუ ნიჭმა( იგულისხმება, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი შრომისმოყვარეობა) გაუქაჩა დიდი ალბათობით სწოპრედ ის იქნება ნაკრების პირველი ნომერი ოლიმპიადაზე.
66 - ცალსახად უარყოფითად ვაჟასთვის. მაგრამ სეზონი ისე კარგად დაიწყო ვერაფრით ამ ევროპით ვერ გადაუსვამ ხაზს. მთავარია დასტაბილურდეს, ნიჭი რომ აქვს ბევრჯერ დაუმტკიცებია, ახლა კლასად უნდა გარდაქმნას. იმედია, გიუნაშვილი და ნაგლიაშვილიც დაეხმარებიან ამაში.
73- ლაშაზე რა უნდა თქვა, მისი კარიერის გამო შეუძლებელია მისი არ გჯეროდეს. მაგრამ ეს ევროპა და სხვა ტურინერებზე არასტაბილურობა ამტკიცებს რომ სასწრაფოთ გვჭირდება ძლიერი მეორე ნომერი!!! არადა, როგორი მოსაძებნია, ვინც ბოლო 3 წელი ახალგაზრდულში ჭიდაობდა 73ში ახლა ყველა 81შია ასული!! დარჩენილებიდან გიგაურის იმედი მაქვს (გრიგალაშვილი ბავშვია ჯერ) ძაან ტექნიკური ბიჭია, მაგრამ ცირეკიძემ გიგანი და ნიაზაშვილი გამოარჩია და ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ, სავარაუდოდ ვერ ქაჩავს ჯერ, ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება კონკურენციის დაძაბვა.
81- დიდი პატივისცემა, ზებედას რასაც აკეთებს იმისთვის, მაგრამ შორეულ თუნდაც მოკლე პერსპექტივაში ძნელია მისგან დიდი შედეგების მოლოდინი. აუცილებელია ტალანტებად შერაცხული ახალგაზრდები მოიქოქონ და კონკურენცია შექმნან რამაც შედეგი უნდა გამოიღოს თუ არა, ეს წონა 100თან ერთად უსუსტესი იქნება ნაკრებში.
90 - მე მჯერა ბექას დიდი ნიჭის და საწყენია რომ ამას ტიტულები არ ადასტურებენ.ა ამ ევროპაზე მინუსი მის ჭიდაობას ნიჭთან მიმართებით, პლუსი ევროპაზე პირველი ბრინჯაოს გამო სასწრაფოდ გვჭირდება ძლიერი მეორე ნომერი, ჭრიკიშვილის როგორ არ უნდა გჯეროდეს კაცს, მაგრამ მისმა პიკმა გადაიარა უკვე, ტრავმებთან და საწყის წარუმატებლობასთან ერთად დასაფიქრებელია მისი სტილიც, 81ში ყველა ჯანი ჩაგრავდა და 90ში ეს უპირატესობა არ ექნება ან მაქსიმუმ წლების მერე დაიბრუნებს, მაგალითად, შავდათუაშვილს 3 წელი დასჭირდა ამისათვის. სხვას ჯერ ვერავის ვხედავ კონკურენტად, თუმცა, აღსანიშნავია მარგიანის დიდი როლი გუნდური ჩემპიონობის მოპოვებაში.
100 - ლიპო ბოლო 9 წლის მანძილზე პირველად დარჩა უმედლოდ ევროპაზე და ახლა მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჩასაფრებულის პოზა იქნება, ბევრი ობიექტური ფაქტორის გამო. თუმცა, ალბათ, უნდა შევეგუოთ რომ 100ში ისეთი ძლიერი ვერ იქნება, როგორც 90ში. სხვა ჯერ არავინ ჩანს რადარზე. სანებლიძის იმედი მაქვს ცირეკიძემ და ვნახოთ როგორ გამოზრდის, სხვების უმრავლესობამ თავისი შანსი უკვე მიიღო და ვერ გამოიყენა.
100+ გურამ გამანადგურებელი! ევროპის თიტქმის ყველა ტოპს უშნასოდ მოუგო. ახლა დარჩა სასონი (ძაან საინტერესო იქნება ამ ორის ჭიდაობა მსგავსი სტილის გამო)და იაპონელები. მერე ოოოოოოო ის შავი კაცი.გასკაუთრებული მილოცა მიშოს, რომლსაც სულ სჯეროდა თუშიშვილის დიდი ნიჭის

ადამს კიდევ ყოჩაღ რომ უკვე მერამდენედ გვიმტკიცებს მის საოცარ ნიჭს გადამწყვეტი ტურნირისთვის მომზადების შესახებ. ამ 2ს წარმატებაში მატიაშვილისა და ბუღაძის შექმნილი მძაფრი კონკურენციის წვლილსაც ვხედავ, იმედია, ესენიც არ მოდუნდებიან და შეაწუხებენ ლიდერებს.
გუნდური - ეს ის შემთხვევაა, როცა გამარჯვებულს არ ასამართლებენ.
სტაფი: მწვრთნელი შედეგით ფასდება და შარშანდელთან შედარებით ზუსტად ნახევარი ავიღეთ მედლების. ამით, ყველაფერია ნათქვამი , მაგრამ შარშანდელი მედალოსნების ნახევარმა წონა შეიცვლა, ახალი ციკლის და სხვა ობიექტური გარემოებების გამო ძველი სისტემით 3+ს, ხოლო ახლით 10დან 7ს დავუწერდი.
ველი თქვენს შეფასებებს