მოგესალმები ფორუმი!
ვეღარ დავწერე ახალ თემაში..
დაგვიანებით ვუერთდები ყველა მილოცვას..
ყოჩაღ თემის ავტორს!
საუკეთესოდ გახსნილი თემაა..
ოლიმპიური თამაშების გახსნას, ფეიერვერკებით თუ ჩამოუვარდება..
უცნაური და საინტერესო გადაწყვეტილებებით დაიწყო 2017 წელი..
ჯერ იყო და რამდენიმე დღის წინ კახეთში ვეგეტარიანელთა კონფერენციაზე დაადგინეს, რომ ხაშლამა მცენარეა..
აქეთ კი ძიუდოს მამებს ისეთი გადაწყვეტილებები მიუღიათ, რომ გაოცებისგან აყალყული თმები, გვერდზე აღარ მევარცხნება..
ყველაზე დიდ სისულელედ გუნდურში ქალებისა და კაცების ერთ გუნდად გამოსვლა მიმაჩნია..
არა მგონია, რომ ეს ქალთა ძიუდოს პოპულარიზაციისთვის იყოს გაკეთებული..
ჩემი აზრით, თუ ოლიმპიადაზე გუნდური ჩემპიონატიც დაუშვეს, ასეთი გადაწყვეტილებით, მხოლოდ მასპინძელი ქვეყანა იხეირებს..
ასეთ შემთხვევაში გარანტირებული ოქრო ექნებათ იაპონელებს..
იმედი მაქვს, რომ ძიუდოს წამყვანი ქვეყნის ფედერაციებიც იტყვიან თავის სიტყვას და ამ ფორმით გუნდური ჩემპიონატები არსად არ ჩატარდება..
ახლა კი იუკოს გაუქმება და გავაზარება..
თურმე იმიტომ გააერთიანეს ეს ორი სხვადასვა ხარისხის გდება, რომ ძიუდო უფრო ადვილად გასაგები გახდეს მაყურებლისთვის..
ვერ გავიგე, ჩემი ენა რომ უფრო ადვილად გასაგები და შესასწავლი გახდეს უცხოელისთვის, დედას და მამას ორივეს დედა უნდა დავუძახო?!
ახალი წესებით, ერთ შემთხვევაში, როცა ძიუდოისტი დაეცემა ბეჭზე და შემდეგ ზურგზე გადაგორდება, ფასდება ვაზარით და მეორე შემთხვევაშიც, როცა ორივე იდაყვით დაეცემა ტატამზე, მაშინაც კი, როცა ზურგი ტატამს არ შეხებია, არის ვაზარი..
სასაცილოა..
მიმაჩნია, რომ ყველა ხარისხის გდებას უნდა ერქვას თავისი სახელი, რომ ობიექტურად და სამართლიანად გაიმარჯვოს ძლიერმა..
სხვანაირად ბევრ გულდაწყვეტილ ადამიანს ვნახავთ..
თავის დროზე კოკას გაუქმებაც დიდი შეცდომა იყო..
როცა მეტოქეს ღრმად პატივცემული საჯდომით (ჩვენს დროში უკვე მილიონ დოლარად აზღვევენ) დააზღლართებ ტატამზე, ასეთი გდებაც უნდა ფასდებოდეს..
გდების შეფასებისთვის ტატამზე 90%-იანი შეხებაც ვერ გავიგე..
იქნებ 89%-ით შეეხო?!
ამის სწრაფად და ზუსტად დასადგენად, რაიმე სპეციალური ხელსაწყოა შექმნილი, თუ ექსპერტიზას დანიშნავენ?!
არის კარგი ცვლილებებიც..
შიდოებს რომ ის დატვირთვა აღარ ექნება და გახსნილი ჭიდაობა წავა, ამას ორი ხელით მივესალმები..
არაკლასიკურ ჩავლებებზე შეზღუდვების მოხსნა და დროის შემცირება, რომ ჩვენზეა მორგებული, ამაზე თქვენც ბევრი ისაუბრეთ..
მეც თქვენსავით მოუთმენლად ველოდები ჩვენების გამოსვლებს..