მოვაღწიე სახლამდე როგორც იქნა

გუშინდელ დღეს დღევანდელი ჯობდა და ნამდვილად ღირდა რომ წავედი.
81-ში ძლიერი შემადგენლობის ფონზეც კი გამოირჩა მაისურაძე ისე დამაჯერებლად მოიგო ყველა შეხვედრა ფინალის ჩათვლით. ნამდვილად დიდი ტალანტია და ვნახოთ პეტერბურგში რას იზავს. უმედლოდ დარჩენილებიდან ბალაბანაშვილს გამოვარჩევდი ეგეც მაგარი ტექნიკური ბიჭია.
90-ში ღირსეულად მივიდა ფინალამდე ორივე. ფინალში სიდამონიძემ თავიდან ხელი იტკინა და მთელი შეხვედრის განმავლობაში იტკივებდა შესაბამისად თამამად ვერ მიდიოდა ჭიდაობაში. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე სიდამონიძე შებოჭვაზე მოჰყვა თან ისეთზე რომ 99.9% მაქედან ვერ უნდა გაიქცე ხოდა ესე თითქოს დანებდა და 5 წამი იყო დარჩენილი როცა იცებ გველესიანი ამოაყირავა და აქეთ დაიჭირა შებოჭვაზე, ძალიან ეფექტური სანახავი იყო და დიდი ოვაციებიც დაიმსახურა დარბაზში.
100-ში როგორც დიდებში ასევე ახალგაზრდებში ძალიან გვიჭირს. 90-დან ახლად ამოსულმა რამაზაშვილმა მოიგო ეს წონა. კენჭაზე ნამდვილად ვერ ამართლებს იმედებს... კარგი ბიჭია მედალოსანი დონღვანი.
მძიმეში ორივე ფინალსტი დამსახურებულად გავიდა. უკვე აქედავე შეიძლება ითქვას რომ ზაალიშვილი-წიქორიძის შეხვედრები ქართული ძიუდოს ისტორიაში კლასიკად იქცევა, თუ უკვე არ არის

რაც შეეხება ფინალშ ზაალიშვილი ჯობდა წიქორიძეს, შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე 2 შიდოთიც უგებდა და ვაზარზეც დააგდო თუმცა ცუდათ დაეცა რითაც წიქორიძემ ისარგებლა და შებოჭვაზე დაიჭირა... ბევრი კი ეცადა ზაალიშვილი მაგრამ იმხელა მასას ვეღარ გაექცა. ერთმანეთის კონკურენციაში ძალიან მაგარი გაიზრდება ორივე

ისე ზაალიშვილს ახალი ილეთი დაუმუღამებია დგომში მაჯებიდან კისრულს აკეთებს. გაბრიჭიძე მაგ ილეთით სუფთა იპონზე დააგდო, წიქორიძესთანაც ეცადა რამდენჯერმე მაგრამ ვერ დაძრა
This post has been edited by miishooo91 on 5 Mar 2017, 17:11