დავიწყებ კარგით და წავალ ცუდისკენ.

პაპინაშვილმა და მარგველაშვილმა უშანსოდ წააგეს ტურნირის უმთავრეს ფავორიტებთან და ამ ეტაპზე მათი რეალური ფორმის შეფასება რთულია.
არადა, აბეც და ტაკატოც საკმარისად ახალგაზრდები არიან და ჩვენებმა რამე თუ არ მოიფიქრეს, მინიმუმ 2 ოლიმპიური ციკლი ამ წონებში მსოფლიოსა და ოლიმპიადებზე ოქრო უნდა დავივიწყოთ.
მარგველაშვილის აბესთან ჭიდაობის დროს, გამოჩნდა იაპონელებთან შედარებით ჩვენი ძიუდოისტის და მწვრთნელის საჭიდაო ინტელექტის სიმწირე. კერძოდ, როგორც კი მარგველა აბეს ქამარს იღებდა იაპონელი ეგრევე ვარდებოდა, ან სუტემის მცდელობიდან თავს იცავდა. ამასობაში 2 გაფრთხილებაც აიკიდა. ვაჟამ იფიქრა, არიქა მეშველაო და კვლავ ქამარს რომ დაუწყო პოტინი სწორედ მაშინ გადმოიღეს. არ ვიცი, აბე მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა თუ მწვრთნელმა უკარნახა, მაგრამ ბოლო წუთნახევარი ყველა აზრზე იყო თუ მარგველა რის გაკეთებას აპირებდა, შესაბამისად იაპონელი მომზადებული დახვდა და ბიჭიც დაგვიიპონეს,
პაპინა ტაკატოსთან ისეთი შეშინებული გამოვიდა, რომ შთაბეჭდილება შემექმნა ერთი სული ქონდა გასახდელში როდის გაიქცეოდა.
გაიქცა კიდეც.
ლუხუმას სერიოზულ სპორტსმენად არ ვთვლი. თუშიშვილიც მაიმუნობს, მაგრამ ილეთის გაკეთება მაინც იცის. დაბალ წონებში 2 ილეთის იმედად ყოფნა კატასტროფაა, ლუხუმასაც შესაბამისი შედეგი აქვს.
გიგანი - სამწუხაროდ ტურისტად ყალიბდება და არაფერს დავწერ.
ნიაზაშვილს უნდა მიეცეს მეტი შანსი.
შავდათუაშვილი იყო ჩემი მთავარი იმედგაცრუება.
2 შეხვედრაში კუკუ დონის ძიუდოისტებთან ერთი ილეთი ვერ გააკეთა. ის კი არა ერთთან მგონი საერთოდ ვაზარით აგებდა...
ლაშამ წონა რომ შეიცვალა პირველი წლის განმავლობაში მგონი არავისთვის მოუგია და წონაშეცვლილ კორვალთან წაგებას ხომ მოხერხება უნდა?
კი ბატონო, მსაჯებმა მიჰქარეს, მაგრამ 7 წუთში ერთი ილეთი როგორ ვერ უნდა გაუკეთო ჯანით გაცილებით სუსტ და გასავათებულ მოწინააღმდეგეს?
არ მინდა ლაშას ჩავარდნა მხოლოდ მსაჯებს დაბრალდეს და პრობლემა მიიჩქმალოს...
და ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, ქამარში ჩავლების დაშვებამ დროფ სეიონაგეს, როგორც ილეთის პრიორიტეტულობას წყალი შეუყენა.
სუტემი ვაზა - აი რაზე უნდა ივარჯიშონ ჩვენმა ბიჭებმა.
მარგველას ქონდა აბეს დაგდების 2-3 შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა.
სუტემის მთავარ ილეთად აღება, თავისი კომბინაციებით, პარტერში ძალზე სერიოზულ მუშაობას მოითხოვს და იმედია კორეელი მწვრთნელი ამაშიც დაგვეხმარება.
ისე, ხანჯალასაც თუ დაუძახებენ, ცუდი არც ეს იქნება...
This post has been edited by VoK on 12 Feb 2017, 09:31
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...