საზიზღარი ბადე შეგვხვდა როგორც ყოველთვის

ესეიგი დავიწყოთ.
55-ში ნინიაშვილი მეორე წრეშივე მთავარ ფავორიტს ხვდება, ვნახოთ რას იზამს. გურბანლი ზედაზენის თასზე ნადირაძემ 60 კილოში დაამარცხა. აშკარად ცარიელი ჯანია აზერი. 60-ში იფუშება ეგრევე. პაპინაშვილს კი თუ რამეზე პრეტენზია აქვს ფინალში უნდა გავიდეს აუცილებლად.
60-ში არავინ არ არის გამოკვეთილი ფავორიტი. ჰა ბურთი და მოედანი რობინზონ უნდა დადო ოქრო

66-ში გაზაშვილი საკმაოდ არაპროგნოზირებადი ძიუდოისტია. პეტერბურგში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხა ერთიმეორეს მიყოლებით(რათქმაუნდა ფინალში ნინიაშვილთან გამართულ სპექტაკლს არ ვთვლი) ასე რომ არაა გამორიცხული გაისროლოს და ფინალშიც კი გავიდეს. აი ნინიაშვილმა კი დროა ოქროზე გაიწიოს უკვე. რაც თავი მახოვს ნინიაშვილი გინდ საქართველოში და გინდ უცხოეთში არცერთ ახალგაზრდულ ტურნირს არ ტოვებს უმედლოდ მაგრამ რად გინდა თითქოს წყევლა აქვსო და ოქრომდე სულ რაღაც აკლდება. თან მეორე წრეშივე შეიძლება იმ აზერს შეხვდეს რომელთანაც წააგო წედაზენის თასზე და რევანში აქვს ასაღები.
73-ში არის სამი მთავარი ფავორიტი ჰოიაკი, კოლესნიკი და უმთავრესი ჰეიდაროვი. ტატო სწრაფად პროგრესირებადი და მოაზროვნე მოჭიდავეა თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ჰეიდაროვთან უშანსოდაა ამიტომ მისთვის ბრინჯაოც მშვენიერი შედეგი იქნება პირველ წელს.
81-ნუ ფატალური უიღბლობა, მეორე წრეშივე მაისურაძე მთავარ ფავორიტ ტეპკაევს ხვდება. ვნახოთ აბა პეტერბურგში ფინალი კი წააგო მასთან მაგრამ ძალიან ჭკვიანი მოჭიდავეა ლუკა რომელსაც პლიუს არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს არაა გამორუცხული გაცდეს რუსს.
90-ში ვერ ვიტყვით რომ ტაიმაზოვი მთავარი ფავორიტია ამ წონაში მაგრამ სიდამონიძემ სწორედ მასთან წააგო ფინალი პეტერბურგში ასე რომ რევანში აქვს ასაღები. თან თავიდანვე მოყვა მახრჩობელაზე და ვერც ვნახეთ რეალურად რომელი ჯობდა ჭიდაობით.
100-ში რა უნდა ითქვას, კოწოევისაა ოქრო.
+100-ში მეორე წრეში ვე წიქორიძეც და ზაალიშვილი უპრინციპულეს მეტოქეებს ხვდებიან და იმედია ერთი მაინც გაივლის ამ ეტაპს.
This post has been edited by miishooo91 on 14 Sep 2017, 20:40