10 მიზეზი თუ რატომ უნდა წავიდეს ცირეკიძე თავის სტაფიანად!
1)ჩხვიმიანის არანორმალური პროგრესი! შარშანდელთან შედარებით ასჯერ უკეთესია.. აკეთებს უამრავ სხვადასხვა სახის ილეთს (როცა ერთსაც არ აკეთებდა) მუშაობს პარტერში როგორც ილეთებზე ისე დროის გაყვანის კუთხით.. მოკლედ მაგარი რეგრესი აქვს სვარშიკი უზნას ფანების გადმოსახედიდან
2)ევროპის ჩემპიონატზე ბევრად პრესტიჟული პარიზის სლემის ბრინჯაო და დიუსელდორფის ოქრო ყველას სახით თრევით აბეს გარდა.. იმავე წონაში სრულიად მივიწყებულ 24 წლის ბიჭს აძლევენ შანსს ვერ იყენებს ამ შანსს მაგრამ აკვირდებიან და ხედავენ მის მონდომებას და შესაძლებლობებს ვარჯიშზე (რაც რა თქმა უნდა მიუღებელი იყო წინათ რადგან სპარინგებად ითვლებოდნენ მხოლოდ პირველი ნომრების) აყენებენ კიდე უფრო პრესტიჟულ ტურნირზე და სლემის ბრინჯაოსაც დებს.. მერე გრან პრის ოქროს აყოლებს ზემოდან.. დაიქცა ნაკრები ბლინ ვის გაუგია კაცს 1 ტურნირზე მეტგან მისცე შანსი?! ან რა კონკურენცია აგიტყდათ წონაში?! წადი ცირე!
3)2 წლის უჭიდავებელი ტრავმებისგან გატანჯული ბიჭი რომელმაც ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე დააყენეს უპრესტიჟულეს ტურნირზე სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპაზეც შესანიშნავად იასპარეზა.. რა თქმა უნდა მსაჯებს ბევრი დამცველი ყავთ და მათთან ბოდიში თუმცა ილეთის მცდელობაზე რო შიდოს მისცემ ადამიანს მართლა შენი დედაც ************
4)ლოთის და მწეველის პირველი მედალი ოფიციალურ ტურნირზე..
ყველაფრის კეთება იმისთვის რო უკონკურენტოდ არ დარჩეს ის წონაში.. ამისთვის მკვდარი მარგიანის გამოღვიძება და სლემის და გრან პრის უმედლოდ არ დატოვება მისი მხრიდან..
5) წონაშეცვლილი კაცის ევროპის ჩემპიონატზე ბევრად პრესტიჟულ ტურნირზე დადებული ბრინჯაო და მოუშუშებელი ტრავმის მიუხედავად დიუსელდორფის გრან პრის ჩემპიონის გაპობა ევროპაზე.. 10 წუთში გადაბმული შეხვედრები რამაც გამოიწვია კიდეც მარცხი.. მაშინ როცა დენისოვს რო დაესვენა პირველ ტატამზე პაუზა გამოაცხადეს..
6) ადამ ოქრუაშვილის ძიუდოში დაბრუნება.. საქ. ჩემპიონატის გამაზვის შემდეგ ინტერვიუში მასზე კითხვისას ცირემ უპასუხა რო ძალიან დიდი სურვილი ქონდა რომ ადამს ჭიდაობა გაეგრძელებინა და ისე გააგრძელებინეს რო გრან პრის ოქრო და ევროპის ვერცხლი დადო
დიდებში 2 წლის წინ გადასულის მაგრამ 1 წრესაც იშვიათად გაცდენილი კაცის წონის ერთ-ერთ წამყვან ჯუდოკად ქცევა ალბათ მაინც ყველაზე დიდი დანაშაულია მისი და ამიტომ ბოლოსთვის მოვიტოვე
7) ნე-ვაზას 200%-ით გაუმჯობესება
8) ფიზმომზადების კურსი რომელიც ლოთებს და მწეველებს არ გაუსწორდებათ და სრული დისკომფორტია მათთვის..
9)წონაშეცვლილი ნაკრების ლიდერები.. კაი ხნის პიკგამოვლილები და ტრავმებით გატანჯულნი.. ესეც რა თქმა უნდა მისი ბრალია მერე რა რო უმეტესობა სწორედ წინა ციკლშ ყველა ტურნირზე ტარებით და მაქსიმალურად გადატვირთვით არის ამ დღეში..
10) ზედიზედ 2 ტურნირზე პირველივე წრეში გამოვარდნილი და + ტრავმირებული კაცის არ წაყვანა ევროპის ჩემპიონატზე სადაც ის ყველას დაყრიდა!
მოკლედ უნდა წავიდეს ცირეკიძე რა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ! დაიქცა ნაკრები პირდაპირ