ხოხ, რამდენი უღუღუნიათ გვრიტებს!
გილოცავთ მეცხრე ჩემპიონობას! დაგვაწყვიტეს ნერვები და როცა ლამის გამოვიტირეტ მოგება, ზუსტად მაშინ აიწყვიტეს! გიჟები!

ბექას ხომ მაგარია - რაზეა ლაპარაკი, მაგრამ თუშის ხასიათი აქვს, რა ვიცი! ტიპი გამგელებული გადის საჭიდაოდ. ხამოსთან შეხვედრაზე მიტხრა, მიუდგომელი მოჭიდავეა, მხარე არა აქვს, პირდაპირ მოდის და ძნელიაო, და რენატაზე თქვა, ვიცოდი, დავაგდებდი, იმ ამხტარი მტკივნეულის მეშინოდაო.
ბათოც აქააა, მისი მწვრთნელი, და შაბათიდან მოყოლებული სულ იმას იძახის, ამან მსოფლიოსთვის ეს განწყობა თუ შეინარჩუნაო...
შაბატს ერთი რუსიჟურნალისტი გამომელაპარაკა, მომილოცა იმდღევანდელი წარმატება და მეუბნება, მე ვფიქორბ, თქვენ ხვალაც მინიმუმ, ნახევარფინალში გახვალთ გუნდურშიო. მე ვაჯახე, მე კიდევ ვფიქრობ, ჩვენ საერთოდ ჩემპიონები გავხდებით მეთქი, არ ესიამოვნა ბიჭს.

გუშინ კიდე პრესცენტრში უსუფას უთხრა სხვა რუსმა ჟურნალისტმა, მერამდენედ უნდა მიგვიგოთო.
აზერები ამბობენ, დაგვწვესო, ჩვენი მწვრთნელი ეჩხუბა მსაჯთა შეფებს და იმიტომ გაგვიკეთეს ასეო. თუმცა ეჯუ ამბობს, რომ კენჭისყრისას გავაფრთხილეთ ყველა, რომ ბოლომდე უნდა ეჭიდავათ, თორემ დაისჯებოდნენო და რია ვიცი...
კიდე რაღაცები თქვეს აზერებმა (ჩემს სართულზე არიან ეგენი და ყოველ დღე ვხვდები), მაგრამ მერე დავწერ გზადაგზა - ზოგს აქ, ზოგს - გაზეთში.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".