მოგვეწონა ნაგლიაშვილი, პაპინაშვილი, კუპატაძე და ზაალიშვილი.
ნაგლიაშვილს უნდა ითქვას რომ ძალიან აქვს მომატებული. ვიზუალარუდაც ეტყობა უკვე მაგარი დაკუნთულია და ჯანი აქვს მომატებული. სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. გიუნაშვილი დაჩაგრა ყველანაირად 2 ვაზარი გაუკეთა და ბოლოს მტივნეულიც გაუჭიმა. ჭიკაიძესაც 3 ვაზარი გაუკეთა ერთი სიტყვით მომატებული აქვს რაც კარგია.
პაპინაშვილზე გამართლდა ჩვენი მოსაზრება რომ სწორედ ის შეცვლის თავის უფროს ძმას. ჯაბამ ახალგაზრდული ნაკრების 60 კილოს პირველ და მეორე ნომერს თითო წუთში მოუგო. ბეგლარაშვილიც და ნოზაძეც ძალიან მარტივად დაამარცხა წონაში სხვაობის მიუხედავად. საწყენია რომ მესამე შეხვედრაზე აღარ გამოვიდა რომ კუპატაძესთანაც გვენახა. სასწაული ტექნიკა აქვს ამ ბიჭს.
კუპატაძემაც სამივე შეხვედრა მოიგო. კარგია რომ მოუმატა და იქნებ საქართველოზეც დადოს შედეგი.
რაც შეეხება ზაალიშვილს არავითარი რეგრესი მას არ აქვს

ერთადერთი გამძლეობა გამოისწოროს და მაგარი ბიჭია. წულუკიძეს და ბოლოთაშვილს ძალიან მარტივად მოუგო. ბუღაძესაც უგებდა ვაზარს თუმცა შეხვედრის ბოლოს შებოჭვაზე მოჰყვა, არადა ეგ შეხვედრაც კარგათ მიჰყავდა.
კირაკოზაშვილი ვერ იყო ფორმაში. პაპუნაშვილთან პირწმინდად წააგო ხოლო მჭედლიშვილს გაჭირვებით მოუგო, ავალიანს კი ისევ ეფექტური გდებით აჯობა. ერთი კვირის წინ ცოლი მოიყვანა კირამ და მაინც ეპატიება ფორმაში არ ყოფნა.
ტაველურმაც სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო ძირითადად დაბლაჭიდის ხარჯზე.
ხო ჭრიკიშვილზეც დიდ იმედებს ნუ მიეცემით, მიუხედავად სამივე შეხვედრის მოგებისა სუსტად გამოვიდა დღეს და ძალიან გაუჭირდა მოგებები.
This post has been edited by miishooo91 on 23 Sep 2017, 15:17