თქვენი არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ვერ წამოვიღეთ, მაინც კმაყოფილი ვარ ამ მსოფლიოთი და ვეცდები მოკლედ შევაჯამო.
პაპინაშვილი - სამწუხაროა, მაგრამ ნელნელა რეგრესს განიცდის პაპინა. ნამდვილად არ ველოდი მისგან მედალს, მაგრამ უკეთესად შეეძლო ეჭიდავა.
მარგველაშვილი - დადებითის მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან კარგად იჭიდავა და დამსახურებულად აიღო ბრინჯაო. ამ ეტაპზე შეუძლებელია აბეს დამარცხება, მაგრამ მომავალში აუცილებლად შეძლებს.
შავდათუაშვილი - დიდი ტურნირების კაცი. მიუხედავად ტრამვისა, მშვენივრად გამოვიდა და უფრო დიდი შედეგისთვისაც იბრძოლებდა, რომ არა მსაჯების უაზრო გადაწყვეტილება.
რეხვიაშვილი - ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის. ნამდვილად ჩააგდო მსოფლიო, ვერც ფორმაში იყო და გამძლეობით ხო საერთოდ კატასტროფა იყო. იმედია ის გამონათება დროებითი არ იყო და ისევ უფსკრულისკენ არ წავა.
ღვინიაშვილი - ვერ ვნახეთ სამწუხაროდ მისი ფორმა. მე პირადად მიმაჩნია, რომ არ იყო იქ მოსახსნელი და შემდეგ რა მოხდებოდა არავინ იცის. ვერც დადებითად შევაფასებ ვერც უარყოფითად.
მარგიანი - ყველაზე დიდი სურპრიზი. მიზანმირთული შრომით და თავდადებით 23 წლის ასაკში ყველასთვის მოულოდნელად მსოფლიოს ბრინჯაო აიღო, რაც ძალიან დიდი საქმეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მედალი გარდამტეხი იქნება მისთვის და კიდევ უფრო მოუმატებს. გვჭირდება ამ წონაში კონკურენცია.
ლიპარტელიანი - არ ვიცი რა ვთქვა, ყველაზე სტაბილური და ყველაზე უიღბლო სპორტსმენია ლიპო

ზედიზედ 4 მსოფლიოს მედალი და არცერთი ოქრო, მაგრამ ახალ წონაში გადასულზე შესანიშნავი შედეგია ფინალში გასვლა.
ოქრუაშვილი - მაქსიმუმი დადო ალბათ. არ იყო ცუდ ფორმაში, თუმცა ზედმეტი წონა ისევ დიდი პრობლემაა მისთვის, ძალიან უჭირს მოძრაობა.
თუშიშვილი - ასეთი ფორმა და შემართება უნდა შეინარჩუნოს და მართლა ვერავინ მოუგებს! გამოუცდელობა რომ არა აუცილებლად მოუგებდა დღეს რინერს, მაგრამ არაუშავს ბაქოში გააკრავს ბეჭებზე <3
ირაკლი ცირეკიძე - უპირობოთ დადებითი შეფასება. ფიზიკურად და ტაქტიკურად ასე კარგად მომზადებული ნაკრები მე არ მახსოვს. 2-3 წუთში ფეხზე ვეღარ იდგნენ ჩვენები და ახლა ოქრუაშვილიც კი მაგარ ხოდზე იყო ამ მხრივ
ერთი სიტყვით, მე მჯერა ამ ნაკრების და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ მსოფლიოზე ოქრო(ებიც) იქნება